MAO STYLE - ატარე შენი წილი საქართველო ყველგან
- მომიყევით თქვენზე, როგორ დაიწყეთ თქვენი საქმიანობა, როგორი იყო გზა ახალ ბრენდამდე?
- - დაახლოებით, 1 წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ქართული ბრენდი. ყველაფერი დავიწყეთ სულ რაღაც 100 ლარით და იდეით, რომ ჩვენი ბრენდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ყოფილიყო მოთხოვნადი. საწყის ეტაპზე ვთანამშრომლობდით სხვადასხვა კომპანიებთან, სამკერვალოებთან და სარეკლამო კომპანიებთან, თუმცა ჩვენი „სტარტაპი“ მალე გაიზარდა და დღესდღეობით უკვე მთლიანად ჩვენი აპარატურითა და რესურსით ვქმნით პროდუქციას. გარდა ამისა, ამ დროის განმავლობაში ბევრი ადამიანი სრულიად უსასყიდლოდ დაგვეხმარა, რომლებიც დღეს უკვე ჩვენი მეგობრები არიან.
- - რამდენად პატრიოტული განწყობის ხართ ? როგორ გაგიჩნდათ სამოსზ საქართველოს კონტრული რუკის დატანის იდეა ?
- - მოგზაურობისას ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ რაღაცნაირად ხაზი გამესვა ჩემი ეროვნებისთვის და გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მომეხდინა. დიდ ინტერესს იწვევდა ორიგინალური ნახატი და ქართული წარწერები, რაც იყო დატანილი სამოსზე, შესაბამისად, გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ბრენდი, რომელიც აქცენტს გააკეთებდა საქართველოზე.
- - რა დეტალებს აქცევდი ყურადღებას ბრენდის დაარსების დაწყებით ეტაპებზე ?
- - პირველ რიგში, გვინდოდა რომ პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, შესაბამისად მიზანი იყო,რომ მაქსიმალურად ნაკლები ხარჯით შეგვექმნა მაღალი ხარისხის პროდუქცია.
- როგორ მოგდით იდეები? რა გჭირდებათ ინსპირაციისთვის?
- - იდეა ნებისმიერ დროს შეიძლება მომივიდეს, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვარ დიზაინერი და დიდად ხატვის ნიჭი არ მაქვს ჩანახატის მაგივრად,უბრალოდ ვიწერ "ნოუთში" და შემდეგ ვცდილობ მაქსიმალურად გასაგებად ავუხსნა ჩემს მკერავებს, პროცესი საკმაოდ რთულია, თუმცა საბოლოოდ შედეგით ყოველთვის კმაყოფილები ვართ.
- რა ექსკლუზიური ნიშნები აქვს თქვენს ბრენდს ?
- - ჩვენ ვქმნით საკუთარი დიზაინით შექმნილ ტანსაცმლის ხაზს და მთავარი იდეა არის ის, რომ თითოეულ პროდუქტზე დატანილი იყოს ქართული დეტალები.
- საიდან გაჩნდა სახელწოდების იდეა ?
- - ჩემს დას ჰქვია მარიამი, მაგრამ ყველა მაოს ეძახის, შესაბამისად სახელზე ბევრი არ გვიფიქრია და უბრალოდ გადავწყვიტეთ,რომ ბრენდის სახელი ყოფილიყო სწორედ "
- - როგორ შეიძლება თქვენი სამოსის შეძენა?
- ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი, და შაბათ-კვირას თბილისის STREET MARKET-ებზე. თუმცა, მოსახერხებელია იმ მხრივ,რომ საქართველოს მასშტაბით გვაქვს უფასო მიწოდების სერვისი.
- თუ აპირებთ სამომავლოდ რაიმე სიახლესბრენდის კუთხით ?
- სამომავლოდ ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას,უბრალოდ, ამ ეტაპზე ველოდებით პანდემიის დასრულებას, რადგან ვფიქრობთ მომხმარებლისთვის ჯერჯერობით ონლაინ შეძენა უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხოა. ასევე,მუდმივად ვმუშაობთ ახალ კოლექციაზე და ძალიან მალე ახალ პროდუქტს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.













Comments
Post a Comment