სად შევიძინოთ ტენდენციური სამოსი პანდემიის პირობებში ? - Closet Tbilisi




   პანდემიის დაწყებისთანავე ბიზნეს სფეროში კარგად ჩახედულმა ყველა ადამიანმა, რამოდენიმე თვით ადრე ინტუიტიურად აუღო ალღო მსოფლიო მოვლენების განვითარების ალბათობას. მაღაზიები დაიხურა, რესტორნებზე და კაფე-ბარებზე საუბარი არც გვაქვს ?! ქუჩები დაცარიელდა...
  ყველა ბიზნესმენმა იგრძნო, რომ ახლა ცვლილებების დრო იყო. დიდ ლურჯ ოკეანეში გადარჩებოდნენ ისინი, ვინც დროის მოერგებოდნენ და ონლაინ პლატფორმებზე გადაინაცვლებდნენ.
  ასე მოხდა , ახალგაზრდა ბიზნეს-ვუმენის , ელენე დარჯანიას შემთხვევაშიც. პანდემიის პერიოდში ელენემ დაარსა ბრენდი “Closet Tbilisi”,რომელიც დღეს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბრენდის ისტორიაზე ელენე თავად გვიყვება.


- ელენე, მომიყევით თქვენ შესახებ, როგორ დაარსდა თქვენი ბრენდი ?

 - პირველრიგში, მადლობა  რომ მოგვეცით შანსი თქვენგანაც გაგვიცნოს აუდიტორიამ , თავად მე და ჩემი პარტნიორი ვართ “შოპაჰოლიკები” და ალბათ, ერთადერთი, რასაც ამ გრძნობასთან ბრძოლა შეეძლო იყო საკუთარი მაღაზია , ეს ,რათქმაუნდა, ხუმრობით .  გვინდოდა, შეგვექმნა სივრცე, სადაც შოპინგი იქნებოდა მაქსუმალურად კომფორტული.

- რას ნიშნავს ბრენდის სახელწოდება?საიდან წამოვიდა იდეა ?

- ბრენდის სახელწოდება მინდოდა ყოფილიყო მაქსიმალურად მარტივი , ჟღერადი და ყველასთვის გასაგები  და ხელმისაწვდომი  , სწორედ აქედ წამოვიდა იდეა და ბევრიც არ გვიფიქრია.

- როგორი ტიპის სამოსი და აქსესუარებუ გაქვთ წარმოდგენილი?

-  ვცდილობთ, შემოვიტანოთ ფართო ასორტიმენტი და მოვერგოთ ნებისმიერი სტილის და შეხედულების ადამიანს,  მივცეთ მათ მაქსიმალურად დიდი არჩევანი. ასე რომ ვფიქრობ, ჩვენს მაღაზიაში ყველა იპოვნის თავისთვის სასურველ აქსესუარს , ტანისამოს ან ფეხსაცმელს .

- რა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი ბრენდი? ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

- თინეიჯერს უკვე შეუძლია ჩვენ მაღაზიაში  მოირგოს სამოსი. მაქსიმალური ასაკის განსაზღვრა ალბათ საჭირო არ არის  , ვინაიდან სტილს და თვითგამოხატვას ვფიქრობ, ასაკი არ აქვს .

- რაზეა მოთხოვნა ? როგორ მოერგეთ ონლაინ პლატფორმას?

- ვინაიდან ჩვენ ბაზარზე გამოვჩნდით ჯერ ონლაინ და შემდგომ შევთავაზეთ მომხმარებელს შოუ რუმი  , ონლაინ მუშაობა პანდეემის პირობებში არ გაგვრთულებია. თუმცა, როცა გავქვს პრეტენზია  მაღალ სტანდარტზე, რათქმაუნდა, სჯობს მომხმარებელმა თავად შეარჩიოს ნივთი ადგილზე და კმაყოფილება ავიყვანოთ უფრო მაღალ დონზე . ამ სეზონზე ყველაზე პოპულარულად შეიძლება ჩაითვალოს სპორტული სამოსი.

 - რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე, როგორც სტარტაპი?

- ნებისმიერი სტარტაპი მოითხოვს უდიდეს შრომას , სანამ მომხმარებელი გაგიცნობს , გენდობა და შეგიყვარებს  გიწევს რთული გზის გავლა , მითუმეტეს პანდემიის პირობებში გამოწვევები გაათმაგებული იყო .

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- სამომავლო გეგმებში უპირველესი არის მომხმარებლის შენარჩუნება და მათი რაოდენობის გაზრდა . უფრო ფართო ასორტიმენტი. დიდი მოლოდინები და გეგმები 2021 ში რომელთა ნაწილს საიდუმლოდ დავტოვებთ

სრული კოლექცია იხილეთ “Closet Tbilisi”-ს ინსტაგრამზე 

https://instagram.com/closet_tbilisi?igshid=1k2b5wyqqgsem

Comments