Melua - ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე.
დღეს კიდევ ერთ წამოწყობაზე მოგიყვებით, ამ შემთხვევაში საუბარია,ახალგაზრდა დიზაინერ, მარიამ მელუაზე, რომელმაც ბრენდი "Melua" დააფუძნა და კონკურენციისაც არ ეშენია. გაეცანით ინტერვიუს.
- მომიყევი შენზე , ვიცი, რომ ხელოვნებასთან შენი კავშირი, ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება...
- ხელოვნება ჩემთვის განსაკუთრებული განზომილებაა, ცალკე სამყაროა, რომელსაც სულ კავშირი აქვს ჩემთან და ჩემს შინაგანთან . პატარაობიდან ვხატავ. განსაკუთრებით მის მერე, რაც ჯანმრთელობის მხრივ პობლემები შემექმნა, ბევრი ოპერაციები დამჭირდა ,დიდი სტრესი გონებრივად ,თუმცა ვფიქრობ , რომ ხელოვნება ყველაფრის ძალას ,ბევრ იდეას და დიდ წარმატებას გაძლევს თუ ნამდვილად მისი ერთგული ხარ . ასე დაიწყო ჩემი წინსვლა და ფიქრი იმაზე თუ რა მინდა ან ვინ მინდა ვიყო .
- საკმაოდ პატარა ხარ დიზაინერობისთვის, თუმცა ეს ნაბიჯი რაღაც ძალამ მაინც გადაგადგმევინა , ხომ არ იმოქმედა საოჯახო ბიზნესმა ამაზე ?
- საკმაოდ პატარა ვარ დიზაინერობისთვის , თუმცა იმდენად დიდი საყრდენი მაქვს ჩემი ოჯახის და განსაკუთრებით დედაჩემის მხიდან , რომ წარმოუდგენელია, რამის მეშინოდეს. დედაჩემი დაახლოებით 24 წელია, რაც მოღვაწეობს ამ სფეროში უდიდესი ცოდნით ,უდიდესი ხედვით , მან დიდი ენერგია და შრომა ჩადო ამ ყველაფერში , რომ ჩემთვის მომავალი შეექმნა და მითუმეტეს სტიმული მოეცა, როცა გადავწყვიტე მოდის სფეროში მოღვაწეობა . გვაქვს საკუთარი ატელიე და გვყავს ძალიან კარგი კოლექტივი. მიუხედავად ამ ყველაფრისა ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ არ ჩანდა დედას შემოქმედება აქამდე ?! მიუხედავად იმისა რომ მან ძალიან დიდი გზა გაიარა აქამდე და დამთავრებული აქვს აბრამ ბაზელის მაღალი მოდის აკადემია და სამხატვრო აკადემია, ყოველთვის ერჩივნა თავისთვის ყოფილიყო, უფრო მეტი ცოდნა შეეძინა და განვითარებულიყო და ჩემთვის შეექმნა მომავალი.
- როგორ ეწყობით შენ და დედა , როგორ გაყავით ფუნქციები?
-რაც შეეხება საქმის მხრივ მე და დედა ძალიან კარგად ვთანხმდებით , პირველრიგში, რა თქმა უნდა , როდესაც ტანსაცმლის ჩანახატებს ვაკეთებ ერთად განვიხილავთ რა არის უკეთესი და რა არა , ვცდილობ დედასგან ბევრი რამ ვისწავლო .
- როგორია შენი პირველი კოლექცია ?
- კოლექცია წარმოადგენს დახვეწილი თავდაჯარებული ქალის ტანისსამოსს თამამი ფერებით .
- რომელია შენი ფავორიტი მოდელები, მაგალითად, მე მომეწონა ბომბერები...
- სწორედ, ბომბერებით არის ჩვენი კოლექცია გამორჩეული თავისი ტექნოლოგიური მხრითა და მრავალფეროვანი ქსოვილების და დეტალების შერწყმის შტრიხით.
- რა შთაგაგონებს მუშაობისას ?
- მუშაობის დროს სულ წარმოვიდგენ როგორ არის შემოსილი ცნობილი მოდელი ჩემს ტანსაცმელში და ყველა აღფრთოვანებით უყურებს მას.
- როგორ გახსენით პირველი შოუ რუმი, რამდენად მოგწონთ ლოკაცია ?
- ამ ეტაპზე ვინაიდან "სტარტ აპი" გვაქვს ჯერჯერობით ვართ თბილისი მოლში და ქართველი დიზაინერების გალერეაში , ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მომავლისთვის ,რა თქმა უნდა, ვაპირებთ გაფართოვებას.
- თუ მუშაობ ახალ კოლექციაზე ?
- დიახ,ახალ კოლექციაზე ვმუშაობ და სულ მალე ახალი სურათებით გაგაკვირვებთ ჩემი ბრენდი.
- რამდენად გაშინებს კონკურენცია, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებობს ?
- კონკურენცია მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისთვის ,თუმცა ვფიქრობ , სიმამაცე და თავდაჯერებულობა უფრო მეტ სტიმულს მომცემს საკუთარი მიზნის მისაღწევად.
- რა არის შენი მიზანი ? როგორ წარმოგიდგენია შენი თავი და ბრენდი 5 წლის მერე ?
- ჩემი მიზანია ბევრად მეტი გავიგო მოდის სფეროზე, განვვითარდე და ჩემს ბრენდს ყავდეს მისი ერთგული მომხმარებელი ,რაც დიდი სტიმული იქნება ჩემთვის . 5 წლის შემდეგ ბევრად დახვეწილი და განვითარებული წარმომიდგენია , როგორც ჩემი თავი , ასევე ბრენდი.










Comments
Post a Comment