“თაფლი სახლში”- გემრიელი ქართული პროდუქტის შესახებ.
კომპანია "თაფლი სახლში" მეექვსე წელია, რაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი, მაგრამ მისი ისტორია უფრო ადრე , რამდენიმე წლის წინ იწყება. თავდაპირველად, კომპანიმ დაარსა სკები და ფუტკრები გამრავლა. ამ ეტაპზე არჩევანში წარმოდგენილია სამი სახეობის გამორჩეული თაფლი ცაცხვის და ალპური მინდვრის ყვავილები,მაისის ანუ აკაცია და წაბლის თაფლი. ასევე , ფიჭა და ყველა ფუტკრის პროდუქტი( ფიჭა, ფუტკრის რძე, ჭეო, დინდგელი, ყვავილის მტვერი, სანთელი).
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 15 ადამიანი. მდებარეობს კახეთში, გურჯაანის რაიონში, სოფ არაშენდაში. პროდუქცია იყიდება ქსელურ მაღაზიებში: ორი ნაბიჯი, კარფური, მაგნიტი, გუდვილი, ეკონომიქსი, ევროპორტიქტი და ლიდერფუდის ქსელებში. ასევე საფირმო მაღაზია შ. ნუცუბიძის 10 ა ნომერში. იგეგმება ვარკეთილის და გლდანის ფილიალების გახსნა.
აღსანიშნავია, რომ ფასი არის საკმაოდ ლოიალური და ხელმისაწვდომი. 1 კგ ცაცხვის და ალპური მინდვრის ყვავილები და მაისის თაფლი ღირს 17 ლ. წაბლის 20ლ. თაფლი არის 100% ნატურალური პროდუქტი.
“ჩვენ ვემხრობით აგრარული ბიზნესის განვითარებას, ჩართული ვიყავით პროექტში “აწარმოე საქართველოში” და ვფიქრობთ, რომ ქართული ბაზრის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.” - აღნიშნა ჩვენთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა.
კომპანიის მიზანია რომ მომხმარებელს ჯანსაღი და ნატურალი პროდუქტი მიაწოდოს , რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის.






Comments
Post a Comment