Rujiskin - პირველი ქართული პროდუქტები რუჯისთვის.
რუჯი , მზე , ზღვა და ზაფხული - ალბათ, ზამთარში ნოსტალგია გარუჯული კანის მიმართ თითოეულ ჩვენგანს უფროდაუფრო გვიმძაფრდება.
სწორედ ჩვენნაირებისთვის შეიქმნა “Rujiskin” , პირველი ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის პროდუქტს გასარუჯად.
ბრენდის დამფუძნებელია ანუკი შატაკიშვილი. თავდაპირველად, დაარსდა “რუჯი ბოდი” 2019 წლის 15 ივლისს, “რუჯი სქინი” კი 2020 წლის 10 სექტემბერს ანუკის რებრენდიგის მერე ჩნდება.
ანუკი : თავდაპირველად, მქონდა გასარუჯი ზეთი, რომლიც დავამზადე პირადად ჩემთვის, იმისათვის რომ მიმეღო სასურველი ფერი სწრაფად და ეფექტურად. მოვიძიე ძალიან ბევრი ინფორმაცია, ბერმუდის კუნძულებზე შევიძინე სხვადასხვა ტროპიკული ხილის ზეთები და გავაკეთე მათი მიქსი. ერთ დღესაც საკუთარ თავზე გამოვცადე და დაახლოებით ორ საათში მივიღე შოკოლადისფერი რუჯი, ფეხებზე გადავიღე ფოტო, სადაც ჩანდა ეფექტი, განვათავსე საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გავუკეთე შემდეგი წარწერა: “გოგოებო ასეთი რუჯის მისაღებად მაქვს პატარა საიდუმლო რეცეპტი”. ამ პოსტის შემდეგ მომდიოდა ძალიან ბევრი შეტყობინება, მწერდნენ უცხოები თუ ნაცნობები, მოკლედ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, რამაც გამიჩინა სურვილი, რომ ამ პროდუქტისთვის გამეკეთებინა რეალიზაცია, ასე ჩამოყალიბდა ბიზნეს იდეაც.
“რუჯი ბოდის” გასარუჯმა ზეთმა პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა და დაიპყრო ქართველი მომხმარებლების გულები, თუმცა ზეთი ზაფხულისთვის განკუთვნილი პროდუქტია, ამიტომ სეზონის ცვლილებასთან ერთად ბრენდს ავტორუჯიც დაემატა. თავდაპირველად შეიქმნა ავტორუჯი “ბოდი ლავას” ეფექტით ლოსიონის სახით.პროდუქტი ნელ-ნელა დაიხვეწა.
ეტაპობრივად, ფერთა პალიტრაში დაემატა 2 ტონი, ღია და მუქი ფერის კანისთვის.(Rose Gold and Chocolate Gold Shades) , რამდენიმე თვის წინ კი შეიქმნა ინოვაციური ავტორუჯი - “ავტორუჯი სპრეის სახით ბოდი ლავას ეფექტით”.
შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი პროდუქტი მსოფლიოში მხოლოდ “რუჯი სქინს” აქვს. არის მომენტალური, წყალგამძლე, შრება 5 წუთში და ნაწილდება ძალიან მარტივად და თანაბრად, რაც მთავარია საერთოდ არ ჭრელდება, გარუჯული კანი კი ხდება მბზინვარე, პრიალა და სურნელოვანი. კიდევ დავამატე “რუჯილაითერი” , ჰაილაითერს + ტუჩის ილუმინატორ გლოსი და ვარდის წყალზე დამზადებული სხეულის მბზინვარე მისტი, რომელსაც აქვს მაკიაჟის ფიქსაციის ფუნქციაც.
თუ დაუკვირდებით ბრენდის თითოეული პროდუქტი არის (2 in 1). ეტაპობრივად, “რუჯი სქინს” დაემატება კიდევ ბევრი საინტერესო პროდუქტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, პროდუქტები არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, “რუჯის” გუნდი მაქსიმალურად ცდილობს რომ პროდუქტი იყოს ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული, როგორც სხვა თანამედროვე სახელგანთქმული ბრენდის პროდუქცია.








Comments
Post a Comment