ინტერვიუ “SkiKet”-ის დამფუძნებელ, ქეთო ბერაძესთან
- Მომიყევით თქვენ შესახებ, როგორ დაარსდა თქვენი ბრენდი?
- SkiKet-ის ისტორია უბრალო იდეით დაიწყო - შეგვექმნა ბრენდი, რომელზეც გამოსახული თითოეული ვიზუალი სასიამოვნო ემოციასთან იქნებოდა ასოცირებული.
ბრენდის მთავარ ვიზუალებად გამოყენებული მაქვს ჩემი ტატუები - თხილამური, რომელიც დღეს SkiKet-ის ლოგოა და მორზეს ანბანით დაწერილი ფრაზა.
ორივე ტატუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ტატუ იყო თხილამურები - დიდი ფიქრის შემდეგ გაკეთებული ტატუ, რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდ და სასიამოვნო ემოციას უკავშირდებოდა. ყოველ ჯერზე მახსენებს, როგორი ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ვსრიალებ.
რაც შეეხება მეორე ტატუს- მორზეს ანბანით დავიწერე ისეთი ფრაზა, რომლის მიხედვითაც ვცდილობ, ცხოვრებაში არჩევანი გავაკეთო. განსაკუთრებულად მომწონს ის, რომ არავინ იცის რა მაწერია. გულწრფელად რომ ვთქვა, საკუთარმა ოჯახის წევრებმაც კი მხოლოდ მაშინ გაიგეს, რომ საერთოდ ფრაზა მაწერია, როცა ბრენდი შევქმენი. თუმცა რა - დღემდე ვერ გაიგეს.
Ჩემი ტატუები კი დღეს უკვე SkiKet-ის დიზაინერმა, კესო აბაშიძემ, გრაფიკული სახით ააწყო.
ასე შეიქმნა ბრენდი, რომლისთვისაც გამოვიყენე ისეთი ვიზუალები, რომელიც არავის მსგავსია და აქვს კონკრეტული დატვირთვა.
- Რას ნიშნავს ბრენდის სახელწოდება? Საიდან წამოვიდა იდეა?
ბრენდის სახელწოდება SkiKet-იც პირველი ტატუს, თხილამურებს უკავშირდება. სიტყვა Ski ვფიქრობ, უკვე თავის სათქმელს ამბობს.
- Როგორი ტიპის სამოსი და აქსესუარები გაქვთ წარმოდგენილი?
- SkiKet ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი ხაზით:
1. სათხილამურო ხაზი - ეს ხაზი შექმნილია განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც სრიალი უყვარს. 2021 წელს ამ ხაზის შექმნა, ნაწილობრივ, ეხმაურება
ყველაზე მტკივნეულ და განსხვავებულ ზამთრის სეზონს, რომელიც ჯერჯერობით არ დაწყებულა და იმედიანად ველოდებით.
2. SkiKet კოდირებული ხაზი - ეს ხაზი შექმნილია მათთვის, ვისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი. ერთნაირი ჰუდი ბევრს აქვს, ამ შემთხვევაში, კი თითოეულ ადამიანს შეუძლია, განსაკუთრებული ჰუდი შეიქმნას.
ამ ხაზის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ რამდენმა ადამიანმაც არ უნდა შეიძინოს ჩვენი ჰუდი, ყველასი ინდივიდუალური იქნება და ორი მსგავსი არ იარსებებს.
თითოეულ ადამიანს გვაქვს ფრაზა/სიტყვა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ან უბრალოდ საყვარელია. ხშირად, ამ ფრაზებს საიდუმლოდ, მხოლოდ ჩვენთვის ვიტოვებთ. სწორედ ამ შემთხვევისთვისაა ეს ხაზი - მომხმარებელი ინდივიდუალურად გვაწვდის მისთვის სასურველ ფრაზას, რომელსაც ჩვენ მორზეს ანბანით გავუმზადებთ ამჟამად SkiKet წარმოდგენილია ჰუდებით და ნაჭრის ჩანთებით. საწყის ეტაპზე, აქცენტი გაკეთდა ყოველდღიურ და კომფორტულ ტანსაცმელზე. ძირითადად, რაც გვიყვარს, ის ხომ კომფორტთან ასოცირდება და გვინდა, რომ ყოველ დღე განვიცადოთ?
ამიტომ ორივე ხაზი მოვარგეთ კომფორტს და ყოველდღიურობას.
- Რა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი ბრენდი? ვინ არის სამიზნე აუდიტორია?
- ალბათ არ იქნება გასაკვირი, რომ ბრენდი შექმნილია ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კომფორტი და ხარისხი, ვიზუალთან ერთად.
ველოდებით ყველას, ვისაც უყვარს სრიალი და ვისაც სურს საკუთარი ემოციის ფრაზებით გადმოცემა.
- Საიდან იღებთ ინსპირაციას?
- ჩემთვის ინსპირაცია ხდება ის, რაც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს. SkiKet ბრენდი თავიდანვე ასე შეიქმნა და ნებისმიერ ეტაპზე, მთავარი ლაითმოტივი სწორედ ის იქნება, რომ ვიპოვო კვეთა ჩემი და სხვა ადამიანების ემოციებს შორის. და ყოველთვის ვეცდები, მათაც ის ემოცია გავახსენო, რასაც კონკრეტული ფრაზებით და ვიზუალებით განიცდიან.
- Რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე, როგორც სტარტაპი?
- SkiKet-ის, როგორც სტარტაპის, მთავარი გამოწვევაა, მომხმარებლამდე მიიტანოს სათქმელი, რომ SkiKet არ არის ბრენდი, რომელიც უბრალოდ ჰუდებს ამზადებს, არამედ თითოეულ ჰუდს აქვს თავისი ისტორია და შინაარსი, რომელიც ემოციებს გადმოცემს.
- Რას გეგმავთ სამომავლოდ?
- სამომავლოდ SkiKet-ის კონცეფცია და იდეა უცვლელი დარჩება, თუმცა ვგეგმავთ, მრავალფეროვანი გავხადოთ ის პროდუქცია, რაზეც შესაძლებელი იქნება ემოციების გადატანა.
კონკრეტული იდეა ბევრია, მაგრამ, ჯერჯერობით, დეტალებს საიდუმლოდ დავტოვებთ.
fb: https://www.facebook.com/skiket
instagram: https://www.instagram.com/skiket/







Comments
Post a Comment