Kessyeleven11 - ქართული ბრენდი ორიგინალური მაისურებით
ბრენდი “Kessyeleven11” დაახლოებით 4წლის წინ დაარსდა. როგორც მისმა დამფუძნებელმა კესო ჯაფაროვამ აღნიშნა, ყოველთვის უყვარდა საკუთარი სამოსის გადაკეთება და უნდოდა რაღაც განსხვავებული ჩაეცვა. ეს კი მალევე შეამჩნიეს სხვებმაც და ერთერთი მისი ნაცნობის რჩევით დაარსდა ბრენდი, რომელიც დღეს გამოირჩევა ბაზარზე თავისი ხარისხითა და დიზაინით.
კესო : “ ჩემი ბრენდის მომხმარებელი მგონია , რომ არის განსხვავებული და გემოვნებიანი . ცოტა ხმამაღალი ნათქვამია , მაგრამ ვთვლი , რომ ხვდებიან ჩემი ბრენდის არსს და მე ეს ძალიან მახარებს.”
ბრენდი უნიკალურია თავისი შტრიხებით, განსხვავებული დიზაინითა და რაც მთავარია ხარისხით. ყველა მაისური თუ ჰუდი როგორც განსხვავებული , ასევე კომფორტული და ხარისხიანია.
სამომავლოდ დიზაინერი გეგმავს ბავშვის ხაზის გამოშვებას, ამ ეტაპზე ბრენდის შოუ რუმი ჭოველიძის 13 ნომერში მდებარეობს.













Comments
Post a Comment