Tami sport - პირველი ქართული ლუქს-სპორტული ბრენდი.
Tami sport სულ რაღაც ცოტა ხნის წინ დაარსდა , თუმცა გამორჩეული კონცეფციით უკვე შეძლო ბაზარზე საკმაო პოპულარობის მოპოვება და პირველი ქართული ლუქს-სპორტული ბრენდის სახელის დამკვიდრებაც. ჩვენ დავუკავშირდით დიზაინერს, თამარ გელაშვილსდა ინტერვიუ ჩავწერეთ.
- როდის დაიწყეთ დიზაინერობა და როგორ ჩამოაყალიბეთ ბრენდი?
- ბავშვობიდან ისეთ გარემოში მოვხვდი,სადაც ყოველ დღე ვუყურებდი,თუ როგორ იქმნებოდა მოდური და ტენდენციური ესკიზები.დედაჩემი,მეორე პროფესიით,კონსრუქტორ-მოდელიორი გახლავთ.მისგან ბევრი რამ ვისწავლე საფუძვლიანად,მაგრამ კერვის პროცესზე მეტად,ყოველთვის ახალი დიზაინის სამოსის შექმნა მხიბლავდა. მე და ჩემი მეუღლე სპორტსმენები ვართ.მას ყოველთვის მოწონდა ჩემი ჩანახატები და ნამუშევრები.მისი მოტივაციითა და ჩემი სპორტული სამოსისადმი სიყვარულით,გადავწყვიტე შემექმნა პირველი ნიმუში.ამის შემდეგ,ქართული სპორტული ბრენდის ჩამოყალიბების იდეა გაჩნდა ,რომელსაც დაახლოებით 1 წელი ვამუშავებდით.საბოლოოდ,ოცნებამ ფრთები შეისხა და Tami Sport პირველი ქართული ლუქს-სპორტული ბრენდი უკვე გაყიდვაშია.
- რამდენად მზად აღმოჩნდა ქართული ბაზარი სპორტული ბრენდის შესაქმნელად,თუ გვაქვს სპეციალური მანქანა დანადგარები?
- როდესაც საქართველოში ფაბრიკების ძებნა დავიწყეთ,პირველ წინაღობას აქ წავაწყდით.ასეთი დონის სავარჯიშო ტანსაცმელი საქართველოში არ იკერებოდა.ამიტომ ძებნა მსოფლიო მაშტაბით დავიწყეთ.4 თვის შემდეგ,ძალიან გაგვიმართლა და Adidas-ის მიერ ავტორიზებულ ფაბრიკასთან მივაღწიეთ შეთანხმებას,რომელიც ჩინეთში მდებარეობს,ეს ის ფაბრიკაა რომელიც ყველა ჩვენ მოთხოვნას აკმაყოფილებს.თამამად შემიძლია ვთქვა,რომ Tami Sport არ ჩამოუვარდება წამყვან სპორტულ ბრენდებს. Tami Sport გამოირჩევა იმით,რომ ბრენდი აერთიანებს ტენდენციურ დიზაინს,უახლეს ქსოვილებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს.ჩვენი მიდგომა დიზაინის მიმართ საკმაოდ ტექნიკურია.ჩვენ ვუყურებთ ასევე მის პერფორმანსულ მხარესაც.როდესაც ვქმნით ასეთი გამორჩეული დიზაინის ლუქს ტანსაცმელს,რისკის ქვეშ არ ვაყენებთ ხარისხს.ვამაყობთ იმით,რომ კოლექციაში გამოყენებული ქსოვილები არის საუკეთესო ბაზარზე,რომლის ტარებაც სიამოვნებს და მოწონს მომხმარებელს.
- როგორ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი სამოსი?
- Tami Sport არის ლუქს კლასის სპორტული ტანსაცმელი,ამიტომ ბრენდი სრულად პასუხობს ხარისხის სტანდარტს.ის აერთიანებს დახვეწილ,გემოვნებიან და სპორტულ ქალბატუნებს.ბრენდი გამიჯნავს ინდივიდებს,რომელსაც უყვართ პერფორმანსი,სტილი,კომფორტი.ეს არის ნიშა რომლის ქვეშაც იქმნება ჩვენი ბრენდი.
- როგორ გეგმავთ თქვენი ბრენდის სამომავლო განვითარებას?
- სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს.სტარტაპერები ვართ და პირველი ჩვენი გეგმა ცნობადიბის ამაღლება და ნდობის მოპოვებაა.უახლოეს მომავალში დავაანონსებთ მაღაზიებს და სავარჯიშო დარბაზებს,სადაც ჩვენი ტანსაცმლის შეძენა გახდება შესაძლებელი.ასევე,ძალიან დიდი ინტერესი გამოვიწვიეთ მამაკაცებში და ჩვენ სამომავლო გეგმებს ესეც დაემატება.
- როგორია თქვენი ჯგუფი,ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა?
- ამ ეტაპზე ბრენდის უკან მხოლოდ ორი ადამიანი დგას.მე და ჩემი მეუღლე ერთად ვუძღვებით ბრენდის საქმიანობას.ორივე ერთნაირად ვართ როგორც დიზაინის შექმნის პროცესში ჩართულები ,ასევე მენეჯმენტურ საკითხებშიც ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.გვყავს რამოდენიმე ფრილანსერი თანამშრომელიც.ძალიან საინტერესოა ასევე ჩინეთთან მუშაობა,ფაბრიკაში ჩვენი მოკავშირე გვყავს,რომელიც უშუალოდ იღებს ტანსაცმლის დიზაინის დეტალიზირებაში მონაწილეობას.
- როგორი იყო თქვენი პირველი კოლექცია და თუ მუშაობთ ამჯერად ახალზე?
- პირველი კოლექცია ძალიან სილუეტურია,ფერადი სვეტები კიდევ უფრო მკაფიოდ კვეთავს სხეულის ფორმებს.ძირითადი ქსოვილი,რითიც კოლექცია შეიქმნა,საუკეთესოა დღევანდელ ბაზარზე და ვარჯიშისას ქმნის second skin შეგრძნებას,არის ოთხიმხრივ წელვადი,იმეორებს მოძრაობას,სუნთქავს და აქვს ნული გამჭვირვალობა.მაისურისთვის გამოვიყენეთ ბამბუკის ქსოვილი,რამაც დიდი კმაყოფილება გამოიწვია ქალბატონებში,რომელსაც დარბაზების გარდა,სიამოვნებით იცვამენ ყოველდღიურადაც. შემდეგი კოლექციისთვის მაქვს უკვე ჩანახატები,თუმცა ნიმუშის შეკერვამდე ძალიან ბევრ დეტალს ვამუშავებ,რადგან ის ხომ პერფორმანსისთვის უნუკალური უნდა იყოს.
- რა ძირითად მესიჯებს აფიქსირებს თქვენი ბრენდი?
- სპორტული სამოსი,რომელშიც იხიბლებით თქვენი სხეულით!-ეს არის მესიჯი ,რომელიც ასევე სტიმულის მიმცემი იქნება ბევრი ქალბატონისთვის.
- სად შეიძლება თქვენი სამოსის შეძენა?
- ამ ეტაპზე შეძენა შესაძლებელია ონლაინ tamisport.ge და ახლო მომავალში დავაანონსებთ სავარჯიშო დარბაზს სადაც ჩვენი ბრენდი გაიყიდება.









Comments
Post a Comment