EPOSHH - Made in Georgia





    დღეს მინდა, კიდევ ერთი ქართული ბრენდი გაგაცნოთ. საინტერესო და დახვეწილი კონცეფციით, გთავაზობთ ინტერვიუს “Eposh”-ის დამფუძნებელთან.

- როგორ დაარსდა ბრენდი?

- ბრენდის დაარსების იდეა გაჩნდა 2014 ში ლონდონში ცხოვრებისას, როდესაც მივხვდით, რომ ურბანული ცხოვრება ეს ის რუტინაა, სადაც გესაჭიროება მეტი კომფორტი და პრაქტიკულობა  . რეალურად მივხვდით, რა არის საჭირო რომ ადამიანებმა ისიამოვნონ ყოველდღიურად და აი ასე დაიწყო იდეამ განვითარება და ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში იღებდა სახეს და ამჟამადაც ჯერ ისევ ვყალიბდებით.

 


- რას ნიშნავს ბრენდის სახელწოდება?

- ბერენდის სახელწოდების შინაარსი ასეთია.

◦ ინგლისურად  „epoch“ ნიშნავს „ეპოქას“  „shh“– „ შშშ “სიჩუმისაკენ მიუთითებს.

◦ეპოქა და სიჩუმე შევაერთეთ და მივიღეთ „ეპოშშ“ / „eposhh“ .

◦ჩვენ ვართ დინამიურები დროსთან და გარემო პირობებთან მიმართებაში, ამიტომაც ავარჩიეთ ეს სახელი.

- როგორ ტიპის სამოსი გაქვთ წარმოდგენილი?

- ამ ეტაპზე გვაქვს წარმოდგენილი მხოლოდ სპორტულები და საცვლები.თუმცა ჩვენ მხოლოდ ამით არ ვაპირებთ შემოფარგვლას, რადგანაც ჩვენი სეგმენტი საჭიროებს მრავალფეროვნებას.

- რა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი თქვენი ბრენდი, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

◦ასაკობრივი კატეგორია იწყება 16 დან 50 მდე .

◦ჩვენი სამიზნე აუდიტორია მოიცავს :

◦Generation _ X

◦ Millennials

◦ Gen _ Z.

- საიდან იღებთ ინსპირაციას ?

- ჩვენი ძირითადი ინსპირაციის წყარო არის კაცობრიობა და სხვადასხვა კულტურული აქტივობები.

- რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე ,როგორც სტარტაპი?

- ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი სირთულე არის ის რომ ძალიან პატარა ქვეყანაა, მცირე მოსახლეობაა, ასევე პროფესიონალი მუშა ხელი ცოტაა და ტრანსპორტიც მოსაწესრიგებელია. მაგრამ გარდა ამისა , არის ბევრი პლიუსები ჩვენს ქვეყანაში, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

 - რას გეგმავთ სამომავლოდ ?

- სამომავლოდ ვგეგმავთ საინტერესო სიახლეებს რასაც სურპრიზად დავტოვებთ.






Comments