Lan’s Jewellery - ქართული სამკაულების ბრენდი.


  დამეთანხმებით, რომ ქართულ მოდის სფეროში უფრო მეტი ტანსაცმლის ბრენდია, ვიდრე აქსესუარების, თანაც საუბარია, ძვირფას და დახვეწილ სამკაულებზე. დღეს მინდა გაგაცნოთ ქართული სტარტ აპი “Lan’s jewellery” და მისი დამფუძნებელი ლანა. რომელმაც ძალიან მარტივად დაიმკვირდა თავი ქართულ ბაზარზე. 

- როდის დაარსდა თქვენი ბრენდი?

- პანდემიამდე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დავიკავეთ სტენდი და როგორც კი აქტიურად დავიწყეთ შეკვეთების მიღება, ასევე არსებული, უკვე დამზადებული ქარხნული მოდელების რეალიზაცია, სწორედ მაშინ მოხდა ის, რაც მოხდა ... დღევანდელ რეალობაში, პანდემია და ვირუსის დაუსრულებელი ტალღები - “დავრჩით სახლში” - ჩვენი სამკაულებით და უკვე არსებული მომხმარებლის ზარებმა და თხოვნამ რომ გაგვეკეთებინა გვერდი, სადაც ისევ შეძლებდნენ დათვალიერებას და შეძენას, გვიბიძგა ამ გვერდის დაარსებისკენ.

- მომიყევით თქვენზე , თქვენს საქმია ?

-  პანდემიის პერიოდში არ შეწყვეტილა ცხოვრებისეული დღესასწაულები, რომლებიც მოითხოვდა შედარებით ძვირადღირებული ლითონისგან კერძოდ კი ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებულ სამკაულებს, მომხმარებელი არჩევს როგორც აღვნიშნე უკვე, არსებული ქარხნული მოდელებიდან ან თავისივე გემოვნებით ვუმზადებთ  სამიდან ხუთ დღემდე ვადაში, ნებისმიერი სინჯის, წონისა და დიზაინის სამკაულს რაც კი არსებობს დაწყებული პირსინგებიდან, დამთავრებული უზარმაზარი ოქროსა თუ ვერცხლის ჯაჭვებით .

- რა მასალებს იყენებთ სამკაულების დასამზადებლად და რომელზეა უფრო დიდი მოთხოვნა ?

-  ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ვერცხლს და ოქროს. თამამად შემიძლია ვთქვა ოქროზე, რადგან ოქრო არის ის მეტალი, რომელიც არ კარგავს მოდურობას, ფასს და ხარისხს.

- თუ არის შესაძლებელი რომ მომხმარებელმა სასურველი დიზაინით შეუკვეთოს თქვენთან სამკაული?

- რათქმაუნდა, სწორედ ამით მოვიპოვეთ გარკვეული ნდობა და პოპულარობა, ძალიან ბევრი მომხმარებლის სურვილი და შეკვეთა დაკმაყოფილდა, ზუსტად ისე, როგორც უნდოდათ. განსაკუთრებით , სასიამოვნოა წყვილებისთვის საქორწინო ბეჭდების და ნიშნობის ანუ ხელის თხოვნისათვის განკუთვნილი ბეჭდების დამზადება სასურველი გრავირებით .

- რამდენად მარტივია თქვენთვის ონლაინ გაყიდვები , თუ გაქვთ შოუ რუმი?

ონლაინ გაყიდვები აღმოჩნდა იმაზე მარტივი, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი, ამაში დიდი როლი ითამაშა ყველაფრის ონლაინ რეჟიმში გადასვლამ, ასევე მომხმარებლისთვის სწრაფმა და კომფორტულმა მიწოდებამ ჩვენი კურიერების დახმარებით და მთავარი კომპონენტი, ხარისხის სიზუსტე, რომელიც ჯაჭვურად გადაეცემოდა მომხმარებლებში და უმეტოსობა, ვინც გვწერდა პირველად ურთავდა ტექსტს, რომ ჩვენთან სამკაული მისმა  მეგობარმა შეიძინა, გადაამოწმა ოქროს  ხარისხი და ძალიან კმაყოფილია. 

- რა სიახლეები გექნებათ სამომავლოდ ?

- ძალიან გვინდა ისევ დავუბრუნდეთ რომელიმე სავაჭრო ცენტრს მას შემდეგ, რაც სრულად დავრწმუნდებით უსაფრთხოებაში ან გავაკეთოთ შოუ რუმი, ასევე ვგეგმავთ განვადების სერვისის დამატებას ოქროს სამკაულებზე და კიდევ ბევრ სიახლეს და ამისათვის უნდა იყოთ ჩვენი გამომწერი როგორც ინსტაგრამზე ასევე facebook - ზე. აქვე დავაანონსებ ძალიან მაგარ გათამაშებას ინსტაგრამზე,რომელიც 15 აპრილს დამთავრდება.


https://instagram.com/lans.jewellery




Comments