Miss Ni- სილამაზის ფორმულის ძიებაში დაბადებული სტარტ აპი.

 

თანამედროვე სამყაროში გოგონებს ესმით,  რომ   საკუთარი თავების ფერია-ნათლიები თავადვე არიან, მათ შეუძლიათ გაუკეთონ საკუთარ თავებს მცირეოდენი სიურპირიზები. 18 წლის ნინი სანიკიძეც ერთ-ერთი მათგანია, დიდხანს იკვლევდა  „სილამაზის X „-ს , ვერ გეტყვით,რომ  იპოვა, მაგრამ გოგონას ღრმად წამს რომ ქალთა ძალა შეძლებს მის პოვნას, ამიტომ ნინიმ გამოსავალი იპოვა. 

-“ ვფიქრობდი რომ რაღაც უნდა მქონოდა,რაღაც რაც გაგვაერთიანებდა, რაც გაგვხდიდა ფერადსა და განსაკუთრებულს, რაც დაგვარწმუნებდა რომ ვანათებთ, ვიტყოდი რომ „ნი“ოცნებამ შექმნა, ალბათ, უკვე ცხადია რომ „ნი“ ყველა გოგონასთვისაა.” - აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუში გოგონამ.

 ნი - ეს ერთი გოგოს სახელის ინიციალებია, რომელსაც მიზნად აქვს სხვების გაბრწყინება. 

“ მის ნი “ პატარა სტარტაპია, შეიძლება ითქვას რომ სტარტაპებშიც სტარტაპია. ნინის უნდოდა, რომ ყუთში ქართული პროდუქცია ყოფილიყო, ქართული და ხარისხიანი, სწორედ ამიტომაც ნინი თანამშრომლობს „აიმარიასთან“ და „გლოუ“ სთან. უკეთ რომ გაგაცნოთ ,“აი მარია „მუშაობს ნატურალურ ტყავზე, ესეც ოჯახური სტარტაპია, ის სასურველი ფორმისა და ზომის ჩანთებს კერავს, სასურველი  დიზაინით. მათ ახლახან დაიწყეს  ფერადი სქრანჩების  შეკერვა და უნდა ითქვას რომ ნის ყუთისთვის ამზადებს. 

   Glow • გლოუ ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც აწარმოებს კოლაგენის პირველ ქართულ თვალის პაჩებს ყოველდღიური გამოყენებისთვის. ყველაფერი პატარა საოჯახო ბიზნესიდან დაიწყო და ნელ-ნელა მეტად ცნობადი ხდება, ისევე როგორც ნი, თვალის პაჩები კი ხელს უწყობს ჩვენი კანის სიკაშკასესა და სისუფთავეს, ხსნის დაძაბულობასა და დაღლილობას. კომპანია ბევრ სიახლეს გვპირდება.

ყუთში ასევე შეხვდებით კოსმეტიკას(ტუჩსაცხს, ტუშს, ჰაილაითერს და ა.შ)  ნინი მათი არჩევისას დიდ ყურადღებას აქცევს ხარისხს.

  -“ პირველი ყუთის კოსმეტიკა ერთმა საინტერესო გოგომ მოგვაწოდა რომელსაც აქვს თავისი გვერდი „ლე სოლეი“,ის  ორიგინალ კოსმეტიკას აწვდის გოგონებს.  მან მოგვაწოდა „კიკო მილანოსა“ და „რევოლუშენის“ პროდუქცია, პირველ ყუთში პომადა, ტუში და თვალის ფანქარი არის სამოგზაურო ზომის.მინდა ვთქვა ისიც, რომ  პირველი ყუთი არის დასატესტი,  ჩვენ გვაინტერესებს როგორ მიიღებენ გოგონები ნის. ნელნელა კი განვვითარდებით, გავიზრდებით, უკვე ვმუშაობთ აპრილის ყუთზე, ვიღებთ გამოცდილი დერმატოლოგებისა და  მეიქაფ არტისტების რჩევებს. “ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნინიმ.

 “Miss Ni”-ს მალე უამრავი ქართულ ბრენდი დაემატება. აქვე გაგიმხელთ სიურპრიზს : გოგონებს ყოველ ყუთში სხვადასხვა პროდუქტი  დახვდებათ, რომელიც სპეციალურად მათთვის იქნება გათვლილი. საქმე იმაშია,რომ  შეკვეთის აღებამდე ნინი ესაუბრება გოგონებს, იგებს როგორი სახის კანი აქვთ, როგორ ფერებს ანიჭებენ უპირატესობასა და ამის მიხედვით მზადდება ყუთიც. მალე ასევე, დაემატება სასაჩუქრე ყუთები, რომლებიც მორგებული იქნება ფასსა და გემოვნებაზე.  ბოქსები გამოვა ორ თვეში ერთხელ, ხოლო სასაჩუქრე ყუთის შეკვეთა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს.

  ყუთში მოთავსებული პროდუქტის ღირებულება არის 100-120 ლარის, ყუთის ღირებულება კი 85 ლარია,  ახლა კი  10 მარტამდე , 10 % ფასდაკლება მოქმედებს. ამასთან ერთად, პირველად შეძენილი ყუთის ფასი არის 85 ლარი მეორედ გამოწერილი ყუთის კი 80, მესამე  და შემდეგი გამოწერილი ყუთები კი 75 ლარია.

 - “ვფიქრობ ნი უკვე განსხვავებულია ყველა სხვა ბიუთი ბოქსისგან, თუმცა მომავალში უფრო ნათლად დაინახავთ  სხვაობას, ჩვენთვის ქართული პროდუქციაა  მთავარი, ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართული პროდუქტი, თუმცა გთავაზობთ  უკვე  მოთხოვნადი ბრენდების პროდუქციასაც.ნის ყუთი გათვლილია ყველა გოგონასთვის, მინდა ნი იყოს მათი სილამაზის საიდუმლო, უამრავი გოგო იწერს ბიუთი ბოქსს საზღვარგარეთიდან, მათ კი შესაძლებლობა ექნებათ ქართული პროდუქციით მიიღონ სრული კომფორტი და იბრწყინონ, გაილამაზონ თავიანთი ჩრდილი .ავრორა  კი სიმბოლოა სილამაზის,რომელსაც გოგონები თავიანთი ძალებით აღწევენ. “ - აღნიშნა ნინიმ.

Comments