ინტერვიუ დიზაინერ სოფო ბაკურიძესთან




  დღეს მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი ქართველი დიზაინერი, სოფო ბაკურიძე, რომელმაც თავისი საქმიანობა სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა პანდემიის დროს შექმნილმა ტანსაცმლის ხამზა “გოგო” ქართულ ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.

- როდის დაიწყეთ დიზაინერული საქმიანობა და  დაარსეთ ბრენდი? 

- SOPHIE არის მზა ტანსაცმელის ქართული ბრენდი, რომელიც ხაზს უსვამს ქალურ სილუეტებს, ვინტაჟური ელეგანტურობით! დამეთანხმებით, რომ დახვეწილი და  ელეგანტური სამოსი ყველა ქალბატონისთვის უმნიშვნელოვანესია.

-როდის დაარსდა "გოგო", რით განსხვავდება ის სოფო ბაკურიძის პირველი ხაზისგან? 

-იქიდან გამომდინარე რომ აღნიშნულ ბაზარს ძალიან კარგად ვიცნობთ, გვინდოდა, შეგვექმნა ახალი ხაზი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა პირველისგან. კონკრეტულად კი  "გოგო" გათვლილია ადგილობრივი ბაზრისთვის და ვემსახურებით ყველა სეგმენტს. ანუ თუ ჩვენი პირველი ხაზის კოლექცია არის მაღალი კლასის და  შესაბამისი ღირებულების,   ვეცადეთ, ჩვენი ძვირფასი მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ბევრად ხელმისაწვდომი პროდუქციაც, რომელშიც შევინარჩუნებდით ხარისხს, თუმცა სტილის მრავალფეროვნებით დავაკმაყოფილებდით თითქმის ყველა ასაკისა და  გემოვნების მომხმარებელს. ჩვენმა ამ ჩანაფიქრმაც გაამართლა. ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ სულ ვფიქრობდეთ იმაზე, რა საინტერესო  სიახლეებს შევთავაზებთ  ადამიანებს. 

-როგორი ტიპის სამოსი მოწონს თქვენს აუდიტორიას? 

- ჩვენმა მომხმარებლებმა ზუსტად იცის, რომ ჩვენთან გემოვნებიანი სამოსი დახვდება. როგორც აღვნიშნე, გვაქვს  ძვირფასი, ელეგანტური სამოსი, რომელშიც ქალბატონები სრულყოფილად გრძნობენ თავს და გვაქვს ყოველდღიური, პრაქტიკული სამოსიც. შესაბამისად, საინტერესო არჩევანს ვთავაზობთ მათ. შემიძლია, გითხრათ, რომ ასაკს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომფლექტებული გუნდი, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანი, რომელიც ჩვენს მაღაზიაში შემოვა და სამოსს შეიძენს, იყოს კმაყოფილი და მას გაუჩნდეს ჩვენთან მეორედ მოსვლის სურვილი. სწორედ ამ დაუღალავი შრომის შედეგია, რომ ჩვენი ბრენდი დღითიდღე უფრო მეტ ერთგულ  მომხმარებელს იძენს.



-რამდენად რთული აღმოჩნდა პანდემიის პერიოდი?

-როგორც ყველა ბიზნესისთვის საქარველოში და ზოგადად მსოფლიოში, პანდემიის პერიოდი ჩვენთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ვერ მოვახდინეთ ბრენდის უკეთ წარმოჩენა, არ გამართულა ჩვენებები, სადაც შევძლებდით კოლექციების წარდგენას. თუმცა, "გოგოს" ხაზმა, რომელიც ძირითადად ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი, კარგად იმუშავა, მომხმარებელმა  ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეძლეს ბრენდის სასურველი სამოსის შეძენა. მჯერა, მალე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება და მოვახერხებთ  იმ ჩანაფიქრების განხორციელებას, რაც  ბრენდის კიდევ უფრო მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.  

-რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? 

-წინ არაერთი გეგმაა, პირველ რიგში გვსურს Sophie გავიტანოთ როგორც  საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამართულ ჩვენებებზე. რაც შეეხება "გოგოს" ხაზს,  ამ მიმართულებით უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებელს. დაგველოდეთ, სულ მალე საინტერესო სიახლეებით დაგიბრუნდებით!

Comments