მემორია - მემობანქო , თამაშის მოყვარულთათვის
მიუხედავას იმისა, რომ პანდემიის პირობებში საზოგადო ადგილებზე შეკრება მაქსიმალურად შეიზღუდა , ბევრი ადამიანი მეგობრულ შეხვედრებზე უარს ვერ ამბობს და ვინაიდან, რესტორნები, კაფეები, ბარები თუ კლუბები დაკეტილია, ბევრმა სხვადასხვა სამაგიდო-გასართობმა თამაშმა წინა პლანზე გადმოიწია.
დღეს ახალ ქართულ წამოწყებას “მემორიას” გაგაცნობთ.
მემობანქოს შექმნის იდეა მეგობრებს, ნათია ორახელაშვილსა და ნინა ბეჟიტაშვილს ძალიან სპონტანურად დაებადათ.
- “ხშირად ვიკრიბებით და ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს გვინდოდა რაღაც განსხვავებული გასართობი გვეპოვა და მოვიფიქრეთ ასეთი თამაში: ფურცლებზე სხვადასხვა დავალებებს ვწერდით და რომელი დავალებაც შეგხვდებოდა ან უნდა შეგვესრულებინა ან დაგველია. სწორედ მაშინ გაგვიჩნდა მემობანქოს შექმნის იდეა. იზოლაციის პერიოდში დიდი დრო გვქონდა მის განსახორციელებლად და დავალებებზე სწორედ ამ პერიოდში ვმუშაობდით.” - აღნიშნა ჩვენთან საუბარში იდეის ავტორმა.
ამ ეტაპზე “მემორიას” მხოლოდ ერთი ტიპის თამაში, 2 სხვადასხვა თემატიკით-მემობანქო და მემორია აქვს.
თამაშის პრინციპი მარტივია-საჭიროა 2 ან მეტი მოთამაშე, ბევრი სასმელი და კარგი განწყობა.მოთამაშეები ასრულებენ ბარათზე დატანილ დავალებებს ან სვამენ
იქიდან გამომდინარე, რომ თამაში არის ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებული, რეკომენდირებულია 18+ ასაკობრივი კატეგორიისთვის.
- “ხალხმა თამაში მიიღო ძალიან დადებითად და პოზიტიურად.მომხმარებლები გვიზიარებენ თამაშის პროცესიდან ფოტოებს და ვიდეოებს და ძალიან ხალისობენ.ეს თამაში სიახლეა მათთვის და ყველას აღტაცება დაიმსახურა.”
მომხმარებელთა დიდი თხოვნით, სამომავლოდ “მემორიას” ჯგუფს დაგეგმილი აქვს ახალი ტიპის თამაშის დამატება. თამაშის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ “მემორიას” სოციალური ქსელების მეშვეობით









Comments
Post a Comment