ბრენდის "ერთი" დამფუძვნებლები,თიკა პარუნაშვილი პროფესიით იურისტია, ხოლო რუსა პარუნაშვილი ფსიქოლოგია, თუმცა დების ძირითადი საქმიანობა მაინც ხელოვნების სფეროა, ვინაიდან ორივე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის და არა მხოლოდ ადამიანის , ესთეტიურ მხარეს.
გოგოები ყოველთვის გამორჩეულად იცვამენ და ხშირად იღებდნენ კითხვებს სად შეიძინეს ესა თუ ის აქსესუარი ან ტანისამოსი. ამ ყველაფერმა გოგოებს ბრენდის დაარსებისკენ უბიძგა, სადაც თავიანთი გემოვნებით შერჩეულ სამოსს გაყიდიან.
- მომიყევით თქვენ შესახებ, როგორ დაარსდა თქვენი ბრენდი ?
- ადამიანთა უმრავლესობას ძალიან მოსწონს ძვირადღირებული ბრენდები ,თუმცა მათი ფასის გამო საქართველოში ხშირად ბევრი ვერ ყიდულობს. იდეაც წამოვიდა აქედან , გაგვეკეთებინა მსგავსი ნივთების ერთიანი სივრცე.
შევეცადეთ მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა ისეთი პროდუქცია,რომელიც ხარისხიანი, ბრენდული ან ტრენდული, თუმცა ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველა სეგმენტისთვის.
- რას ნიშნავს ბრენდის სახელწოდება?საიდან წამოვიდა იდეა ?
- გვინდოდა რომ სახელწოდება ასოცირებულიყო ჩვენთან,ჩვენს სახელებთან ვინაიდან თითოეული ნივთის უკან ვართ მხოლოდ ჩვენ ორნი და ვდებთ უამრავ დადებით ენერგიას,ვცდილობთ, ჩვენი აქტიური და მხიარული ენერგეტიკა გადავიტანოთ ნივთებზეც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მომხმარებელიც გრძნობს ამას."ერთი"- სიმბოლურად პირველია ციფრთა წყობაში და ყველაზე მძლავრი და ბრძოლისუნარიანი, ასევე ლათინურად R- რუსას და T-თიკას პირველი ინიციალებია. სახელწოდებაც აქედან გაჩნდა. ზოგადად ბრენდის შექმნის
იდეა ექსპრომტად მოვიდა და საბედნიეროდ იმაზე დიდი ინტერესი და სიყვარული დაიმსახურა,ვიდრე თავად წარმოვიდგენდით ამას.
- როგორი ტიპის სამოსი და აქსესუარები გაქვთ წარმოდგენილი?
- ჩვენი ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა და არ ვზღუდავთ არც ჩვენს თავს და არც მომხმარებელს,ვინაიდან მიგვაჩნია,რომ სწორხაზოვნება და ვიწრო თვალსაწიერი მხოლოდ ზღუდავს ადამიანს,ნებისმიერ სფეროშიი,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც საქმემოდას,გემოვნებას ეხება.
ჩვენთან შეხვდებით როგორც ცნობილი ბრენდების "რეპლიკებს" , ასევე ნაკლებად ცნობილ,მაგრამ ტრენდულ აქსესუარებსა და ტანისამოსს,უახლოეს მომავალში კი იგეგმება გაფართოება და უამრავი სიურპრიზი.
- რა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი ბრენდი? ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?
- რაც ყველაზე მეტად მოგვწონს ჩვენ და ჩვენს მომხმარებელსაც ის არის,რომ სამიზნე აუდიტორია სქესით და ასაკით არ განისაზღვრება,ჩვენთან სასურველი ნივთი შესაძლოა, ნახოს როგორც თინეიჯერმა ,ასევე შუახანს გადაცილებულმა ადამიანმა.თუმცა, თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, გოგონები უფრო აქტიურები არიან .
- რაზეა მოთხოვნა ? როგორ მოერგეთ ონლაინ პლატფორმას?
- ვინაიდან ჩვენი მომხმარებლები ყველა ასაკის და გემოვნების არიან , მოთხოვნაც მრავალფეროვანია, არიან მომხმარებლები,რომლებიც ტრენდებს ყოველთვის ითვალისწინებენ და არიან პირიქით,განსხვავებულს და ოროგინალურს რომ ირჩევენ,მაგრამ უმეტესობა მაინც უკვე კარგად ცნობილი ბრენდების ერთგულია.
სწორედ ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო,ვცდილობთ არ შევიზღუდოთ თავი და არ შევზღუდოთ მომხმარებელიც.
- რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე, როგორც სტარტაპი?
- საბედნიეროდ არ ყოფილა ისეთი თვალსაჩინო სირთულე,რაც შენიშვნად ღირს.ჩვენი ბრენდი იმდენად უნივერსალური და პრაქტიკულია გამოყენებადობის და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით , რომ უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს ,როგორც საქართველოში ასევე მის გარეთ და ის წვრილმანი სირთულეები,რაც შეიძლება მოჰყვეს ამ საქმიანობას ბუნებრივი და საჭიროცაა კიდევ რომ დაიხვეწოს ყოველივე.ჩვენ ვქმნით სიყვარულით და ამას მომხმარებელიც გრძნობს.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
- სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს, გაფართოებასთან ერთად შეიცვლება, განახლდება და გამრავალფეროვნდება ჩვენი პროდუქცია.მომხმარებელს საშუალება ექნება გარდა იმ პლატფორმებისა, სადაც ჩვენ ვფუნქციონირებთ,ახალ სივრცეშიც გვნახოს.რაც მთავარია არ იცვლება ჩვენი კონცეფცია და ვერგებით ყველა სეგმენტს,როგორც ეკონომიური ასევე გემოვნების თვალსაზრისით.კიდევ გვექნება სიახლეები,მაგრამ ამას სიურპრიზად დავტოვებთ.
Comments
Post a Comment