"Seventeen rooms" - გამორჩეული დიზაინის სასტუმრო თელავში.
თუ თელავში მოხვდებით და დარჩენასაც დააპირებთ, არჩევანი სასტუმრო "Seventeen rooms"-ზე გააკეთეთ. კედლებზე ირმა შარიქაძის ფოტოები, სხვადასხვა მხატვრების ნახატები და მისაღების მაგიდაზე სულ ახალთახალი მსოფლიო ჟურნალები მოდის შესახებ - თავადაც მარტივად დარწმუნდებით, რომ აქ მოდის სფეროს იცნობენ და პატივს სცემენ.
სასტუმრო გაიხსნა 2019 წლის 17 იანვარს და სულ 12 ნომრისგან შედგება. რიცხვი 17 სასტუმროს დამფუძნებლის თამარ ჯავახიშვილის საყვარელი და იღბლიანი რიცხვია . ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მის ცხოვრებაში სწორედ 17-ს უკავშირდება, შესაბამისად სწორედ აქედან წარმოიშვა სასტუმროს სახელიც.
სასტუმრო აშენებულია გიგოს გორის ძირას. ეს იმ ერთ-ერთი გორათაგანია, რომელზეც თელავია გაშენებული. სასტუმროს გარს ერტყმის ტყე და სიმწვანე.
ზამთრის განმავლობაში "Seventeen room " ძირითადად ქართველ დამსვენებელს მასპინძლობს. სასტუმროში არის ბარი/რესტორანი, რომელიც დამსვენებელს, როგორც ევროპულ, ასევე ტრადიციულ კერძებს სთავაზობს.
სასტუმროში ასევე განთავსებულია ღია აუზი და ზაფხულის განმავლობაში სასტუმროს დამსვენებელს, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე შეუძლია ისარგებლოს აუზის მომსახურებით.
სასტუმროს ფასები ძირითადად სეზონის მიხედვით მერყეობს. ფასები ხელმისაწვდომია ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე დამსვენებლისთვის. სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რომელიც საჭიროა ტრენინგისა თუ კონფერენციის მსვლელობისას.
ასე რომ თამამად შეგიძლიათ, ეწვიოთ თელავში გაშენებულ ამ მოდურ და დახვეწილ სასტუმროს.











Comments
Post a Comment