მარგარიტიფერა - ქართული სამკაულების ბრენდის შექმნის ისტორია
დღეს მინდა გაგაცნოთ ქართული ბრენდი “”, გთავაზობთ ინტერვიუს მის დამფუძნებლებთან ნინი ლოქაფიშვილთან და ანი რაზმაძესთან.
- როდის დაარსდა თქვენი ბრენდი ?
მარგარიტიფერა“ დაფუძნდა 2020 წლის 25 მაისს, ხოლო ჩვენი პროდუქცია გაყიდვაში ჩაეშვა ამავე წლის ივნისის თვიდან.
- რა იყო თქვენი ინსპირაცია ?
- ჩვენი ინსპირაცია იყო უშაულოდ მარგალიტი, რადგან ვფიქრობთ, რომ მარგალიტი არის ყველაზე დახვეწილი მინერალი, რომელიც ყოველთვის აქტუალურია და მასზე გავლენას არ ახდენს მოდის ცვალებადობა.
- რა მასალით მზადდება თქვენი აქსესუარები?
- მარგარიტიფერას ყველა აქსესუარი დამზადებულია 925 სინჯის ვერცხლისგან, რომელიც როდირებულია 585 სინჯის ოქროთი. რაც შეეხება მარგალიტს, გამოყენებულია მდინარის დაუმუშავებელი მარგალიტი, რომელიც წარმოებულია კულტივაციის გზით.
- ჩვენ ვცდილობთ, რომ მარგარიტიფერას სამკაული იყოს ყველასთვის მორგებადი. შესაბამისად, ვეცადეთ გვქონოდა ხელმისაწვდომი ფასები, რომელიც მინიმალური თანხით იწყება და იზრდება სამკაულის მოდელისა და დამზადების სპეციფიკის მიხედვით. თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა სამკაულის ხარისხი თანაბარია და ფასის ცვალებადობა ჩვენს ხარისხზე არ მოქმედებს
- რომელ ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი?
- მარგარიტიფერას სამკაულები გათვალისწინებულია ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის, რადგან ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ სამკაულის მოდელების ფართო არჩევანს, რომლებიც გათვლილია ყოველდღიური და კლასიკური ლუქისთვის.
- როგორი იყო თქვენთვის პანდემიის პერიოდი?
- ვინაიდან მარგარიტიფერა სწორედ პანდემიის პერიოდში დაარსდა, ვეცადეთ პანდემიისგან შექმნილი ვითარება ჩვენთვის სასიკეთოდ შემოგვებრუნებინა და გვეპოვა ამ მძიმე დროის დადებითი მხარე და ამ პერიოდში გამოთავისუფლებული დროის დახმარებით, შევქმენით ახალი ბრენდი ონლაინ ბაზარზე.
- რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ბრენდის დაარსებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ჩვენი კონკურენტების მხრიდან, თუმცა ჩვენ სირთულეებს არ ვუშინდებით ჩვენი ერთგული მომხმარებლების მხარდაჭერითა და ხალხისგან მიღებული პოზიტივის დახმარებით, რაც ჩვენთვის დიდი სტიმულია. გარდა ამისა, სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ სამკაულების დამზადების პროცესი საკმაოდ სპეციფიურია, რადგან მოიცავს ბევრ ეტაპს საბოლოო შედეგის მისაღებად, რომელსაც ვაწვდით უკვე მომხმარებელს. მზადების პროცესში გასათვალისწინებელია უამრავი დეტალი, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გონებრიგ დატვირთვასაც, რათა იდეალურად შევასრულოთ ჩვენი საქმე.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
- გვინდა სიხარულით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გეგმები უკვე სისრულეში მოდის და მზადების პროცესშია მარგარიტიფერას აბრეშუმის ჩანთები და სხვა აქსესუარები, რომლებიც გაფორმებული იქნება მდინარის მარგალიტით. სულ მალე, გაყიდვაში ჩაეშვება ახალი ხაზის კოლექცია და უახლოეს გეგმებში გვაქვს ჩვენი სივრცის შექმნა ჩვენი მომხმარებლების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, რათა ადგილზე შეძლონ ჩვენი პროდუქციის ნახვა და შეძენა.











Comments
Post a Comment