Escorpio - ახალი სალონი თბილისში.



   გვანცა ფასურიშვილი პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ სილამაზის სფეროში დაეწყო მოღვაწეობა და სალონი გაეხსნა.
  სალონი 2019 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა. "Escorpio" ესპანურად მორიელს ნიშნავს,ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სახელი სწორედ სალონის და გვანცას ზოდიაქოს უკავშირდება.



  "Escorpio Beauty Lab " - მომხმარებელს კომფორტულ და განსხვავებულ სივრცეში როგორც თმის, ასევე ფრჩხილის, კოსმეტოლოგისა და ასევე, ლაზერული ეპილაციის პროცედურებს სთავაზობს.
  ეპილაცია ტარდება "Alma Soprano ice platinum"-ის ინოვაციური აპარატით, რომელიც აერთიანებს დიოდის, ალექსანდრიტისა და ნეოდიუმის სხივს.



ეპილაციაზე სრული პროტოკოლის დაცვით მუშაობს ლაზეროთეტაპევტი,სალომე ფასურიშვილი , რომელიც მომხმარებელს შედეგს პირველივე ვიზიტზე პირდება.
  როგორც სალონის დამფუძნებელმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მათი მთავარი ძალა ის შედეგებია, რომელიც სამი თვის განმავლობაში მომხმარებელმა თავად იხილა.





  ამ ეტაპზე სალონში დასაქმებულია 6 სპეციალისტი და მომსახურეობით სარგებლობა შეუძლია როგორც მამაკაცებს , ასევე ქალბატონებს.
 სალონი მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით უფრო დაბალ ფასებს სთავაზობს, ასევე აკეთებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებებს დღესასწაულებზე.




  ასევე, ფასდაკლება მოქმედებს სტუდენტებზე და ხშირად, შეგიძლიათ ისარგებლოთ დღის აქციითაც.
  სამომავლოდ, სალონი გეგმავს , რომ "Escorpio" გახდეს ბრენდი არამხოლოდ, სილამაზის ინდუსტრიაში ,  არამედ მოდის სფეროშიც.
  სალონი მდებარეობს ჯავახიშვილის 71-ში.



https://instagram.com/escorpio.beauty.lab?igshid=1b92ryiexkvak

https://www.facebook.com/Escorpio-Beauty-Lab-100555578085644/





Comments