Glamping Georgia - საუკეთესო ქართული კონცეპტუალური სასტუმრო.


  ამბროლაური, სუფთა ჰაერი, ტყე, ხეები და ამ ხეებში აღმართული კარვები. კარვებს შიგნით კომფორტული საწოლი და უზარმაზარი ფანჯარა რაჭის ხედით. თუ ტყის ყურება მოგბეზრდებათ შეგიძლიათ მარტივად გააქროთ ხედი თქვენი თვალსაწიერიდან და პროექტორით სასურველ ფილმს უყუროთ. - ეს Glamping Georgia-ა და თუ ველური ბუნების სიახლოვეს, გლამურული და კომფორტული დასვენება გინდათ , ეს ადგილი თქვენთვისაა.



  მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სუსხი რაჭასაც დაეტყო და ამ სეზონზე ქუჩებში ხალხს იშვიათად შეხვდებით, გარემო მაინც ულამაზესია.
  სასტუმრო უახლესი ტექნოლოგიებით არის აღწაღჭურვილი. ამ ადგილის დაარსების იდეა ცოლ-ქმარს გიორგი ისაკაძესა და თამარ ანსიანს გაუჩნდათ. მათი იდეა სცდება მხოლოდ ბიზნესს და ადამიანების ბუნებასთან კონტაქტსა და ამ კონტაქტით მიღებულ ბედნიერ გრძნობას ემსახურება.



  ყოველივე ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმროში დარჩენა საკმაოდ ხელმისაწვდომია და ფასები 120 ლარიდან იწყება .
 ამასთანავე, ხედის გარდა, ზაფხულში შეგიძლიათ დატკბეთ რაჭის ღირსშესანიშნაობებითაც , მაგალითად, იხილოთ ორი მდინარის შესართავი და ამბროლაურის ისტორიული ეკლესია.



  აღსანიშნავია ისიც , რომ 2019 წელს "Glamping Georgia" ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე საუკეთესო კონცეპტუალური სასტუმროს ნომინაციაში გაიმარჯვა.
   სამომავლოდ, მფლობელი იდეის გაფართოებას და ერთგვარი ჯაჭვური ქსელების გაკეთებას გეგმავს. მანამდე კი თუ ზამთრის სუსხი არ გაშინებთ , დაჯავშნეთ ნომერი "Glamping Georgia"-ში.



Comments