ანი კანკიას გზა მოდელობიდან დიზაინერობამდე.


  

   ალბათ თითოეულ ჩვენგანს, განსაკუთრებით კი მოდის მოყვარულ ახალგზარდა გოგონებს ხშირად გაგჩენიათ სურვილი, რომ ტანისამოსის გარკვეული მოდელი, ექსკლუზიურად მხოლოდ თქვენ გცმოდათ, რათა თავიდან აგერიდებინათ ისეთი უხერხული მომენტები , როგორიცაა დამთხვევა. ალბათ, იმის წარმოდგენაც, რომ რომელიმე ლამაზ გოგონას თქვენნაირი კაბა, ფეხსაცმელი ან ჰუდი აქვს მორგებული, გთრგუნავთ და ცოტა განერვიულებთ კიდეც. 
 მოკლედ, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ თითოეულ ხუმრობაში ჭეშმარიტების მარცვალი მაინც იმალება.
  გზა მოდელობიდან დიზაინერობამდე. - სტატიას ასე იმიტომ დავარქვი, რომ ჩემს დღევანდელ რესპოდენტს პოდიუმიდან და სხვადასხვა გლამურული გადაღებებიდან ყველა კარგად იცნობთ. ანი კანკია, პროფესიით მოდელი და მსახიობია,ხოლო დიზაინერობა მისთვის ერთგვარი ახალი გამოწმევაა - " ბავშობიდან დაინტერესებული ვიყავი ამ სფეროთი და სიმართლე გითხრათ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამ ყველაფრის განსახორციელებლად."


- ანი ძალიან ბევრ მოდელს ვიცნობ, ვინც საქართველოში თავისი ბრენდის დაარსება გადაწყვიტა, მაგრამ სამწუხაროდ, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა. არ შეგეშინდა შენი გადაწყვეტილების ?

    - როდესაც ხარ დამწყები და ამხელა საქმეს ეჭიდები, რაღაც დონეზე, რათქმაუნდა, არის შიშის ფაქტორი ,მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი იმაზე კარგად მიდის ვიდრე წარმომედგინა.                      

- ახლა,როდესაც პირველ ნაბიჯებს დგავ, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი ბრენდის განვითარებისათვის ?

  - ჩემთვის ყველა დეტალი არის მნიშვნელოვანი ,მინდოდა შემექმნა ისეთი კოლექცია, რომელიც იქნებოდა ექსკლუზიური და ყველა ფენის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი.  

- რა გაძლევს შემოქმედებით შთაგონებას?

 - ინსპირაციისთვის მჭირდება განმარტოება და უბრალოდ ფიქრი        
                               

- რა გამოგარჩევს სხვებისგან?
 
- როგორც მოგეხსენებათ ბრენდი "კანკია" გამორჩეულია ექსკლუზიურობით. ნახატები ჰუდზე მხოლოდ ერთი და ინდივიდუალურია. პრინტი არ მეორდება არცერთ შემდეგ კოლექციაში.                                 

- ხატვა როდის ჩნდება შენს ცხოვრებაში?

-  ვხატავ მოყვარულის დონეზე და ხატვა არის უბრალოდ ჩემი ჰობი.



-სად შეგვიძლია ჰუდების შეძენა ?

- ჰუდების შეძენა შეგიძლიათ, როგორც ონლაინ, ასევე ფალიაშვილის 80 geofashionlab

- სამომავლოდ ხომ არ აპირებ რომ ბრენდს რაიმე სიახლე შემატო ?

- რათქმაუნდა ვაპირებ მაქვს ძალიან ბევრი იდეები და ახლო მომავალში შეიქმნება ახალი კოლექცია.











გიგა უჩუვატოვი


Comments