ინტერვიუ ბიზნეს ლედისთან - ნინო შერვაშიძე თავის ბიზნესზე გვიყვება.
ნინო წარმოშობით ბათუმიდანაა, ცხოვრობდა მოსკოვში და როდესაც , ჩამოვიდა ახალი იდეების რეალიზებასაც შეუდგა.
- როგორ დაიწყეთ თქვენი ბიზნესი?
- პირველ რიგში,რასაც ეხლა ვაკეთებ ჩემი და ჩემი დის,ინგა შერვაშიძის ბავშვობის ოცნება იყო.ჩვენ უკვე ამ საქმეს 5 წელია ვაკეთებთ.2015 წელს გადავწყვიტეთ დაგვეწყო ჩვენი საქმე,ჯერ დავიწყეთ უცხოურ ბრენდებთან თანამშრომლობა შემდეგ შევქმენი ჩვენი ბრენდი "შერნი".
SHERNI”- ეს არის ბრენდი, რომელმაც არა ერთი ნომინაცია დაიმსახურა,მათ შორის,
“2017 წლის ლიდერი”
“2017 წლის გრანპრის მფლობელი,ნომინაციაში “დამწყები ბიზნეს პროექტი”ქ.მოსკოვი “ასევე გამარჯვებული ბიზნეს პროექტის Beauty&fashion ინდუსტრია ქ.მოსკოვი
- რომელი იყო პირველი სალონი თუ მაღაზია?
- ჯერ იყო მაღაზია და შემდეგ შერნი ნაილ სალონი.უცხოეთში მოგზაურობისას პირველად აღმოვაჩინე ნეილ სალონი და მაგის შემდეგ ოცნება მქონდა საქართველოში შემომეტანა ეს სერვისი.
- როგორ გაჩნდა სახელწოდების იდეა?
- ნათლად მახსოვს დღე,როდესაც მეცადინეობისას სამუშაო ფურცელზე სახელი და გვარი შემოვაკელი.ასე დავირქვი შერნი.შერნი ნიშნავს შერვაშიძე ნინოს.ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ჩემი სახელი ბრენდი გახდებოდა.
-სად იკერება სამოსი და როგორი ტიპის სეგმენტზეა გათვლილი?
- ჩვენი ბრენდი იკერება და გვაქვს დიდი სამკერვალო ფაბრიკა ქ.მოსკოვში,ჩემი დის ინგა შერვაშიძის ხელმძღვანელობით.
- რომელია უფრო ცნობილი თქვენი სალონი თუ მაღაზია? რამდენად მცირე დროში შეიყვარა ბათუმა ორივე ადგილი?
- მოგეხსენებათ და ყველასთვის უკვე ცნობილია რომ ჩვენ ვართ საქართველოში პირველი "Nail სალონი ", რომელიც 2015 წლის 29 ივლიში გაიხსნა .ჩვენთან მუშაობენ მაღალ კვალიფიცირებული ხელოსნები.მასტერები,თანამშრომლები არის ჩვენი პროდუქტი, ამიტომ ისინი უნდა იყვნენ მაღალი დონის.ჩვენი მთავარი აქცენტი არის ფრჩხილის ხელოვნება და რაც ეხება ამ სფეროში ინოვაციებს, ყველაფერი გვაქვს.
- როგორ მართავთ ბიზნესს,რამდენად დიდ სირთულებთანაა დაკავშირებული?
- სირთულები ყოველთვის არის.როცა იწყებ ნულიდან შენს საქმეს ყოველთვის ძნელია.მე ყოველთვის ვკითხულობ წარმატებული და მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიას და დავრწმუნდი, რომ მათვისაც იოლი არ იყო ამ რთული გზის გავლა.წარმატებული და მდიდარი ადამიანის თვისება ის არის, რომ არასდროს არ ნებდება.
- რა მოგწონთ თქვენი საქმიანობაში ყველაზე მეტად?
- მე არ მეშინია ექსპერიმენტების.როცა ვხედავ შედეგს ჩვენი მუშაობისა და ვხედავ რომ ახალი პროექტები მუშაობს საქართველოში ანსან საზღვარგარეთ,ვხვდები რომ არ უნდა გავჩერდე.მე სტიმულს მაძლევს,ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლის კომენტარი ან შეფასება რომ შეყვარებული არიან ჩვენი ბრენდით.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
- ძალიან ბევრი გეგმები მაქვს,და არის ერთი კარგი წესი,რომელსაც მე მივყვები-არავის არ უნდა მოუყვე სამომავლო გეგმებზე.მირჩევნია ჯერ შევასრულო და შემდეგ მოვყვე...











Comments
Post a Comment