Still better'1 - ბრენდი , რომელიც შთაგონებულია




I Still Better’1, იგივე  Still Better’ 1 დაარსდა 2018 წლის 18 ოქტომბერს. დამფუძნებლებს  ბრენდის დაარსებამდეც დიდი გამოცდილება ჰქონდათ დაგროვებული,რადგან  მანამდეც ქმნიდნენ ნივთებს , რომლებიც მუდმივად იწვევდა ხალხის ინტერესს.

Still Better’1 შედგება მულტი - ჯგუფისგან და თითოეული წევრის მიზანია შემოგვთავაზოს არამხოლოდ მზა კოლექცია, არამედ ჩვენვე გაგვხადოს პროცესის მონაწილეები. მაშასადამე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას აქსესუარი ან გააფორმოს სამოსი საკუთარი გემოვნებითა და დიზაინით.


ბრენდი მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე განურჩევლად სქესისა. აგრეთვე, დიდ ინტერესს იწვევს უცხოელ ტურისტებში, ნებისმიერ სეზონზე.
  Still Better’1 - ის პირველი კოლექციაა - “Story of one coconut”. მან საკმაოდ დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. იდეის ორიგინალურობა გამოიხატა იმაში,რომ დიზაინერებმა სწორედ ქოქოსისგან დაამზადეს ეკოლოგიურად სუფთა სასაჩუქრე შეფუთვები აქსესუარებისთვის. ბრენდის ლოგოა ქოქოსი და პინგვინი , რომელთა მნიშვნელობას დიდი დატვირთვა აქვს თავად ბრენდის ავტორთათვის.


 Still Better’1 - ის არტ ჯგუფი ერთიანი ძალებით ზრუნავს გამორჩეულ იდეებზე . როგორც თავად ამბობენ, მათი პრიორიტეტია, რომ პროდუქტი იყოს ხარისხიანი, პრაქტიკული და გამოსაყენებელი.
 აქვე აღსანიშნავია, რომ თითო  ნამუშევარი მზადდება ერთ ეგზემპლიარად, - რაც საშუალებას გაძლევთ იყოთ ორიგინალურები. ამ ეტაპზე მომხმარებელს ბრენდი ონლაინ- მომსახურებას სთავაზობს:


 პრინტი შესრულებული ხელით, როგორც სამოსზე ასევე ფეხსაცმელზე;
აქსესუარები (აღსანიშნავია,  ნატურალური ქვების საკმაოდ დიდი არჩევანი );
 კედლის მოხატვა;
 სახლის დეკორი;








 მიწოდება ადრესატამდე ხდება უმოკლეს ვადებში კურიერის ან ფოსტის მეშვეობით.

Comments