ინტერვიუ ნინო დიდიასთან.



მინდა, კიდევ ერთი ქართველი პროფესიონალი ექიმ-კოსმეტოლოგი ნინო დიდია გაგაცნოთ, რომელიც უკვე წლებია ესთეტიკურ მედიცინაში მოღვაწეობს და ამ დროის განმავლობაში არაერთი კმაყოფილი პაციენტიც შეიძინა. ამჟამად ქ-ბ , ნინო კლინიკა “Geoswiss”-ში აგრძელებს თავის საქმიანობას.



- მომიყევით თქვენ შესახებ, როდის და როგორ დაიწყეთ თქვენი საქმიანობა ?

 

 - ამ სფეროში მოღვაწეობა 18 წლის წინ დავიწყე, კიევში. 

2002 წელს დავამთავრე კიევის სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატო-კოსმეტოლოგიის ფაქულტეტი, რის შემდეგც მუშაობა კიევის ერთ-ერთ ესტეთიკურ ცენტში დავიწყე. იმ პერიოდში ინექციური კოსმეტოლოგია ახალი გამოწვევა იყო, 2003 წლიდან მეც დავიწყე ინექციური კოსმეტოლოგიისა (ბოტოქსის და კონტურული პლასტიკის) და აპარატურული კურსის შესწავლა.

2007 წლიდან ჩამოვედი საქართველოში და აქ გავაგრძელე ჩემი პროფესიით მუშაობა და უკეთ შესწავლა, მუდმივად ვიღებს განახლებულ ინფორმაციას, ვმონაწილეობ  სხვა და სხვა ქვეყნის კონფერენციებზე: საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, მონაკო, იტალია, გერმანია, ავსტრია და ა.შ.

მონაწილეობა მაქვს მიღებული არის 100- ზე მეტ კონგრესში, მასტერ კლასსა და ტრენინგში.

ჩემი მოღვაწეობის პერიოდში განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურად სანკტ პეტერბურგი, გავლილი ანატომიური კადავერის კურსი მიმაჩნია. ეს კურსი არის სწავლის უნიკალური მიდგომა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევიძინოთ ახალი ცოდნა ანატომიის სფეროში, გავაუმჯობესოთ ინექციის ტექნიკა, გავეცნოთ გართულებების განვითარების მექანიზმებს და მათი პრევენციის მეთოდებს.



 

- როდის დაარსდა თქვენი კლინიკა ?

 

- ჩვენი კლინკიკა დაარსდა დაახლოებით 10 წლის წინ, 2014 წელს, ესთეტიკური განყოფილებაც დაემატა, სწორედ ამ პერიოდიდან შევუერთდი მეც.



 

- რა პროცედურებს სთავაზობს კლინიკა მომხმარებლებს ?

 

- შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი პროცედურები:

▪️კონტურული პლასტიკა

▪️ბოტოქსი

▪️ძაფები

▪️ბიორევიტალიზაცია

▪️მეზოთერაპია

▪️სახის წმენდა (აპარატურული, მექანიკური, ზედაპირული, ღრმა)

▪️ HydraFacial MD -კანის ღრმა წმენდა, დატენიანება და გაახალგაზრდავება.

▪️ქიმიური პილინგები

▪️ალმასური დერმაბრაზია

▪️მიკრონიდლინგი

▪️ელექტრო ეპილაცია

▪️RF ლიფტინგი

▪️ფონოფორეზი

▪️სახის მასაჟი

▪️წამწამების ლამინირება

▪️წარბების ლამინირება

 

 


 

- რა განაპირებებს თქვენს ხარისხსს ქართულ ბაზარზე ?

 

- მიმაჩნია რომ ჩვენი თანამედროვე მიდგომები, პროფესიული უნარების მუდმივი გაუმჯობესება, სხვადასხვა ტრენინგების და სემინარების მეშვეობით გვაძლევს წარმოუდგენელ შესაძლებლობებს და გვეხმარება იმაში რომ შევქმნათ მაღალი ხარისხი ქართულ ბაზაზე.



- რა განაპირობებს უსაფრთხოებას თქვენს კლინიკაში?

 

- ჩვენი კლინიკის ყველაზე დიდი უპირატესობა გახლავთ ის რომ კლინიკაში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის და ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ექიმები, ჩვენს პერსონალს გააჩნია 18 წლიანი გამოცდილება ესთეტიკის სფეროში, რაც გვეხმარება პაციენტისთვის სასურველ შედეგის მიღწევაში და გართულებების განვითარების თავიდან აცილებაში.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ევროპული და ამერიკული პრეპარატებით.



- რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა?

 

- ძირითადად ყველაზე მოთხოვნადი ინექციური კოსმეტოლოგია: ფილერები, ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია. 

თუმცა ბოლო პერიოდში, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა აპარატურულ პროცედურებზე.

პრობლემური კანის შემთხვევაში კი, კრიო-თერაპია, მისი წარმოუდგენელი შედეგიდან გამომდინარე.

 


- რა ტიპის პრობლემებით მოგმართავენ მომხმარებლები?

 

- აკნე, პოსტ-აკნე, პიგმენტაცია, ქრონიკული სიწითლე, ანტი-ასაკობრივი პრობლემები.

ჩვენ ამ პრობლემებს ვუდგებით თერაპიულად და ვთავაზობთ პაციენტებს კომპლექსურ მკურნალობას.



 

- რამდენი ადამინისგანაა დაკომპლექტებული თქვენი კლინიკა ?

 

- ჩვენი კლინიკა შედგება სამკურნალო და ესთეთიკური განყოფილებისაგან, ამ ეტაპზე კლინიკაში 20-მდე ექიმი მუშაობს.




 

- რამდენად ხელმისაწვდომია ფასები?

 

- მიუხედავად იმისა რომ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე ვმუშაობთ და გვაქვს ბოლო თაობის აპარატურა, ვცდილობთ რომ ფასები ძალიან არ გავზარდოთ და ჩვენი მომსახურეობა მაქსიმალურად მისაწვდომი იყოს ყველასთვის.




 

- რას გეგმავთ სამომავლოდ? 

 

- უახლოეს მომავალში დაგვემატება აპარატურულ პროცედურები აკნეს, ნაწიბურების და ანტი-ასაკობრივი პრობლემების სამკურნალოდ. 

ასევე, სამომავლოდ ვგეგმავთ ესთეთიკური განყოფილების გაფართოებას და ამერიკული პროფესიონალური ხაზის ექსკლუზიურად შემოტანას.

Comments