სალონი "Mclub" და მისი პროფესიონალი სტილისტი, მირიან ტუზურიძე.
ვინც სალონებს ხშირად სტუმრობთ ალბათ Mclub-ის შესახებ არა ერთხელ , ჯერ კიდევ 2013 წლიდან, გაგიგიათ. სილამაზის სალონი თავდაპირველად, კეკელიძეზე გაიხსნა. მისი დამფუძნებელია სტილისტი და საქართველოში "Lorealpro"-ს "ქოლორისტი" და ტრენერი , მირიან ტუზურიძეა.
ამ ეტაპზე Mclub ჭავჭავაძის 2/2-ში მდებარეობს. როგორც სალონის გუნდი, ერთად აღნიშნავს წლების განმავლობაში ხარისხი უფრო და უფრო მეტად იხვეწება, თუმცა თავდაპირველად, იდეის რეალიზაცია მირიანს თავისი დიდი გამოცდილების შესაბამისად არ გაჭირვებია. მირიანი ევროპის ექვს სხვადასხვა ქვეყანაში , მათ შორის , იტალიაში, გერმანიაში,ესპანეთსა და უკრაინაში ორ კვირიანი , კვალიფიკაციის ასამაღლებელი ლექციების მონაწილეც იყო. აქედან კიევს 6-ჯერ ესტუმრა, რაც ცხადია აისახა მისი საქმიანობის პროფესიონალიზმზეც.
- " ჩემს საქმეში ყველაზე მეტად შეღებვის პროცესი მომწონს, კარგ საჭმელს შევადარებდი. როგორც კულინარს უნდა ახალი გემოების აღმოჩენა და შექმნა, ასევეა სტილისტიც, სულ ეძებს ახალ სტილს და ფერს" - განაცხადა ჩვენთან საუბარში მირიანმა.
დღესდღეობით სალონი ძირითად აქცენტს თმაზე, მანიკურსა და კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე აკეთებს. სალონის მომხმარებელი ორივე სქესის წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ თავად მირიანი ხშირად ბავშვის თმაზეც მუშაობს, ასე რომ ასაკობრივი ბარიერი თითქმის არ არსებობს.
სალონი მხოლოდ "Lorealpro"-ს პრემიუმ ხაზით, "Kerastase" მუშაობს და თმის თითქმის ყველა ტიპის პროცედურას ატარებს. მაგალითად თმის გამაჯანსაღებელი ბოტოქსი, კერატინით გასწორება, შეღებვა სხვადასხვა მეთოდებით, შეჭრა-დავარცხნა და ა.შ
პროცედურების ჩატარება, დროის დაზოგვის მიზნით ერთდროულად, პარალელურ რეჟიმშიც შეიძლება. ჯერჯერობით "Mclub"-ის გუნდი 11 ადამიანისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ მირიანი ზრუნავს სალონის სპეციალისტების კვალიფიკაციაზე და წელიწადში ორჯერ მაინც ხელს უწყობს მათ ცოდნისა თუ გამოცდილების გაღრმავებასა და გამდიდრებაში.
რაც შეეხება, ფასებს სალონის გუნდი ითვალისწინებს ბაზარს და მომხმარებელთა საშუალო შემოსავალს და ფასებიც საშუალოა.
სამომავლოდ "Mclub" გეგმავს გაფართოებას და შემდეგ ზაფხულს ბათუმში მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს. ამ ეტაპზე კი უკვე განახლებული, პანდემიის შემდეგი რეგულაციების შესაბამისად მოწყობილი, ელოდება თავის მომხმარებელს.

Comments
Post a Comment