ინტერვიუ “Nail art”-ის დამფუძნებელ მარეხი კეზუასთან.




- მარეხი, მოგვიყევით თქვენზე, როგორ გაგიჩნდათ სალონის დაარსების იდეა? 

- ყოველთვის მაინტერესებდა ხელოვნებისა და სილამაზის სფეროები. დაახლოებით,  2 წელი კულტურის სამინისტროში ვიმუშავე პროექტების მონიტორიგნის განხრით, რაც ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება და სასიამოვნო მოგონებების დიდი წყაროა. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა საჯარო სამსახურის მიმართ, ყოველთვის ვფიქრობდი კერძო ბიზნესზე და განსაკუთრებით სილამაზის სფეროზე.  


- რა ტენდენციებია დღეს სილამაზის სფეროში ფრჩხილის მიმართულებით?

- დღეისათვის, ძალიან აქტუალურია ფრჩხილის მოვლა საქართველოში. მას შემდეგ, რაც გელ-ლაქი შემოვიდა ჩვენთან, მისი კომფორტი გოგონების უმრავლესობამ იმდენად კარგად მოირგო, რომ 2-3 კვირაში ერთხელ მაინც სტუმრობენ მანიკურის სალონებს. გელ-ლაქმა ფატობრივად ჩაანაცვლა სტანდარტული ლაქი, ვინაიდან გაცილებით დიდხანს ძლებს და მისი მეშვეობით ნებისმიერი დიზაინის შექმნაა შესაძლებელი. რაც შეეხება კონკრეტულ ტენდენციებს, ძალიან დიდ როლს თამაშობს მსოფლიო ვარსკვლავების არჩევანი, რომლებიც ხან, ეგრეთწოდებულ “ნიუდ” გრძელ ფრჩხილებს ანიჭებენ უპირატესობას, ხანაც ახალი ტრენდით ფერადი “ფრენჩით” ან ჭრელი მოხატულიბით გვიბრუნდებიან. ყველაზე აქტუალური და მარადიულად მოდური კი ალბათ წითელი ლაქი და “ფრენჩია”. 

- როგორც ვიცი ბიზნესში მარტო არ ხართ, როგორ დაახასიათებდით თქვენს პარტნიორს?

- მას შემდეგ რაც, ჩემი მამიდაშვილი და ახლა უკვე პარტნიორი, ანა კეზუა, უცხოეთიდან დაბრუნდა, რომელსაც ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდა შესწავლილი ფრჩხილის მოვლის ხელოვნება, გადავწყვიტეთ ერთად გაგვეხსნა სილამაზის სახლი.   ანას უკვე ჰქონდა ბიზნესის მართვის გამოცდილება და საუკეთესო უნარები სილამაზის სფეროში ახალი ბიზნეს დასაწყებად. ორიოდე სიტყვით აუცილებლად უნდა შევეხო ანას საოცარ უნარებს: ალბათ “ვორკაჰოლიკის” განმარტება თუ კი არსებობს, ანას მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ამის საჩვენებლად. შრომისმოყვარეობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებს შორის არსებობდეს გულწრფელი და თანაზიარი დამოკიდებულება, რამაც ასევე ძალიან შეგვიწყო ხელი ბიზნესის განვითარებაში. ძალიან მარტივად დავტოვე ჩემი საჯარო სამსახური და შევუდექი სილამაზის სახლისათვის სივრცის მომზადებას, ანა პარალელურად შეუდგა  მუშაობას საუკეთესო პროდუქციის ჩამოტანაზე, კვალიფიციური სპეციალისტების მოძიებაზე და ამგვარად, ერთობლივი 24 საათიანი დაუღალავი შრომით, გავხსენით “ნეილ არტის” პირველი ფილიალი 2017 წელს. 

- რას აქცევთ დიდ ყურადღებას სალონის მართვისას?

- თავიდანვე სალონის შექმნის იდეასთან ერთად, ერთ მთავარ საკითხზე გავაკეთეთ აქცენტი: მომხმარებელი უნდა მოსულიყო ისეთ გარემოში, სადაც თავს იგრძნობდა როგორც თბილი სახლის სტუმარი. სახლი კი თბილი მაშინ ხდება, როდესაც მეგობრული და გულითადი მასპინძლები არიან. მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო მომსახურების ხარისხი, შესაბამისად თანამშრომელების შერჩევისას მათი ნამუშევრების ხარისხს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდით. თუ კი, რომელიმე მათგანს რაიმე სრულყოფილად არ გამოდიოდა, უფასო ტრენინგს ვუტარებდით და მხოლოდ ამის შემდეგ ვსვავდით სამუშაო განრიგში. 

- როგორ მოახერხეთ ასეთ მცირედ დროში ერთგული მომხმარებლების შემოკრება?

- ალბათ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილმა ორმა მიზეზმა: სასიამოვნო ატმოსფერომ და კვალიფიციურმა სპეციალისტებმა გაუთქვა ნეილ არტს, როგორც საუკეთესო მანიკურის სალონს, სახელი. საოცარია, მაგრამ დღეისათვის ჩვენი მუდმივი მომხმარებლების უმრავლესობა, უკვე ჩვენი ძალიან კარგი მეგობრები არიან. მათ ხშირად ვეკითხებით რჩევებს, რა სიახლეს ისურვებდნენ და რას დაამატებდნენ მომსახურების სიას და ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი რეკომენდაციები. 

- კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებლებს ?

- ამ ეტაპისათვის უკვე ორი ფილიალი გვაქვს: მაჩაბლის 1 ნომერში და ჭავჭავაძის 2/2. მაჩაბლის ფილიალი უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს სადაც გვაქვს ფრჩხილის მოვლა, წამწამების დაგრძელება, უახლესი თაობის ალექსანდრიტის ლაზერი, სოლარიუმი და სიახლე, რაც პირველად თქვენთან გაჟღერდება, ძალიან მალე გვექნება მანიკურის შემსწავლელი სკოლა. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ჩვენი სასწაულმოქმედი ლაზერული აპარატი, რომელიც აღმოჩენაა ჩვენი მომხმარებლებისათვის და საოცარი შედეგები აქვს. რაც შეეხება ჩვენს ახალ ფილიალს, მხოლოდ მანიკურისა და პედიკურის მომსახურება გვაქვს. 

- რამდენად ახერხებთ რეგულაციების დაცვას?

- პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდბები, ალბათ კლიენტებისთვის არის უფრო დისკომფორტი, რადგან მთელი პროცედურის დროს უწევთ პირბადით ჯდომა, რაც შეეხება თანამშრომლებს, ისედაც ჰქონდათ პირბადის ხმარების ვალდებულება პროცედურის დროს. დეზინფექციაც, ფაქტობრივად იგივე პრინციპით ტარდებოდა. მაქსიმალურად ვიცავთ ყველა წესს და ვცდილობთ, ამ ფორმით ჩვენი წვლილი შევიტანოთ პანდემიის სწორ მართვაში. 

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, თბილისის რამდენიმე ახალ ლოკაციაზე ვფიქრობთ. მთავარია პანდემია დასრულდეს და მშვიდად გავაგრძელოთ საქმიანობა. 



Comments

  1. მიყვარს ეს ლამაზი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე გოგო! წარმატება - მას!

    ReplyDelete

Post a Comment