Elli Made in Georgia - ქართული ბრენდი



  დღეს მინდა კიდევ ერთი ბრენდი გაგაცნოთ Made in Georgia- კონცეფციის ქვეშ. 

  ელენე კაპანაძე დაახლოებით 7 წელია, რაც სამოსის დიზაინმა გაიტაცა. თავდაპირველად , მხოლოდ თავისთვის იკერავდა ტანსაცმელს, თუმცა შემდეგ სხვა ადამიანებიც დაინტერესდნენ და აქედან გამომდინარე, გაუჩნდა სურვილი, გატაცება შემოსავლის წყაროდ ექცია. 

  ამ სფეროს მიმართ დაინტერესება ელენეს დედის მხრიდან გაუჩნდა.  

“პატარაობიდან ვუყურებდი, როგორ ქმნიდა თავისთვის სამოსს და აღტაცებული ვიყავი მისით”-  აღნიშნა ელენემ ჩვენთან ინტერვიუში.

  Elli როგორც ბრენდი უკვე 6 წელია, არსებობს , თუმცა აქამდე სამოსი მხოლოდ ქართველი დიზაინერების შოურუმში იყიდებოდა ,2020 წლიდან კი პანდემიის პირობებში, როგორც ბრენდების უმრავლესობა “Elli”-მაც ინტერნეტ მაღაზიის პლატფორმაზე გადაინაცვლა. ბრენდი საკმაოდ მალე შეიყვარა ქარველმა მომხმარებელმა.


ელენე : “ ხარისხსს ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევ , რადგან მინდა , ყველაფერი ქართული ასოცირდებოდეს საუკეთესოსთან, პრინტები, რასაც ვიყენებთ არის ძალიან მაღალი ხარისხის და აქტიური მოხმარების შედეგად არ ზიანდება. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ მატერიებს და ნაკერს . ვცდილობთ, პატარა დეტალებიც კი გავითვალისწინოთ. 


  ბრენდი მომხმარებელს როგორც საღამოს კაბებს, ასევე მაისურებსა და მოსაცმელებს სთავაზობს, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მეტად მაინც სპორტულ ხაზზეა ორიენტირებული , რომელსაც ბევრი ქართული დეტალი აქვს.

 ბრენდის სამოსი გათვლილია ყველა ასაკისა და სქესის ადამიანზე , ვისაც სურს გამოიყურებოდეს ლამაზად და კომფორტულად .

 სამოსი არის ქართული ელემენტებით გაჯერებული , მათ შორის, ქართველი პოეტების ლექსებითა და მხატვრების ნამუშევრებით. 



 რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბრენდი ბევრ სიახლეს გვპირდება. პანდემიის დასრულების შემდეგ ელენე შოუ რუმის გახსნასაც აპირებს.






Comments