Geode - ინტერვიუ თამარ ხებრელაშვილთან.




  "გეოდე" საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც პანდემიის პერიოდში გაიხსნა. ფეხსაცმელების დიზაინი და ბიზნეს იდეა ეკუთვნის 21 წლის ზურაბ ტურცელაძეს , პროფესიით მხატვარ–არქიტექტორს.

  ბრენდის კონცეფცია ითვალისწინებს თავისუფალ, განსხვავებულ, თანამედროვე სტილს.




   “გეოდეს” მიერ წარმოებულ პროდუქციაში ძირითადად შეხვდებით კლასიკურ ფეხსაცმელებს , რომელთაც ახასიათებს ყველასაგან გამორჩეული ორიგინალური დიზაინი.




 კომპანია აწარმოებს ბავშვის, ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელებს. თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი 18–დან  50 წლამდე ასაკისაა.  პროდუქცია , მასალის ხარისხიდან გამომდინარე, განკუთვნილია საშუალო და მაღალი ფენის წარმომადგენელთათვის.



  ინსპირაციას განსაკუთრებით დიდი ადგილი უჭირავს დიზაინერების ცხოვრებაში. "გეოდეს" დიზაინერი ,ზურაბ ტურცელაძე, ინსპირაციას იღებს ხელოვნებიდან და უკავშირებს  გარემოს. ხელოვნებას კი დიდი ადგილი უჭირას მის ცხოვრებაში, რომლის მეშვეობითაც ქმნის განსხვავებულ კოლექციას.



 იქიდან გამომდინარე , რომ "გეოდე" შეიქმნა პანდემიის დროს , დამფუძნებლები ბევრ წინააღმდეგობას შეხვდნენ და გაუმკლავდნენ, ფერხდებოდა მასალების შემოტანა და გართულდა აკრძალვების გამო ფეხსაცმელების წარმოება.

  სამომავლოდ “გეოდე” ექსპორტზეც ფიქრობს, თუმცა ამ ეტაპზე ჩაკეტილი საზღვრები პროცესს აფერხებს.





Comments