Your Corner - შენი სივრცე სილამაზისა და განტვირთვისთვის.


   ნინო ღვინიაშვილი პროფესიით დიზაინერია , როგორც თავად ამბობს არშემდგარი , იურისტიც. უთანამშრომლია არა ერთ ქართულ ბრენდთან. როგორც სამხატვრო, ასევე გაყიდვების განყოფილებაში. 2019 წელს ცხოვრებაში ახალი გამოწვევა მიიღო და დაარსა სალონი "Your Corner", რომელიც თბილისში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველაფერი ერთ სივრცეში, თქვენი სილამაზისა და კომფორტისთვის. დეტალებზე თავად ნინო გვესაუბრება.



- რატომ გაგიჩნდათ სალონის გახსნის იდეა ?

 - ესთეტიკის დიდი სიყვარულიდან გამომდინარე მუდმივად ვეძებდი ისეთ გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა რამოდენიმე მომსახურების მიღება.ადგილს, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვიგრძნობდი და მშვიდი, წყნარი, ესთეტიურად უსაფრთხო და არასალონური გარემო დამხვდებოდა. სადაც კედელზე დაკიდებულ ტელევიზორს არ დავინახავდი. აქედან გამომდინარე კითხვაზე, თუ რა შეიძლებოდა მექცია ბიზნესად, პასუხი   ძალიან ადექვატურია - სილამაზის სალონი.



- როდის გახსენით სალონი და როგორია მისი დიზაინი ?

 - "Your Corner" 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, სახელიც მიზნობდივად შევარჩიეთ .ამ სივრცეში ყველასთვის არის საკუთარი კუთხე . ეს არის სტარტაპი, რომელსაც ვფიქრობ, რომ აქვს დიდი პოტენციალი. ვეცადეთ, ყოფილიყო ნაკლებად გადატვირთული ინტერიერი. მომხმარებელს შემოსვლისთანავე თვალში ხვდება ულამაზესი მცენარეები და იგრძნობა კარგი აურა .



- კონკრეტულად რა მომსახურეობას სთავაზობთ მომხმარებელს ?

 - გვაქვს რამდენიმე ტიპის მომსახურება: ეს არის თმის მოვლა,როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის . გვყავს ორი სტილისტი, რომლებიც წარმატებით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და უყვართ საკუთარი პროფესია. -, ვიზაჟი ეპილაცია, სოლარიუმი, მანიკური და პედიკურის მომსახურება. კოსმეტოლოგია: როგორც ინექციები,ასევე  თერაპიული მომსახურება. ეპილაცია ტარდება უახლესი თაობის (2019 წლის) სამ სხივიანი გერმანული, ლაზერული აპარატით. ინოვაციური თავაკის მეშვეობით მიიღწევა მაქსიმალური შედეგი. არის შედეგზე ორიენტირებული. ის აერთიანებს სამივე ტიპის ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგიას: ალექსანდრიტს, დიოდსა და ნეოდიუმს.



- რამდენად შესაძლებელია თქვენს სივრცეში სოლარიუმით სარგებლობა ?

- რაც შეეხება სოლარიუმს ეს არის luxura v 8 მოდელი, ახალი აპარატი.ასევე ნათურები,რომელიც შეირჩა სპეციალურად ჩვენთვის, ვარდისფერი ნათურები,რომელიც კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. გვაქვს , როგორც აღვნიშნე, მანიკურისა და პედიკურის სივრცე, სადაც როგორც ქალბატონები,ასევე  მამაკაცებიც ხშირად გვსტუმრობენ.




- რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება ხომ არ გაქვთ თქვენი მომხმარებლისთვის ?

 - დროის დაზოგვის მიზნით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს expres შეთავაზება. ეს არის მანიკურის და პედიკურის პროცედურა ერთ დროულად. ეს ჩვენი სტუმრების ერთ-ერთი  ფავორიტი სერვისია. ჩვენ ვთანამშრომლობთ რამოდენიმე ბრენდთან,რომლებიც არიან ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში.



- რამდენად დაცულია სტერილიზაციის ნორმები თქვენს სალონში? 

 - სტერილიზაცია, ეს არის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რაც ქმნის ნდობისა და სიმშვიდის მომენტს. ამასთან დაკავშირებით ჩვენს სოციალურიდ ქსელების გვერდებზე დაიდო ბლოგი,თუ რა მიმდევრობითა და რა აპარატით კეთდება სტელიზაცია.



- რით განსხვავდება "Your Corner" სხვა სალონებისგან?

 - ძალიან ბევრისგან მსმენია და ძალიან მინდოდა ეს მომესმინა უცხო ადამიანებისგანაც, რომ "ქორნერი" არასალონური სალონია.
გარემო ,სადაც ისვენებ ,იქმნი კომფორტს და ამავდროულად იღებ სასურველ მომსახურებას. მეგობრული,ყურადღებიანი და შედეგებზე ორიენტირებული ,საკუთარი საქმის მოყვარული სტაფი ქმნის სწორედ ამ გარემოს და აურას, რაც იზიდავს ჩვენს მომხმარებელს. სალონში დასაქმებულია 12 ადამიანი. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მომხმარებელზე და მათ სრულყოფილ მომსახურებაზე. ასევე, ხშირად ვანებივრებთ ფასდაკლებებით. ძალიან ბევრ კარგ სიახლეს ვპირდებით მომხმარებლებს. ვფიქრობთ, რომ სალონი ძალიან კარგი ტემპით ვითარდება და მისი პოტენციალიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ ახლო მომავალში გაფართოებას.



-მომხმარებელს რას ეტყოდით?

 - მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხმარებელს, რომლებიც პირველივე დღიდან ხშირად გვსტუმრობენ და არიან ჩვენი ერთგული მომხმარებლები. ასევე ,სალონის თანამშრომლებსაც , ასეთი პროფესიონალური და ამავდროულად მეგობრული დამოკიდებულებებისთვის. ქორნერისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებელი , ასევე თანამშრომლები  რადგან, მათი ერთობლიობა ქმნის იმ საერთო სურათს, რაც კარგად აისახება ჩვენთან შექმნილ აურაზე.

Comments