Chocolavita - თუ კი არ იცით რა აჩუქოთ საყვარელ ქალბატონს.
ქალების დღის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რა ვაჩუქოთ საყვარელ ქალბატონს, დედას დას და ზოგადად ქალებს. ტკბილეული ყოველთვის გამოსავალია ! დღეს მინდა გაგაცნოთ ქართული კომპანია “ჩოკოლავიტა”, რომელიც საკმაოდ ორიგინალურ ბოქსებს გვთავაზობს.
https://www.facebook.com/mychocolavita/
Chocolavita-ს დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლებმა ქალიშვილისთვის ისეთი შოკოლადის ძებნა დაიწყეს, რომელიც ხარისხიანი პროდუქტისგან იქნებოდა დამზადებული და პატარას ალერგიას არ მისცემდა. შესაბამისად, შეიქმნა პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს ზედმეტ შაქარს, ცხიმებს და სხვა კონსერვანტებს.
ნელნელა კომპანიას უმაღლესი ხარისხის ბელგიური და იტალიური შოკოლადი დაემატა.შოკოლადის შეკვეთა ყოველთვის წინასწარ ხდება, რათა მომხმარებელმა ყოველთვის შეძლოს და მიიღოს უახლესი პროდუქტი.
აღსანიშნავია, Chocolavita-ს სასაჩუქრე შოკოლადის ყუთებიც, რომელთა შევსება-აწყობა ხდება კლიენტის მოთხოვნისა და არჩევანის შესაბამისად. შეიძლება იყოს როგორც ჩირით, თხილით, ტრიუფელებით, ასევე ტკბილეული ყავის, ნაღების, კარამელის, ციტრუსების ცედრით, ხილფაფების (ხილის პიურეს) დანამატებით.
ასევე მათ, ვისაც არჩევანის გაკეთება უჭირთ არსებობს ბოქსები, რომლებსაც თავად კომპანია აწყობს და ზემოთ ჩამოთვლილ დასახელებებსაც მოიცავს. შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, პირდაპირ გვერდიდან ფეისბუქზე ან ინსტაგრამში. პირად შეტყობინების მეშვეობით, WhatsApp-ში ( +995 574 73 27 73 ) ან აღნიშნულ ნომერზე დარეკვით (+995 599 111 809) კურიერი მოგაწვდით შეკვეთას თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. ამჟამად მოქმედებს ასევე 8 მარტის აქცია - მოწოდება უფასოდ.












Comments
Post a Comment