Fr Zone - ქართული წინდების ბრენდი

 დღეს მინდა გაგაცნოთ ქართული წინდების ბრენდი, “ Fr Zone” გთავაზობთ ინტერვიუს მის დამფუძნებლებთან.

- მომიყევით თქვენს შესახებ?


სალომე: პირველ რიგში მადლობა გიგა, რომ მოგვეცი შესაძლებლობა გვესაუბრა ჩვენს პატარა სტარტაპზე. FR.Zone არის ორი მეგობრის წამოწყება. კომპანია ცდილობს ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად, რაც ხარისხთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.


ნინო: მე ვარ პროფესიით მარკეტოლოგი , ხოლო სალომე ადამიანური რესურსების მენეჯერი და საბოლოოდ პროდუქტის ერთი მთლიანის, როგორც პიროვნების შექმნაში ვფიქრობ სწორედ, რომ ჩვენი გამოცდილება დაგვეხმარა.


- სად იქმნება თქვენი პროდუქტი?


სალომე : კომპანიის მიზანია ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც შესთავაზებს მოხმარებელს არსებობის მანძლზე ყოველთვის იყოს ქართული წარმოების. შესაბამისად ნებისმიერი ჩვენი პროდუქტი, შეფუთვა და სხვადასხვა დეტალები სრულად არის საქართველოში წარმოებული.



- როგორ მიიღო საზოგადოებამ ქართული წინდები?


ნინო : ვიდრე დავიწყებდით წინდების წარმოებას რა თქმა უნდა ბაზრის მოკვლევა გავაკეთეთ და გარკვეული მოლოდინები გვქონდა თუმცა ქართველი მომხმარებელი იმდენად ლოიალური აღმოჩნდა, რომ ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი სტიმულის მომცემი გახდა.


- რა განაპირობებს მათ ხარისხს?


ნინო: ჯერ-ჯერობით კომპანიაში სულ დასაქმებულია 6 ადამიანი. მთელი გუნდი ერთობლივად ვმუშაობთ თითოეული პროდუქტის შექმნაზე, შეფუთვაზე, ადრესატზე დროულად მიწოდებაზე და მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღებაზე. ვფიქრობ გუნდური მუშაობის სწორედ ეს ეტაპები განაპირობებს ჩვენს ხარისხს.

- რამდენი მოდელის წინდა გაქვთ წარმოდგენილი?

სალომე: პირველი კოლექცია შედგებოდა 7 მოდელისგან, რომელიც განკუთვნილი იყო როგორც მამაკაცებისთვის ასევე ქალბატონებისთვის. ჩვენთვის კი სწორედ ეს იყო მნიშნელოვანი, რომ თითოეული მათგანის სურვილები დაგვეკმაყოფილებინა და აგვეთვისებინა.



- ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?


სალომე: ჩვენი მომხმარებლები არიან აქტიური, მიზანდასახულილ, განსხვავებული შეხედულებებისა და სტილის მქონდე ადამიანები.

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

კომპანია რა თქმა უნდა ფიქრობს განვითარებას, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და მისაღები ფასების დატოვებას სრულ ასორტიმენტზე.

Comments