როგორ დავიწყოთ მცირე ბიზნესი ნულიდან - ინტერვიუ "Nail sector #1- ის" დამფუძნებელთან.




თუ ბათუმში მოხვდებით და დასვენების პარალელურად დროს თავის მოვლისთვისაც გამონახავთ აუცილებლად შეიარეთ სალონში "ნეილ სექტორი #1". აქ თქვენ დაგხვდებათ ვარდისფერი , ჯადოსნური სამყარო და რა თქმა უნდა, მისი მთავარი გმირები, რომელთაგან ერთის მხრებზე დგას თავად სალონიც და მისი დაარსებაც ამ ადამიანის დამსახურებაა. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ინტერვიუ ნათია ნემსაძესთან.



- მომიყევით თქვენს შესახებ ვინ ხართ პროფესიით?როდის დაგებადათ სალონის გახნის იდეა?

 -ნათია ნემსაძე, 31 წლის, პროფესიით ფინანსისტი, 19 წლის ასაკიდან დაკავებული ვარ ამ საქმიანობით,ჩემი ცხოვრების განუყოფელია ნაწილია . სალონის ხელმძღვანელობასთან ერთად,პარალელურად ვარ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ბუღალტერი. სალონის გახსნის იდეა გამიჩნდა შემდეგნაირად : მსურდა შემექმნა თბილი,მყუდრო,სასიამოვნო გარემო,სადაც ადამიანები შეძლებდნენ ფრჩხილის მოწესრიგებას და განტვირთვას .ბევრი დადებითი ემოციის შეძენას,ვფიქრობ კარგად გამოგვივიდა.


- სად და როდის გაიხსნა სალონი?

-  როგორც კი გამიჩნდა იდეა სალონის გახსნის შესახებ,ჩემი მეუღლის გვერდში დგომითა და ფინანსური რესურსის საშუალებით ოცნება რეალობად მექცა,განსაკუთრებული მადლობა მას . ჩვენი სალონი NAIL SECTOR # 1 მდებარეობს ბათუმში ( მის.ალ,გრიბოედოვის ქ # 17) ,გავიხსენით 2019 წლის 19 ივლისს,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ 1 წელიც კი არ არის, რაც ბაზარზე გამოვჩნდით მნიშვნელოვანი კონკურენტები ვართ უკვე არსებული სალონებისთვის,ამ მოკლე დროის მანძილზე შევძელით ბევრი ერთგული მომხმარებლის შეძენა .


-  როგორია სალონის დიზაინი?რას გთავაზობს?თუ იყო ისეთი პროცედურები,რაც თავიდან არ იყო და ახლა დაამატეთ?

 - სალონის დიზაინი გადაწყვეტილია ღია ფერებში,დომინანტი ფერია ვარდისფერი.როგორც მოგეხსენებათ ეს ფერი ამშვიდებს ,ადუნებს ადამიანს. ფერების ფსიქოლოგიაში ვარდისფერი იმედის ფერია,რაც ბადებს შეგრძნებას:“ ყველაფერი კარგად იქნება“.ჩვენი სალონი სპეციალიზირებული ტიპისაა ,რაც ნიშნავს რომ,მხოლოდ ერთი მიმართულების ხაზი გვაქვს იმდენად,რამდენადაც მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რა მინდოდა ვაგრძელებ ამ მიმართულებას ამიტომ სხვა სერვის არ ვამატებთ ამ ეტაპზე.


- რით გამოირჩევა თქვენი სალონი და რამდენი ადამიანია დასაქმებული? 

- ჩვენი სალონის პრიორიტეტებია: -მაღალი ხარისხი -ხელმისაწვდომი ფასი -მომხმარებლის პატივისცემა დაზრუნვა მასზე თითოეული მომხმარებელი განსაკუთრებულია ჩვენთვის ,მთავარი მიზანია კმაყოფილი და ბედნიერი წავიდეს ჩვენსგან,გვერდში მიდგას პროფესიონალთა გუნდი,რომლებიც თავიათ საქმეს აკეთებენ ზედმიწევნით ხარისხიანად.ამ ეტაპზე დასაქმებული მყავს 4 მანიკურის სპეციალისტი.ვგეგმავთ გაფართოებას.


 - როგორ შეძელით ბიზნესის შენარჩუნება კარანტინის განმავლობაში?

- როგორც უკვე ავღნიშნე ,ერთი წელიც კი არ არის რაც ბაზარზე გამოვჩნდით,ეს ის პერიოდია როცა გიწევს თავის დამკვირდება,საზოგადოებისთვის თავის წარდგენა.ამ ეტაპზე კორონა პანდემიის იძულებითი კარანტინის პერიოდი დამეთანხმებით ძლიერი დარტყმა იყო კომპანიებისათვის,მიუხედავად ამისა შევძელით კრიზისულ სიტუაციის დაძლევა,რამაც ახალი შესაძლებობების აღმოჩენის შანსი მოგვცა.



 - რა რეგულაციების დაწესებული თქვენს სალონში დღეს დღეისობით?

 - ჩვენს სალონში დაცულია ყველა ის რეკომენდაცია რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებითაა დამტკიცებული კერძოდ: ბრძანება # 01-149/ო მიხედვით.როგორიცაა:დეზობარიერი,ინფორმაციული ხასიათის სტიკერები,სადენზიფენქციო სითხეები.ბარიერები,რომლებიც ექვემდებარება დეზინფექციას და ა.შ.

 - თუ უწყობთ ხელს მომხმარებელს ამ რთულ სიტუაციაში? თუ სთავაზობთ ფასდაკლებებს? 

- მიუხედავა ამ რთული პერიოდისა ჩვენ ავიღეთ ჩვენი წილი სოციალური თუ ფინანსური პასუხისმგებლობისა და არ გაგვიძვირებია სერვისის ღირებულება,რაც შეეხება ფასდაკლებებს და გათამაშებებს ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის არც აქამდე იყო უცხო და ვაგრძელებთ მათ განებივრებას.

 - როგორ შეუძლია მომხმარებელს რომ ჩაეწეროს თქვენს სალონში,როგორია სამუშაო გრაფიკი ?

 - აუცილებელია მომხმარებელი ჩაეწეროს წინასწარ: ტელ: 555 828 800 Facebook: NAIL SECTOR # 1 Instagram : nail_sector_ მის:ქ.ბათუმი ალ გრიბოედოვის ქ # 17 სამუშაო გრაფიკი 10:00-22:00



 იყავი განსაკუთრებული NAIL SECTOR # 1 ერთად. 

Comments