ბრენდი 13 - გაათავისუფლე შენი თავი.
დღეს მინდა კიდევ ერთი ქართული “სტარტ აპი” “13” გაგაცნოთ.
“13”-ის ისტორია, მარიტა აბულაძისა და ლელა საგინაძის იდეით იწყება, როცა მეგობრებმა გადავწყვიტეს ჩანაფიქრი განეხორციელებინათ და შეექმნათ პატარა ბრენდი დიდი გეგმებით. მათი იდეა ახალი,განსხვავებული ,სახასიათო და კომფორტული სამოსის შექმნა იყო.
-“ გვინდოდა, ბრენდის სახელწოდება ყოფილიყო მარტივი, დაგვერღვია სტერეოტიპები “13”-ის შესახებ და ეს რიცხვი გამხდარიყო ყველასთვის საყვარელ სამოსთან ასოცირებული” - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბრენდის დამფუძნებელმა.
“13”-ის სამოსი ინდივიდუალური და თავისუფალი სტილისაა, განსაკუთრებულს კი განსხვავებული დეტალები ქმნიან. “13”- ის მომხმარებელი ამბიციური ახალგაზრდაა , რომელიც მეამბოხე ხასიათით გამოირჩევა.
ბრენდის ინსპირაცია მხატვარია, რომელმაც თავისი შინაგანი ამოძახილი გადმოიტანა ამ ფოტოებზე და ასევე ჩვენი ყოველდღიურობა. მაგალითად, ფრაზები ყოველდღიურობიდან.
- “რთულია “სტარტაპერობა” ქართულ ბაზარზე, რადგან თითქმის არანაირი მხარდაჭერა არ არსებობს, გიწევს ყველაფერი შენ გააკეთო, რჩევასაც კი ნაკლებად გაძლევს ვინმე, ყველა ორიენტირებულია გადაგისწროს, არ შეგიწყოს ხელი განვითარებაში და წინსვლაში.” - აღნიშნეს გოგოებმა.
მალე ბრენდის სამომავლო კოლექციაც გამოვა. ახალი იდეებით გოგოები კიდევ ერთხელ ეცდებიან გამოხატონ საკუთარი.








Comments
Post a Comment