"ნოემი ნატურალსი”- 100%-ით ბუნებრივი კოსმეტიკა. ინტერვიუ ქართული სტარტ აპის ავტორებთან.
- როდის დაარსდა თქვენი ბრენდი?
-ჩვენი ბრენდი - ნოემი ნატურალსი, ჯერ კიდევ ახალია, რადგან ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ, 2020 წლის დეკემბერში გამოჩნდა, თუმცა უკვე სარგებლობს მომხმარებლების დიდი სიმპათიით.
«ნოემი ნატურალსის« შექმნის იდეა კი განაპირობა ჩვენმა სურვილმა, დაგვემზადებინა თავის მოვლის საშუალებები, რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები იქნებოდა გამოყენებული, რითიც შევძლებდით გვეზრუნა არა მხოლოდ ჩვენი მომხმარებლების სილამაზეზე, არამედ მათ ჯანმრთელობაზეც.
- რა ტიპის პროდუქტი გაქვთ წარმოდგენილი?
- “ნოემი ნატურალსი” ამჟამად წარმოდგენილია სხვადასხვა დანიშნულების სახის კრემების მრავალფეროვანი არჩევანით, ტუჩის ბალმით, სახის გამწმენდი საპნითა და აბაზანის შუშხუნა ბომბებით, თუმცა სულ მალე კიდევ დაემატება ახალი ექსკლუზიური პროდუქტები.
- თქვენი პროდუქტებიდან, მაგალითად სახის კრემებს, რა დანიშნულებით გამოიყენებენ ?
- ნოემის სახის კრემებს სხვადასხვა შემადგენლობა და შესაბამისად განსხვავებული დანიშნულება აქვს. ისინი ატარებენ იმ სამკურნალო მცენარის უნიკალურ თვისებებს, რომლის გამოყენებითაც არიან დამზადებული, მაგალითად: ყურძნის წიბწის ზეთზე დამზადებულ სახის კრემს გააჩნია დამატენინებელი და ანტიოქსიდაციური მოქმედება, გირჩის ზეთზე დამზადებული კრემი ანტიმიკრობული თვისების გამო წარმატებით გამოიყენება აკნეს სამკურნალო თერაპიაში და ზოგადად, დაზიანებული კანის აღსადგენად, ჩაის ხის ზეთზე დამზადებული კრემი ანთების საწინაღმდეგო მოქმედების წყალობით არაჩვეულებრივად ამშვიდებს კანს და ამცირებს სიწითლეს, ჰიალურონის კრემი ეფექტურად ებრძვის დაბერების პროცესს და ეხმარება კანს რეგენერაციაში, ნუშისა და ქოქოსის ზეთზე დამზადებული კრემები გამოიყენება როგორც დამატენიანებელი და დამარბილებელი საშუალება.
- რამდენად უსაფრთხოა თქვენი პროდუქტი? რაგანაპირობებს ამას?
- ნოემი ნატურალსის თითოეული პროდუქტი ფორმულირებულია მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისაგან. ნოემის პროდუქტები არის ჯანსაღი და უსაფრთხო, რადგან ჩვენ უარს ვამბობთ ქიმიური საშუალებების გამოყენებაზე და პროდუქტებს ვქმნით მხოლოდ სამკურნალო მცენარეული ნედლეულის გამოყენებით. ჩვენი პროდუქტის უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი დამტკიცებულია შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით.
- რა ჩვენებებით მოგმართავენ მომხმარებლები?
- როდესაც მომხმარებლები მოგვმართავენ, ჩვენ უფასოდ ვთავაზობთ განსაკუთრებულ მომსახურებას, რაც გულისხმობს მათი ინდივიდუალური საჭიროებების დადგენას. გამოკითხვის შედეგად ვადგენთ მათი კანის თავისებურებებს ( მომხმარებლების უმეტესობას აღენიშნება მშრალ,მგრძნობიარე, აკნესა და სიწითლისკენ მიდრეკილ კანთან დაკავშირებული პრობლემები) და ამის მიხედვით ვურჩევთ მათთვის ყველაზე ეფექტურ პროდუქტს.
- რა შეფასებებს აკეთებს პროდუქტზე მომხმარებელი?
- მომხმარებლებისგან ხშირად ვიღებთ მადლობის წერილებს, რომელშიც ისინი აღნიშნავენ კმაყოფილებასა და აღფრთოვანებას ჩვენი პროდუქციის მიმართ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გაოცებულია ხანმოკლე პერიოდში მიღებული შედეგის ეფექტურობით.
- რამდენად ხელმისაწვდომია ფასი პროდუქტზე?
- გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბრენდი შეიქმნა პანდემიის პერიოდში, ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარება და რადგანაც ჩვენ ვთვლით, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს ჯანსაღი და ლამაზი კანის ქონით გამოწვეულ ბედნიერებას, ფასები შერჩეულია იმგვარად, რომ თითოეული პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
- ასეთ მოკლე პერიოდში მომხმარებლებისგან მივიღეთ იმდენად დადებითი უკუკავშირი, რომ ამან ჩვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა. ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმაც რომ ქართველი მომხმარებელი დაინტერესებულია ჯანსაღი პროდუქტის გამოყენებით, ამიტომაც გადავწყვიტეთ , რომ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი შეთავაზებები და სწორედ ახლა ვმუშაობთ ახალი პროდუქტების შექმნაზე.
ჩვენი მიზანია ქართული ბრენდი - ნოემი ნატურალსი გასცდეს საქართველოს ფარგლებს და გახდეს ცნობილი მსოფლიოს მასტაბით.









Comments
Post a Comment