Onami - ხელნაკეთი პოსტერები



 “ონამის” დაარსების იდეა ნათია დადუნაშვილს და მიშო ჩირიკაშვილის  დაახლოებით 2 წლის წინ გაუჩნდათ.  თავდაპირველად, ნათია და მიშო ფიქრობდნენ რომ გაგვეკეთებინა სურათის ილუსტრირებული პოსტერები დაბეჭდილი სახით, თუმცა ბაზრის შესწავლის შედეგად მიხვდნენ, რომ აღნიშნული ტიპის პროდუქტს საკმაოდ ბევრი კომპანია სთავაზობდა მომხმარებლებს, რის გამოც დავიწყეს ფიქრი რაიმე სიახლეზე და სწორედ აქედან გაჩნდა ხელნაკეთი პოსტერების შექმნის იდეაც.

 პირველი პოსტერი პანდემიის პერიოდში, გაზაფხულზე სასაჩუქრედ შეიქმნა, ხოლო ინსპირაცია ინტერნეტში ნანახი ერთ-ერთი ვიდეო აღმოჩნდა. ახალგაზრდა ხელოვანები რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდნენ პოსტერებს და ტესტავდნენ სხვადასხვა ტექნიკებს. საბოლოოდ,  2020 წლის ნოემბერში შეიქმნა გვერდი , სწორედ აქედან ნათიამ და მიშომ შეკვეთების მიღებაც დაიწყეს.

  ამ ეტაპზე “ონამი” 2 სხვადასხვა ტიპის პოსტერს სტანდარტული და მინიმალისტური) აწარმოებს. მინიმალისტური პოსტერი არის სურათის კონტურული ვარიანტი, ნაკლები დეტალისგან შემდგარი, ხოლო სტანდარტული პოსტერი უფრო რეალისტურია. რაც მთავარია, პოსტერი არის სრულიად ხელნაკეთი, ტილოზე მომხმარებლის სურათი ჯერ საღებავით იხატება და შემდეგ კონტურები ძაფით იქარგება.

 შეკვეთა შესაძლებელია Instagram, Facebook და Whatsappის მეშვეობით. მომხმარებლები ირჩევს რა სტილის პოსტერი სურს, შემდეგ აგზავნის რამდენიმე სურათს და ხოლო დიზაინერები მათ ეხმარებიან საუკეთესო ვარიანტის არჩევაში. ამის შემდეგ მომხმარებელი არჩევს პოსტერის ზომას.  

   დეტალების შეთანხმების შემდეგ მზადდება სურათის კონტურული ილუსტრაცია, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი დეტალის შეცვლა ან დამატება. “ონამის” სამიზმე აუდიტორია არიან ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან სოციალურ სივრცეში და დაინტერესებულები არიან ხელოვნებითა და ესთეტიური სილამაზით. ვისაც სურს საკუთარ თავს ან მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს გაუკეთოს განსხვავებული საჩუქარი და რაც ყველაზე მთავარია, ვისაც უყვარს ხელნაკეთი პროდუქტი.

პოსტერის ღირებულება მაქსიმალურად მორგებულია ბაზარზე და იმის გათვალისწინებით, რომ ხელნაკეთ პროდუქტია,ფასები საკმაოდ მისაღებია.

ამ ეტაპზე “ონამი” მუშაობს ერთ-ერთ სტარტაპთან კოლაბორაციაზე მუშაობს და ძალიან მალე მომხმარებლებს შესთავაზებს ჩანთებს სასურველი ნაქარგით.

Comments