16 წლის ანა დემინაშვილის სტარტ აპი - VIRTUAL HUG.



 დღეს კიდევ ერთ “სტარტ აპერს” , 16 წლის სკოლის მოსწავლეს , ანა დემინაშვილს გაგაცნობთ. 

 მსოფლიო პანდემიის ფონზე, ჩახუტება, ყოველდღიურ ტრადიციად ქცეული ჩვეული კოცნა თუ ზოგადად კონტაქტი ადამიანთან იშვიათი გახდა, რამაც ბევრ ჩვენგანს ადამიანური სითბოს ნოსტალგია გაუღვივა, სწორედ ამ ფონზე 2020 წელს ჩნდება ბრენდი VIRTUAL HUG,რომელიც ვირტუალ სამყაროში სითბოსა და სიყვარულის გავრცელებას ემსახურება.

- ანა, რა არის ბრენდის კონცეფცია?

- ჩვენი მოტივი არის , რომ ჩვენს მომხმარებლებს შევუმსუბუქოთ ,გავუხალისოთ და გავუფერადოთ  ჩვენი ილუსტრაციებით  დღეები.აქედან მოდის სახელი- ,,VIRTUAL HUG”. 

- საიდან მოგდის ინსპირაცია?

 - ჩემი ინსპირაცია არის ფრაზები გრძნობებზე. რაც შეეხება ჩანახატების იდეას, ისინი ჩემი წარმოსახვითაა შექმნილი. სხვადასხვა ფრაზებზე აწყობილი, შინაარსობრივი ნახატები ძალიან მალე შეიყვარა ხალხმა. Virtual Hug-ის ილუსტრაციები ინდივიდუალურობით, მინიმალიზმით, ამავდროულად ღრმა შინაარსითაა გამორჩეული. 



- კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი პროდუქტი?

- მინდა აღვნიშნო , რომ ჩვენს მომხმარებელს ეძლევა საშუალება , შევუქმნა, მისთვის საყვარელ ფრაზაზე დაყრდნობით, უნიკალური ილუსტრაცია. 

ამ ეტაპზე VIRTUAL HUG-ის ილუსტრაციები წარმოდგენილია : ფინჯნებზე , პაზლებზე , მინი- დეკორატიულ მოლბერტებზე, ჰუდებსა და, რა თქმა უნდა, პირბადეებზე . 


- რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქტი და რას გეგმავთ სამომავლოდ?

- VIRTUAL HUG-ის უპირატესობა ზუსტად ისაა , რომ არ არის კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი  . ჩვენი ილუსტრაციები ეკუთვნის  ყველას, სიყვარულით და სითბოთი სავსე გულებს . სამომავლო გეგმები დიდია, იდეებით და სიურპრიზებით დატვირთული.


Comments