Healthy Store - პირველი პრემიუმ ორგანული ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში.
დღეს გვინდა, გაგაცნოთ ჯანსაღი კვების პლატფორმა “Healthy Store” , რომელიც თავისი კონცეფციით ერთ-ერთი პირველია საქართველოში. გთავაზობთ ინტერვიუს მის დამფუძნებელთან სოფი ფეიქრიშვილთან.
- როდის დაარსდა კომპანია ? როგორ გაჩნდა იდეა ? მომიყევით თქვენზე.
- “ჰელსი სთორის” ოფიციალურ დაბადების დღედ 2020 წლის 8 აგვისტოს მივიჩნევთ, თუმცა იდეა ბევრად ადრე გაჩნდა.
ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ჯანსაღი ცხოვრების წესით, განსაკუთრებით აქტუალური კი ეს თემა ჩემთვის პანდემიის დროს გახდა, როცა გადავწყვიტე ჩემი ჰობი, უფრო სერიოზულ ეტაპზე გადასულიყო, რისთვისაც გავიარე სტენფორდის ონლაინ კურსი ჯანსაღი კვების მიმართულებით.
შემდეგ კი გამიჩნდა სურვილი შემექმნა პლატფორმა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებდა, მოახდენდა მის პოპულარიზაციას, ასევე ხელმისაწვდომს გახდიდა იმ პრემიუმ ხარისხის ორგანულ ბრენდებს, რომლებიც სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარზე არ იყო.
“ჰელსი სთორი” ჩემთვის არის ადგილია, სადაც მეგობრულ და გასაგებ ენაზე ვიღებთ საჭირო ინფორმაციას, ვაზიარებთ მარტივ და გემრიელ რეცეპტებს, სადაც უმაღლესი ხარისხის პროდუქტებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთან ურთიერთობაა, მათი მოსმენა და ორმხრივი კომუნიკაციაა. მოკლედ რომ ვთქვათ, “ჰელსი სთორი” არის კარგი მეგობარი, რომელიც პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს ჯანსაღ ცხოვრებაზე.
- რა პროდუქტებს მოიცავს “ჰელსი სთორი”? რისთვისაა გათვლილი?
- “ჰელსი სთორის”მოიცავს 100-ზე მეტი სახეობის პროდუქტს, მათ შორისაა ორგანული, ბიო, ვეგანური, კეტო, ქოშერი, უგლუტენო და სხვა უმაღლესი ხარისხის მქონე პროდუქტები, რომლებიც დამზადებულია მსოფლიოში აღიარებული სტანდარების დაცვით და ფლობს ხარისხის სერთიფიკატებს, როგორიცაა მაგალითად USDA Organic, Certified Vegan, Kosher Parve და სხვა.
რაც შეეხება ასორტიმენტს, “ჰელსი სთორში” პროდუქტების ნაირსახეობა მუდმივად მზარდია, ვითვალისწინებთ რა მომხმარებლების სურვილებსა და მსოფლიო ტრენდებს.
ამ ეტაპზე, ვართ მსოფიოში აღიარებული ორი ორგანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში:
ამასთანავე “ჰელსი სთორში” წარმოდგენილია მსოფლიოში აღიარებული ბრენდების სხვადასხვა პროდუქტები:
“ჰელსი სთორი” არის მუდვილად განვითარები პროცესში და სურვილი გვაქვს, რომ პირველებმა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს ის ჯანსაღი პროდუქტები, რომლებიც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოს ბაზარზე.
- როგორია პროდუქტის გამოყენების წესი რა დროს შეიძლება “ჰელსი სთორის” პროდუქტების გამოყენება და რა დროს არა ? ხომ არ იჩენს თავს გვერდითი მოვლენები?
- გამომდინარე იქიდან, რომ “ჰელსი სთორის” ყველა პროდუქტი არის ორგანული და შეიცავს ნატურალურ ინგრედიენტებს, მათი გამოყენება უსაფრთხოა ნებისმიერ ასაკში.
მაგალითად, Yumearth-ის ორგანული კანფეტები თავისუფალია 8 ძირითადი ალერგენისგან, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან როგორც ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ბავშვებში ძალიან ხშირია ამა თუ იმ სახის ალერგია, რომლის შესახებაც შეიძლება მშობელი საერთოდ არ იყოს ინფორმირებული, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბავშვებისთვის, შევიძინოთ უსაფრთხო პროდუქტი.
- ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია და მომხამარებელი?
- ჩვენი სამიზნე აუდიტორია არის ძირითადად ის ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე ხარისხი და პროდუქტის მახასიათებლები.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ჰელსი სთორი” არის პირველი პრემიუმ ორგანული ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში.
ამ ბრენდების შეძენა “ჰელსი სთორის” დაარსებამდე, მხოლოდ უცხოური
ვებ გვერდების საშუალებით იყო შესაძლებელი, რაც თავის მხრივ არ იყო დიდად კომფორტული. ახლა კი “ჰელსი სთორის” საშუალებით იგივე პროდუქტები უსწრაფესად ჩნდება მომხმარებელთან, შეკვეთიდან 24 საათში განმავლობაში.
- როგორ შეიძლება პროდუქტის შეძენა? თუ შეიძლება კურსის ჩატარება და რას მოიცავს კურსი?










Comments
Post a Comment