სიახლეები სილამაზის სალონ "ნავაში"



კარანტინის  შემდეგ ქალბატონებისთვის საყვარელი ადგილები, სალონები ეტაპობრივად იხსნება. მათ შორისაა სალონი "ნავა", რომელიც ერთგულ მომხმარებელს უკვე ელოდება. ჩვენ დავუკავშირდით სალონის ისრაელ-საქართველოს სილამაზის საერთაშორისო ცენტრ ,,ნავა'' -ს დირექტორს ნატალი კუჭუხიძეს ,რომელიც 2004 წლიდან აქტიურად არის ბიზნესის სფეროში ( განათლებით ექიმი, ფრჩხილების ექსპერტი,მენეჯერი,ბუღალტერი და ნავა ნეილ აკადემიის წამყავნი პედაგოგი) და გავარკვიეთ რა სიახლეებს გვთავაზობს სალონი.



- პირველრიგში , მინდა აღვნიშნო თქვენი სახელი "ნავა", საიდან მომდინარეობს ის ?

 - სალონის სახელწოდება ,,ნავა" არის დამფუძნებლის, ქალბატონ ნავა ხენის სახელი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ისრაელში, სულ რამოდენიმე წელია, რაც ჩამოვიდა ჩვენთან და ჩამოიტანა ისრაელის გამოცდილება სილამაზის და ესთეტიკური მომსახურების სფეროში.



- როგორ გაჩნდა სალონის დაარსების იდეა და ვინ არის მისი დამფუძნებელი?

 -  იდეა ისრაელში დაიბადა, რაც საქართველოში ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ფრჩხილების მოვლის სფეროში ყველაზე თანამედროვე მიღწევების გადმოტანას გულისხმობს. სალონი ფუნქციონირებს ორ წელზე მეტია და უკვე თავისი ადგილი დაიმკვიდრა თბილისის სილამაზისა და შემოქმედებით სფეროში.



- როგორია სალონის დიზაინი ? რას გვთავაზობს? თუ გქონდათ ისეთი პროცედურები, რაც თავიდან არ იყო და ახლა დაამატეთ?

 - სალონის დიზაინი გამორჩეული, ვინტაჟური სტილისაა, რაზეც მონდომებით იმუშავეს სპეციალურად შერჩეულმა დიზაინერებმა და შექმნეს მყუდრო,კომფორტული და სასიამოვნო გარემო სტუმრებისთვის. ისრაელ-საქართველოს სილამაზის საერთაშორისო ცენტრი ,,ნავა" მკაცრად იცავს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებს და რეკომენდაციებს, როგორც სამუშაო პროცესის სრულფასოვანი სტერილიზაციის, ასევე პანდემიის შემდეგ დადგენილი ღონისძიებების დაცვის მიმართულებებით.



- რით გამოირჩევა თქვენი სალონი და რამდენი ადამიანია დასაქმებული?

 -ჩვენი სპეციალისტები არიან მაღალი კლასის პროფესიონალები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან განვითარდნენ, როგორც პროფესიონალები თანამედროვე ტენდენციების კვალდაკვალ . ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვას უმაღლესი საეთაშორისო სტანდარტით. ,,ნავაში" ფრჩხილების მოვლის პროცედურებში გამოიყენება მაღალხარისხიანი გელ-ლაქები, ხოლო სპა პროცედურებისთვის ისრაელის მკვდარი ზღვის მინერალებით გამდიდრებული სამკურნალო კრემები და ზეთები.




- კონკრეტულად, რომელი პროცედურების ჩატარება შეუძლია მომხმარებელს თქვენს სალონში ?

 - ,,ნავაში" შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მომსახურება: კლასიკური მანიკური და პედიკური; გელ-ლაქით მანიკური და პედიკური; აპარატურული და კომბინირებული მანიკური; კომბინირებული პედიკური; რთული(ჩაბრუნებული ფრჩხილები) პედიკური დაზიანებული ფრჩხილის აღდგენა და გამაგრება; ფრჩხილების დაგრძელება სხვადასხვა მეთოდით; ყველა თანამედროვე და მრავალფეროვანი დიზაინები , ხატვის ტექნიკის და გადამყვანი სტიკეტების გამოყენებით; სპა პროცედურები, როგორც აღმდგენი, ასევე დამატენიანებელი საშუალებებით. სილამაზის ცენტრ ,,ნავაში" არის კოსმეტოლოგიური კაბინეტი და სრული დატვირთვით და ყველა თანამედროვე პროცედურით ვემსახურებით ჩვენს სტუმრებს.



- ამ ეტაპზე რა სიახლეები გაქვთ ?

 -ჩვენთან ასევე გაიხსნა სასწავლო ცენტრი, სადაც ხდება ფრჩხილების სპეციალისტების ტრენინგი ყველაზე თანამედროვე მეთოდებით. სასწავლო ცენტრს უძღვება ფრჩხილების ექსპერტი და გამოცდილი პედაგოგი . ,,ნავას" სასწავლო ცენტრში მსურველები შეისწავლიან მანიკურ-პედიკურის როგორც საბაზისო კურსს, ასევე აპარატურული მანიკურის და ფრჩხილების დაგრძელების სხვადასხვა უახლეს მეთოდებს.

- რა შეიცვალა პანდემიის შემდეგ ?

 - პანდემიის შემდეგ რაც გავიხსენით, ჩვენი სტუმრებისთვის ვინარჩუნებთ ძველ ფასებს და ამით ვითვალისწინებთ შექმნილ სიტუაციას ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა აქციები და ფასდაკლებები რაც მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი სტუმრებისთვის .


 მის : ა.ყაზბეგის გამზირი 44 ჩაწერები ხდება 

www.nail.ge- online reservation 

0322 31 40 20. 598-23-01-88

 სამუშაო საათები: 08:00 საათიდან - 20:00 ფეისბუქი :
 https://www.facebook.com/NawaNailBar/ ინსტაგრამი : https://www.instagram.com/nawanailbar/ 

Comments