Must Have - ჩანთები “იწროსგან”.




არც ისე დიდი ხანია, რაც საქართველოში ნაჭრის ჩანთები სხვადასხვა ასაკის საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი კომფორტულობიდან გამომდინარე მომხმარებელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. 
  “იწრო” შეყვარებული წყვილის, ნინი მამასახლისისა და ნიკოლოზ მღებრიშვილის სტარტ-აპია.
  წყვილს ინსპირაცია ქალაქში გავრცელებულმა ერთნაირი დიზაინის, ფორმისა და ფერის ჩანთებმა მისცეს. 

“ გვინდოდა ქართველი მომხმარებლისთვის  მრავალფეროვანი დიზაინის და რაც ყველაზე მთავარია, მაღალი ხარისხის ჩანთები შეგვეთავაზებინა. პირველი არასტანდარტული ფერადი ჩანთა „იწრო“ სულ რაღაც წელიწად ნახევრისწინ, 2019 წლის ნოემბერში გამოჩნდა.”

 - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნინიმ.


   განსხვავება, რომელიც “იწრომ” მომხმარებელს შესთავაზა არის გამოყენებული მატერია. “იწრო” უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ნაჭრის ხარისხს, თუმცა გარდა ამისა,ნინიმ და ნიკოლოზმა გაითვალისწინეს ისიც, რომ აქამდე არსებული ჩანთები შექმნილიყო მხოლოდ ერთი მატერიით.
  „იწროსთვის“ გამოყენებული იქნა ორი ტიპის მასალა. ჩანთას აქვს სარჩული, რომელმაც უფრო მეტი გამძლეობა, სილამაზე და დახვეწილობა შესძინა.
 ბრენდის ინსპირაცა ვინტაჟური სტილია.



- “ ვფიქრობ, რომ ჩანთა ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომელიც პიროვნების ხასიათს ერთი შეხედვით გამოხატავს. ხშირ შემთხვევაში ინპირაციას ვიღებთ ვინტაჟური სტილიდან, რომელიც არასდროს ძველდება და განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო პერიოდში. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან გემოვნებიანია. ვცდილობთ, მათი ხასიათი და ცხოვრების სტილი გადმოვიტანოთ თითოეულ მოდელზე. ხასხასა ფერების ფართო არჩევანი ჩვენც და მომხმარებელსაც ყველაზე უკეთ გვეხმარება. საყვარელი ფერი არაერთ დეტალზე მეტყველებს. მუშაობის პროცესი და მომხმარებელთან ურთიერთობა გვაძლევს მთავარ სტიმულს და ინსპირაციას შევქმნა საინტერესო დიზაინის კოლექცია. ინსპირაციაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. ბოლოს ასეთი შემთხვევა გვქონდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ზამთრის სეზონისთვის შესაფერისად მივიჩნიეთ ბარხატის ჩანთის რეალიზება, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.”


პანდეემის პირველ “ლოქდაუნს” სტარტ-აპის დამფუძნებლები მოუმზადებლად შეხვდნენ,ამიტომ სამწუხაროდ, ჩანთების წარმოება ცოტახნით შეჩერდა. ამ პერიოდის განმავლობაში ნინიმ და ნოკოლოზმა იდეა მეტად დახვეწა და მარკეტინგულ სფეროში ცოდნაც გაიღრმავა, ამიტომ შემოდგომისთვის ბრენდი უკვე ახალი შემართებით ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.


“იწროს” ჩანთები არ არის გათვლილი კონკრეტული ასაკის ადამიანებზე, თუმცა სტატისტიკურად ყველაზე აქტიური მომხმარებლები 18-34 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. 


“ რეალიზეციის პროცესში არაერთ გაუთვალისწინებელ პრობლემას წავაწყდით ერთ ერთი სირთულე, რაც გამოვიარეთ ატელიესთან თანამშრომლობა აღმოჩნდა, როდესაც უკვე შეთანხმებულ პირობებზე უარი გვითხრეს და ბუნებრივია ამ დროს მოგვიწია ახალი ალტერნატივების მოძიება დაჩქარებულ რეჟიმში ამიტომაც ვერ ვიტყვით რომ ეს სტარტაპი მარტივი იყო, უამრავ სირთულეს წავაწყდით თუმცა ამ სირთულეებმა განაპირობა ჩვენი წარმატება.რაც შეეეხება იწროს გეგმებს - ჩვენმა ქართველმა მომხმარებლებმა უამრავი სტიმული მოგვცეს იმისთვის რომ იწრო როგორც ბრენდი უფრო გავფართოვდეს. გვაქვს საინტერესო შემოთავაზებები და შესაძლებელია რომ 2021 წელს იწრო საზღვრებს გარეთაც ვიხილოთ თუმცა ამასთან ერთად კიდევ ბევრი საინტერესო იდეები გვაქვს, რომელსაც საზოგადოებას ჩვენი ოფიციალური instagram და facebook გვერდიდან გავაგებინებთ. “ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნინიმ.




Comments