COLLIER - ქართული აქსესუარების ბრენდი.

ბრენდი COLLIER 2018 წელს დაარსდა, ბრენდის დამფუძნებლებმა,ლიზა ელიავამ და სალომე დუმბაძემ ,კრეატიული იდეის რეალიზაციისთვის ორიგინალური გზა შეარჩიეს და ბევრი ფიქრის შემდეგი , მათსავე ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს , რომ გაეკეთებინათ შარფები ქართველი მხატვრების ნახატებით.
“იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ძალიან მოგვწონს ქართველი მხატვრვრების ნახატები ინსპირაცია სწორედ აქედან მივიღეთ, წარმოვიდგინეთ თუ რა ლამაზი იქნებოდა აბრეშუმის ნაჭერზე გადატანილი სხვადასხვა ნახატი.” - აღნიშნეს გოგოებმა.
ბრენდი პირველივე დღიდან მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე მუშაობს, სწორედ ამიტომ პანდემიის პერიოდში ინტეგრაცია ონლაინ-გაყიდვებზე გოგოებისთვის რთული არ აღმოჩნდა. აქსესუარები ყველანაირ ასაკზე და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი.
“ნახატების არჩევის დროს დიდ ყურადღებას ვაქცევთ , რომ ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს, რადგან სხვადასხვა გემოვნების ქალბატონებს მოეწონოთ.”
მიუხედავ სირთულეებისა გოგოები წამოწყებით მაინც ამაყობენ, დამეთანხმებით, რთულია 18 წლის ასაკში საკუთარი ბიზნესი აწარმოო.
სამომავლოდ ბრენდი სხვადასხვა აქსესუარების დამატებასა და ცნობილ ქართველ მხატვრებთან კოლაბორაციას გეგმავს.







Comments
Post a Comment