Face skin cleaner - ქართული თავის მოვლის საშუალებების ბრენდი.
მინდა, გაგაცნოთ კიდევ ერთი ქართული ბრენდი თავის მოვლის მიმართულებით, “Face skin Cleaner”- ასე ქვია “სტარტ აპს”, რომლის დამფუძნებელიც 18 წლის თამთა კუჭაშვილია. პროდუქტის შესახებ იდეის ავტორი თავად მოგვიყვება.
- მომიყევით როდის გაგიჩნდათ პროდუქტის წარმოების იდეა ?
- ჩვენი პროდუქცია გამოვუშვით 2019 წელს და თავიდანვე ძალიან კარგი შეფასებები მიიღო, არის ძალიან ეფექტური და სწორედ ამიტომ მალევე დავიმკიდრეთ ჩვენი მომხმარებლის გულებში ადგილი.მე 17 წლის ვიყავი და ზუსტად ვიცოდი რას ნიშნავდა ადამიანებისთვის აკნეს პრობლემა, რადგან მე თვითონ მაწუხებდა, ბებიაჩემი იმ პერიოდში ამზადებდა ჩემთვის ხსნარს, რომლითაც დავინტერესდი და დავიწყე თავად რამდენიმე პროდუქტის წარმოება , საუკეთესო კი გავუშვი გაყიდვაში! აქვე მინდა ვთქვა რომ ჩემს თავზე და ჩემს მეგობრებზე მაქვს გამოცდილი და ძალიან კმაყოფილები ვართ. ამ ეტაპზე წარმოადგენილი გვაქვს ორი ტიპის ხსნარი და მალამო.
- მომიყევით პროდუქტის დანიშნულებაზე?
- ხსნარი გამოიყენება აკნესთვის ფორების შესავიწროვებლად და შავი წერტილებისთვის, ხოლო მალამო აქრობს ლაქებს, სიწითლეებს და ფერიჭამიებს, შედეგი გაგაოცებთ.
- რამდენად უსაფრთხოა პროდუქციის გამოყენება ?
- ჩვენი პროდუქტი არის ძალიან უსაფრთხო, არ იწვევს არანაირ ალერგიას არის 100%ით ანტიალერგიული და განკუთვნილი არის ნებისმიერი ტიპის კანზე.
- რა პრობლემებით მოგმართავენ გამომწერები?
- ჩვენი მომხმარებლები მოგვმართავენ აკნეს და ლაქების პრობლემით ძირითადად , ასევე აწუხებთ გახსნილი ფორები სიწითლეები კანზე, სტაფილოკოკის მომატება და ვულგარული აკნეს პრობლემითაც ბევრ მომხმარებელს მოუმართავს.
- რა შეფასებებს იღებთ ხალხისგან?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვამაყობ ჩემი პროდუქციით, რადგან ისეთ კარგ კომენტარებს გვწერენ მომხმარებლები , ხანდახან სიხარულისგან ტირილი მინდება. ჩემთვის თანხა არ არის მნიშვნელოვანი, ბევრად მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის გაწეული სამსახური. ბევრი მათგანი იმდენად კმაყოფილია, როგორც მომსახურეობით, ასევე პროდუქციით რომ ერთი შეკვეთის მაგივრად 5-6 ცალს უკვეთავენ მეგობრებისთვის და მათი ოჯახისრ წევრებისთვის
- რამდენად ხელმისაწვდომია ფასი ?
-ფასი არის ყველასთვის მისაღები, რადგან როგორც ავღნიშნე თანხა არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ჩვენ გვინდა, რომ ოდნავი სიხარული დავინახოთ ადამიანების სახეზე, გავახაროთ ისინი და მოვაშოროთ ის პრობლემ, რაც ზოგისთვის კომპლექსების და ბულინგის საბაბი ხდება. ასევე, ორი სიტყვით მინდა მოვუწოდო ადამიანებს, რომ შეწყვიტონ ბულინგი და მარაზმი ადამიანების მიმართ მხოლოდ მათი გარეგნული დეფორმაციის გამო. ჩვენს ამჟამინდელ ან მომავალ მომხმარებლებს მოვუწოდებ, რომ უყვარდეთ საკუთარი თავი ისეთები როგორებიც არიან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი პიროვნულად განვითარებისთვის.
- რას გეგმავთ სამომავლოდ ?
- ჩვენი გეგმები ძალიან ფართოა ვაპირებთ ფილიალების გახსნას,როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში. მომავალში აუცილებლად გავიტანთ პროდუქციას საზღვარგარეთ. რათქმაუნდა ეს ყველაფერი იქნება ქვეყანაში სიტუაციის დალაგების შემდგომ! დაიცავით რეგულაციები და გისურვებთ ჯანმრთელობას!











Comments
Post a Comment