ინტერვიუ “Dargi”-ის დამფუძნებელ დარინა ბოლქვაძესთან.
დღეს მინდა კიდევ ერთი ქართული სტარტ აპი “ დარგი” გაგაცნოთ, ხარისხიანი და ტენდენციური სამოსის ბრენდის შექმნის ისტორიაზე მისი დამფუძნებელი თავად საუბრობს.
- როდის გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა ?
- ბრენდის შექმნის იდეა 2014 წელს გაჩნდა. ჩემს განწყობასა და ხასიათს ყოველთვის ასახავდა ჩემი სამოსი, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ საინტერესო იქნებოდა შემექმნა გარემო , სადაც ყველა იპოვიდა სამოსს განწყობისთვის
- რა განაპირობებს ტანსაცმლის ხარისხსს ?
- მუდმივად ვმუშაობთ ახალი მომწოდებლების მოძიებაზე და იმაზე, რომ სამოსის ხარისხი მუდმივად ვითარდებოდეს. სამომავლოდ კარგ სიახლეებს ვგეგმავთ ამ მიმართულებით და იმედს ვიტოვებ, რომ პანდემია მეტად აღარ შეგვაფერხებს
- როგორია ბრენდის კონცეფცია ? რა არის თქვენი ძირითადი სათქმელი?
- ჩემი მოტივაცია “დარგის” შექმნიდან დღემდე განწყობის შექმნაა. თუ თვალს გადაავლებთ ჩვენს კოლექციას ნახავთ, რომ ის ძალიან ფერადი და მაქსიმალურად კომფორტულია.
ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის, მინდა ქალბატონები დილიდან კარგ განწყობას კარადის გამოღებისთანავე იქმნიდნენ.
- რამდებად რთული აღმოჩნდა თქვენთვის ტრანსფორმაცია ონლაინ პლატფორმაზე ?
- რა თქმა უნდა, პანდემიამ გაართულა საქმიანობა, მაგრამ ჩვენ შეზღუდებამდეც აქტიურად ვმუშაობდით ონლაინ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის სიახლე არ იყო, ადაპტაციის პერიოდი გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
- რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი სამოსი?
- ჩვენს მაღაზიაში ყველა გემოვნებისა და სტილის ქალბატონისთვის მოიძებნება სასურველი სამოსი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი, მაგრამ აქტიური სეგმენტი, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა გოგონები არიან.
- რა სირთულეებს წააწყდით ქართულ ბაზარზე, როგორც “სტარტ აპი”?
- როგორც ყველა “სტარტაპისთვის” პირველი ნაბიჯები ძალიან რთული იყო. ფაქტობრივად, ნულიდან, ინფორმაციის გარეშე შევეჭიდე საქმეს, რომელთანაც აქამდე ირიბი შეხებაც კი არ მქონია. პრობლემები და ბარიერები განსაკუთრებით ბევრი იყო საწყის ეტაპზე, ამიტომაც ყველა სტარტაპერს ვურჩევ დაიჯეროს, რომ ხელი არ უნდა ჩაიქნიოს.
2014 წელს დავიწყე მარტომ მაღაზიით, რომელიც 14 კვადრატული მეტრი იყო. დღეს, დარგი სამ მაღაზიას მოიცავს და უამრავ მომხმარებელს, რომელსაც ჩვენი ბრენდი გულწრფელად უყვარს.
- რას გეგმავთ სამომვლოდ ?
- მიხარია, რომ “დარგის” სამოსი ამ ეტაპზეც უამრავი ადამიანისთვისაა მიმზიდველი. წინ უამრავი გეგმა და მიზანი გვაქვს. სამომავლოდ დარგი საკუთარ ხაზსაც შესთავაზებს მომხმარებელს. ამაზე ეტაპობრივად ვმუშაობთ და მიზნებს როგორც ყოველთვის აუცილებლად ვაქცევთ რეალობად










Comments
Post a Comment