ინტერვიუ “City official”-ის დამფუძნებელთან.



  დღეს მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი ქართული ბრენდი, რომელმაც მცირე დროში მოახერხა და საკმაოდ დიდ აუდიტორიას შეაყვარა თავი. თუ როგორ მოახერხა წარმატების მიღწევა ინტერვიუში კომპანიის დირექტორი, ნათია ჩაჩხუნაშვილი თავად მოგიყვებათ.

- მომიყევით თქვენ შესახებ, როგორ დაარსდა თქვენი ბრენდი ?

- დიდი ხანი სურვილი გვქონდა, ქართულ ბაზარზე შემოგვეტანა ისეთი პროდუქცია,რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ქართველი მოსახლეობისთვის. 




- რას ითვალისწინებს ბრენდის კონცეფცია ?

- ბრენდის სახელიდან გამომდინარე, ისევე როგორც მისი ლოგოდან, კონცეფცია ითვალისწინებს საზოგადოებას, ქალაქს, რომელშიც ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანი შეძლებს აარჩიოს მისთვის სასურველი სამოსი წლის ნებისმიერ დროს.



- როგორი ტიპის/სტილის სამოსი გაქვთ წარმოდგენილი?

- რაც შეეხება, უშუალოდ სამოსს აბსოლიტურად ყველა სტილის სამოსი გვაქვს ნებისმიერი , ასაკის ადამიანისთვის .იქნება ეს კლასიკური თუ სპორტული ხაზი,  ასევე ყოველდღიური სამოსი ჩანთები კოსმეტიკა და აქსესეარები (ბიჟუტერია საფულეები  ) მაღაზიაში წარმოდგენილი სამოსი არის, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის 




- რა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი ბრენდი? ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

- სამიზნე კატეგორიას წარმოადგენენ ბავშვები ქალები და მამაკაცები.  ასაკს ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ჩვენს მაღაზიაში ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია მონახოს  მისთვის სასურველი სამოსი, ყველაზე პატარა ასაკი იწყება სამი თვიდან.



- რა განაპირობებს თქვენი მომხმარებლის დადებით შეფასებებს ?

- მომხმარებლის დადებით შეფასებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ სამოსი არის მაღალი ხარისხსის და რაც მთავარია, ძალიან დაბალი ფასები გვაქვს.



- რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე, როგორც სტარტაპი?

- როგორც ასეთი, სირთულე გამოიხატა “ლოქდაუნში”, როდესაც ფილიალების უმეტესობა დაიკეტა და ვერ ვახერხებდით მუშაობას, გარდა ონლაინ ვაჭრობისა,თუმცა მოგეხსენებათ ზოგ ადამიანს ურჩევნია ადგილზე შეიძინოს ნივთი, ვიდრე სურათებით იმსჯელოს, ამიტომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემა იყო ჩვენთვის.


- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- სამომავლიდ ვგეგმავთ გავხსნათ უფრო მეტი ფილიალი, როგორც თბილიში , ასევე სხვა დიდ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი.




Comments