ინტერვიუ “ბოქსის” დამფუძნებლებთან
![]() |
ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე , რომელიც შეიძლება იყოს სასიამოვნოც , უსიამოვნოც და ძალიან მძიმეც , სწორედ ასეთი მძიმე გამოწვევაა პანდემია , რომელმაც ადამიანები სახლში გამოგვკეტა , გვაიძულა, შეზღუდვების გამო ,ბევრ რამეზე უარი გვეთქვა,შეგვეცვალა ყოველდღიურობა და მსოფლიოში ცხოვრების რიტმი შეაჩერა.
ანი ლეკიშვილისა და ნანუკა სტურუას ახალი წამოწყება - "ბოქსი" , ზუსტად ამ პერიოდში შეიქმნა . იდეის განხორციელებაში მათ ნანუკას დედა , ირმა კიკნაძე ჩართეს, ის კონდიტერია და უგემრიელეს შედევრებს ქმნის .
- როგორ გაჩნდა ბოქსის იდეა ?
- ბოქსის იდეა სწორედ პანდემიურ სიტუაციაში დაიბადა , შეზღუდვებიდან გამომდინარე, ეს იყო ბავშვებისთვის შექმნილი , რათა გაგვერთო და გაგვეხალისებინა სახლში დარჩენილი პატარები , წინა საახალწლოდ ბებომ გამოაცხო ორცხობილები მოსართავებით ,ბავშვებმა დიდი სიამოვნებით და თავისი სურვილით მოხატეს , გააფორმეს ორცხობილები და დააგემოვნეს . ეს ორმაგი სიამოვნება გვინდოდა სხვა ბავშვებსაც ეგრძნოთ . სწორედ აქედან იწყება ჩვენი ბოქსის ისტორია .
ასე ვუზიარებთ მხიარულ ნობათებს და დადებით ემოციებს პატარებს და არანაკლებ ხალისობენ უფროსებიც. ახალი წლის პერიოდში ეს იდეა აიტაცა სეკრეტ სანტას მოთამაშე ბევრმა ადამიანმა და ასევე გვქონდა კორპორატიული შეკვეთებიც .
- რას ითვალისწინებს ბოქსი ? რა არის მოთავსებული შიგნით?
- საწყის ეტაპზე ბოქსი იყო საახალწლო : ნაძვის ხის , თოვლის ბაბუის ,ფიფქების , ვარსკვლავების , ირმების , სახლების , ანგელოზის და ჯინჯერის კაცუნების ფორმის ორცხობილებით , ფერადი აისინგებით და დეკორატიული მოსართავი კანფეტებით აწყობილი . ჩვენ შემდეგ დავამატეთ ღვეზელების, ნამცხვრების , სხვადასხვა ორცხობილების და კანოლების ბოქსები , თუმცა ეს ყველაფერი არ არის , კიდევ ძალიან ბევრი სასიამოვნო და გემრიელ სიახლეებს ვპირდებით ჩვენს მომხმარებელს .
- რომელ ასაკობრივ კატეგორიაზეა . გათვლილი თქვენი სტარტაპი?
- ჩვენ ვცდილობთ , ეტაპობრივად შევქმნათ განსხვავებული ბოქსები , გავითვალისწინოთ ,შეძლებისდაგვარად , ყველას სურვილი , მოთხოვნილება და მოვარგოთ სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებს .
- რამდენად ხელმისაწვდომია ფასი ? როგორ შეიძლება ბოქსის შეძენა ?
- ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ საახალწლო ბოქსების ღირებულება ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი და ორი ზომის ბოქსი შევქმენით , პატარას ფასი არის 25₾ , ხოლო დიდის 35₾ . ამ ეტაპზე ვმუშაობთ ონლაინ გამოძახებით და გვყავს ძალიან საყვარელი კურიერი , რომელიც სასურველ მისამართზე , უმოკლეს ვადაში აწვდის მომხმარებელს შეკვეთილ ბოქს .
- ტკბილეულის სრულ ასორტიმენტზე რომ ისაუბროთ, რას მოიცავს ?
- ამ ეტაპზე გვაქვს ორცხობილების მრავალფეროვნება , სხვადასხვა - გემოს , ზომის , ფერის , ფორმის , რომელსაც მომხმარებელი თავად არჩევს :
📌 ლიმონის
📌 შოკოლადის
📌 შვრიის ( ნაკლებკალორიული , დიეტური )
📌 თხილით / ნუშით / ნიგვზით
📌 უგლუტენო
📌 სამარხვო
ასევე გვაქვს გამორჩეული გემოს ნამცხვრების , მაფინების , ტორტების , იტალიური კანოლების ბოქსები. გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი არის , განსხვავებული , დასამახსოვრებელი გემოებით და რაც მთავარია ჯანსაღი , უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა საკონდიტრო პროდუქტებით დამზადებული.
- რას გეგმავთ სამომვალოდ ?
სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს , ყველაფერზე ჯერ-ჯერობით ვერ ვისაუბრებთ , გვინდა სიურპრიზად დარჩეს , თუმცა სურვილი გვაქვს ჩვენი ბრენდი გაფართოვდეს და უფრო მეტად დავიხვეწოთ , რადგან ორიენტირებულები ვართ ხარისხზე , რომ მომხმარებლის ყველა რჩევა , შენიშვნა თუ მითითება მაქსიმალურად გავითვალისწინოთ . გამორჩეული პოზიციონირება იყოს "სახლური გემოების" დამკვიდრება ბაზარზე. ასევე ,შეზღუდვების მოხსნის შემდეგ , ვგეგმავთ გავხსნათ ჩვენი სივრცე , სადაც მომხმარებელს , ონლაინ გამოძახების გარდა , შესაძლებლობა ექნებათ გვესტუმრონ და ადგილზე დააგემოვნონ . მანამდე კი , დიდი სიყვარულით თქვენს გამოძახებას ელიან ჩვენი და უკვე თქვენი ბოქსები .






Comments
Post a Comment