Avon - თუ კარანტინში ყოფნისას საჩუქარს ვერ არჩევ.


Avon უკვე 130 წელზე მეტი წლის ისტორიას ითვლის და მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში 2010 წელს შემოვიდა და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს საქმიანობას, სტაბილურად იზრდება და ვითარდება და დღესდღეობით 20 000-მდე ქართველი ქალის ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს, რადგანაც მუდმივად სთავაზობს მათ სწავლის, განვითარებისა და რაც მთავარია, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობას.
   2020 წელი კომპანიისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო. მათ შორის ყველაზე მთავარი არის ის, რომ Avon შეურთდა კოსმეტიკურ გიგანტს Natura & Co-ს და ამ გაერთიანების შედეგად ის მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კოსმეტიკური კომპანია გახდა. Natura & Co ახლა უკვე აერთიანებს 4 დამოუკიდებელ ბრენდს - Avon, The Body Shop, Aesop და თავად Natura.
 ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სულ ახლახანს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რეიტინგი DSN Global 100, რომელშიც Avon სამეულში მოხვდა 4.76$ მილიარდი შემოსავლით. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს კომპანიის, ფინანსურ სიძლიერესა და სტაბილურობას.



  რაც შეეხება შოუს "შექმენი შენი Story", რომელიც თითოეული "Avon"-ელისთვის ძალიან საამაყო პროექტია, ეს არის რეალურად პირველი ქართული ონლაინ რეალითი შოუ, სილამაზის  ინდუსტრიაში,  რომლის მთავარი საკომუნიკაციო არხია YouTube. ამ პროექტმა გააერთიანა 4 პროფესიონალი მენტორი - დიზაინერი მარიამ გვასალია, მეიქაფ არტისტი თინა შალიკაშვილი, ცნობილი, როგორც makeupbytinnash, ბიუთი ინფლუენსერი თეონა ჩაჩუა და კანის მოვლის ექსპერტი, დერმატოლოგი თამუნა ბასილაძე, ასევე 15 დამწყები ბიუთი ბლოგერი, რომელთაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ინდივიდუალური სტილი გამოავლინეს.
- " ძალიან სახალისო და საინტერესო იყო თითოეულ მათგანთან მუშაობა და ვფიქრობ მათთვისაც ეს პროექტი ერთგვარი ბიძგი იყო ცხოვრებაში, რაშიც ალბათ თავადაც დამეთანხმებიან მონაწილეები. ნამდვილად ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება მიიღეს როგორც კამერასთან მუშაობის თვალსაზრისით, ასევე მოისმინეს არაერთი საინტერესო მასტერკლასი ჩვენი მენტორებისგან და გაიცნეს ბევრი გამორჩეული ადამიანი." - აღნიშნა ჩვენთან საუბარში  "Avon"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა , ნათია ზუბიაშვილმა.



  Avon მომხმარებელს სთავაზობს უამრავ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას რამდენიმე კატეგორიიდან, როგორიცაა თავის მოვლა, ჰიგიენა, სახის კანის მოვლის პროდუქტები, დეკორატიული კოსმეტიკა, არომატები და სხვა. კომპანიის საიტზე და ბროშურაში იპოვით ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის პროდუქციას როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ორივე სქესის წარმომადგენელი იპოვის მისთვის საჭირო და სასურველ პროდუქტს.
   პროდუქციის გამოწერა ონლაინ აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა ახლა შემოქმედებითი გუნდი ახლა კიდევ უფრო მეტად გააქტიურებულია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და შეკვეთის მიწოდების სერვისს მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.
 ეს იმას ნიშნავს , რომ სადაც არ უნდა იყოთ, Avon შეკვეთას მოგიტანთ ნებისმიერ მისამართზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში. რაც მთავარია, უსაფრთხოების სტანდარტები სრულად არის დაცული, რადგანაც Avon-მა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სხვა ბაზრებზეც ვირუსთან ბრძოლა პირველივე დღეებიდანვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყო.





ფეისბუქ გვერდზე ნახავთ კიდეც ვიდეოებსა და ფოტო მასალას კომპანიის ქარხნებიდან, სადაც იწარმოება პროდუქცია და შემდეგ მოდის საქართველოში, თუ რა დონეზეა დაცული ეს სტანდარტები და უსაფრთხოების ზომები. კომპანის სურს მომხმარებელმა იცოდეს ამ ყველაფრის შესახებ, ამიტომ მუდმივად სთავაზობთ მათ ასეთი ტიპის მასალებს.
  35 ლარის ზემოთ შეკვეთის მიტანის ღირებულება არის 1 ლარი როგორც თბილისში, ასევე მთელ საქართველოში. 35 ლარამდე კი 3 ლარი. შეკვეთის მიღებას სჭირდება 3 სამუშაო დღე როგორც თბილისში, ასევე საქართველოში


Comments