Vamani.mema ქართული ბრენდი ერთწლიანი ისტორიით.


“ვამანი მემა”,  როგორც ტანსაცმლის ბრენდი ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა იგი მანამდეც არსებობდა და ხის ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნიდა. მისი შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ყველაფერი მაინც სპონტანურად მოხდა. დიდი რაოდენობით დაგროვებულმა აქსესუარებმა და ხალხის ინტერესმა მარიამ ტყეშელიაძეს და მის ოჯახის წევრებს, ანი ტყეშელიაძეს და მაია ჩხეიძეს , მაღაზიის გახსნისაკენ უბიძგა . ამის შემდეგ ბრენდს სამოსის ხაზი დაემატა.

  ბრენდის სახელწოდება “ვამანი მემა” ოჯახის წევრების სახელების ინიციალებისგანაა შედგენილი.  იდეა  ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება.

ამ ეტაპზე ბრენდი ორიენტირებულია სპორტულ სამოსზე. თუმცა , პანდემიამდე ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებდნენ და საღამოს კაბებზეც მუშაობდნენ.

“ვამანი მემას” სამიზნე აუდიტორიას არ წარმოადგენენ განსაზღვრული ასაკის ან გენდერის მქონე ადამიანები. ბრენდი ქმნის თანამედროვე სამოსსა და ცდილობს,რომ იგი ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.

ინსპირაციის წყარო მარიამისთვის შესაძლოა, ნებისმიერი ცნობილი თუ არაცნობილი დიზიანერი ან ბრენდი გახდეს.

 მარიამისთვის ყველაზე დიდი პრობლემა პროფესიონალთა გუნდის შექმნა აღმოჩნდა. შედმდეგი კი ცნობადობის არ ქონა და ნდობის მოპოვება.  

გარდა ამისა, მარიამმა ჩვენთან ინტერვიუში სოციალური ქსელის პრობლემბეზეც ისაუბრა “აქტიურ პრობლემად ჩვენს სოციალურ ქსელში ატვირთული კონტენტის მითვისება წარმოადგენს, რაც ზემოთთქმულიდან გამომდინარეობს. საზოგადოება არ გვიცნობს იმდენად, რომ მიხვდეს რომელისმე საიტზე ატვირთული ფოტო ჩვენ გვეკუთვნის თუ სხვის მიერ არის გადაღებული”.

ბრენდის სამომავლო მიზანი ჩარჩოების ნგრევაა. “ჩვენ გვინდა, რომ ვამანი მემას სამოსი ნებისმიერი გენდერის, ორიენტაციის, რელიგიისა თუ ეთნოსის მქონე ადამიანმა ატაროს და მასში თავი კომფორტულად, თავისუფლად და თავდაჯერებულად იგრძნოს. “ - აღნიშნა ბრენდის დამფუძნებელმა.


Comments