სეზონის აუცილებელი აქსესუარი სკაფანდრისგან.
დამეთანხმებით, პირბადე ზაფხულში არაკომფორტული, თუმცა საჭირო ნივთია. ზამთარში პირბადემ საჭიროებასთან ერთად სხვა ფუნქციაც შეითავსა და ბევრ ჩვენგანს ცივ ამინდში ათბობს. ახლა კი წარმოიდგინეთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კომპონენტის მიქსი - პირბადე , ქუდი და ერთის მხრივ კაშნე, რომელიც ათბობს, კომფორტულია და ყველაფერთან ერთად ტენდენციურიცაა.
ქართული ბრენდი “სკაფანდრი” სწორედ ასეთ აქსესუარებს ქმნის. ბრენდი გამოჩნდა 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში.
მისი დამფუძნებელი , ლალიკო ძამაშვილი პროფესიით ქალის ტანსაცმლის კონსტრუქტორია. წლების განმავლობაში ლალიკო სხვადასხვა ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობდა, მათ შორის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში , ქართველ დიზაინერთან ლაშა ჯოხაძესთან.
ლალიკო გატაცებული იყო საღამოს და საქორწინო კაბების კერვით, თუმცა არსებული ვითარების გამო დაკეტა საქორწინო კაბების მაღაზია. ცხადია, მიღებულმა გამოცდილებამ შედეგი მაინც ჰპოვა და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მალე გაჩნდა “სკაფანდრის” იდეაც.
სწორედ შერჩეული დიზაინი,კონსტრუქციულად მორგებული ფორმები,ტექნოლოგიურად მაღალი ხარისხი - ერთი სიტყვით გზა საქორწინო კაბებით სკაფანდრებამდე პროფესიონალიზმსა და ხარისხზე გადის.
სკაფანდრები ყველა ტიპის ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი.
მიუხედავად იმისა, რომ წამოწყება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ლალიკო, პანდემიის შემდეგ , ჩვეულ საქმიანობას - ატელიეს დაუბრუნდება.








Comments
Post a Comment