Anika Decoration - ინტერვიუ ანი კაშიასთან.

 პანდემიის პირობებში, პერიოდული რეგულაციების ფონზე ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს გადაიხადოს დაბადების დღე, ნიშნობა, ნათლობა და მოაწყოს ნამდვილი დღესასწაული. იმისათვის რომ დღე მართლაც დასამახსოვრებელი გახდეს ჩვენ ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა გასართობ პროგრამას, ვცდილობთ ჩავიცვათ გამორჩეულად და რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ გვქონდეს გამორჩეული დეკორაციები.

მიუხედავად იმისა, რომ ანა კაშია თავის ამჟამინდელ საქმიანობას რთულ პირობებში სულ რაღაც სამი თვის წინ შეუდგა “Anika Decoration”-მა დახვეწილი სადღესასწაულო გაფორმებებით უკვე მიიქცია ყურადღება და ჩვენი დღევანდელი რესპოდენტიც სწორე ამაზე ისაუბრებს.

- მომიყევით თქვენს შესახებ, როგორ დაეუფლეთ ამ პროფესიას?

- პროფესიით სოციოლოგი, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მომინდა დამატებითი საქმიანობა და ქორწილის ორგანიზება/გაფორმება დავიწყე, შემდეგ რაღაც პერიოდი გავჩერდი და უნივერსიტეტი დავამთავრე, გათხოვების და ბავშვის გაჩენის შემდეგ მომიწია სახლში ყოფნა ბავშვთან შესაბამისად ვერ ვაგრძელებდი სამსახურს და სწავლას ,რთულია აქტიური ცხოვრება გააჩერო რამდენიმე თვით ბავშვის გამო, ვერ შევეგუე , ბავშვს ვერ ვტოვებდი დიდხანს სამსახურში რომ გავსულიყავი, ამიტომ მჭირდებოდა ისეთი საქმიანობა, რომელსაც მე ვმართავდი და დამჭირდებოდა შედარებით ნაკლები დრო რომ შვილთან დროულად დავბრუნებულიყავი, ამიტომ მივიწყებული საქმიანობა გავაცოცხლე დავუბრუნდი ჩემს გვერდს , მაშინ ლილე 2 თვის იყო ნათესავს გავუკეთე გაფორმება , მოეწონა მას და სხვებსაც,მეორეს, მესამეს ... შევიძინე ნივთები, რომლებიც პირველი ეტაპისთვის მჭირდებოდა და ასე ნელ-ნელა ბავშვთან ერთად შევუდექი საქმეს.

- რამდენი წელია რაც მუშაობთ ამ მიმართულებით ? რა მოგწონთ ამ პროფესიაში?

- ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მოვდივართ , მაგრამ აქტიურად ბაზარზე დაახლოებით 3 თვეა რაც გამოვჩნდით, ძალიან სასიამოვნოა ისევ აქტიური ცხოვრებით ცხოვრება, უცხო ადამიანების გაცნობა , მათი მნიშვნელოვანი დღის გაფერადება რომ შეგვიძლია ეს მანიჭებს დიდ ბედნიერებას, მათი გახარებული ,კმაყოფილი და ღიმილიანი სახის დანახვა ორმაგი სიამოვნებაა .

- გაიხსენეთ პირველი შეკვეთა, პირველი ღონისძიება, როგორ გაართვით თავი?

- პირველი შეკვეთა იყო ქორწილის გაფორმება, მახსოვს ძალიან ვნერვიულობდი, რადგან პირველი იყო. თავიდან თითქოს მარტივად მეჩვენებოდა, მაგრამ საკმაოდ რთული აღმოჩნდა , ძალიან ვნერვიულობდი დროც მეტი დამჭირდა და გამოუცდელობის გამო საკუთარ ნიშნობაზე დავაგვიანე, მაგრამ სამსახური უპირველსყოვლისა! საბედნიეროდ, საბოლოოდ კარგად გავართვი თავი და პატარძალიც ბედნიერი და კმაყოფილი იყო.

- კონკრეტულად რა მასალებს იყენებთ დეკორაციების ასაწყობად? მარტო მუშაობთ თუ ვინმე გეხმარებათ?

- ეტაპობრივად ვცდილობთ, შევიძინოთ ყველა ის კონსტრუქცია, რაც გვჭირდება დეკორაციისთვის, ძირითადად , ბუშტებით ვაკეთებთ, მაგრამ ასევე გვყავს ისეთი მომხმარებლები , რომლებსაც ცოცხალი ყვავილებით სურთ გაფორმება და აქ უკვე ფლორისტიკას მივმართავთ, რა თქმა უნდა , ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა გამოიყურება ესე : მე , მეუღლე და ჩვენი შვილი ლილე, რომელიც 7 თვის ეხლა გახდა და თითქმის ყველა შეკვეთაზე დაგვყავს. ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი რომ ბავშვი არ უნდა იყოს დაბრკოლება საკუთარი მიზნების მიღწევაში

- რამდენად რთულია ეს საქმიანობა, სტანდარტულად რამდენი დრო სჭირდება თითო დეკორაციის აწყობას?

- რთულია, ერთი შეხედვით იტყვიან : რა უნდა ამის აწყობას?! მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. დიდი შრომა დევს თითოეული დოკორაციის აწყობაში , დრო , ენერგია, ნერვები. გააჩნია დეკორაციას რამდენ კომპონენტიანია, რამდენად რთული კონსტრუქციისა, 2 საათი სჭირდება ყველაზე მარტივ დეკორაციას და იზრდება დრო სირთულის მიხედვით.



- მოუმართავთ თქვენთვის თხოვნით რომლის რეალიზებაც შეუძლებლად მოგეჩვენათ?

- ჯერჯერობით არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ უარით გამებრუნებინა მომხმარებელი, რადგან მაქსიმალურად ვართ მომხმარებელზე ორიენტირებულნი რომ კმაყოფილები წავიდნენ ჩვენგან და კვლავ გაუჩნდეთ სურვილი იმისა რომ, ჩვენთან დაბრუნდნენ , თუნდაც მომავალ წელს ან მეორე დღესვე. ასე რომ მომხმარებელი და მათი სურვილები უპირველესყოვლისა.

- რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის პანდემიის პერიოდი? მარტივად მოერგეთ ონლაინ პლატფორმას ?

- ძალიან რთულად მისაღებია ჩვენთვის! ჩვენთან ონლაინ მუშაობა ფიზიკურად არ გამოდის, შესაბამისად მოგვიწია საქმიანობის შეჩერება .



- როგორ შეიძლება დაგიკავშირდეთ მომხმარებელი? ღონისძიებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა მოგმართოთ ?

- მინიმუმ ერთი კვირით ადრე ვიღებთ შეკვეთებს,  რათა მოხდეს სრულყოფილი ორგანიზება , მაგრამ გვქონია ისეთი შემთხვევებიც ღამე დაურეკავთ და დილით იმავე  შეკვეთაზე გავსულვართ 

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს . მთავარია, პანდემიამ არ შეგვიშალოს კვლავ ხელი, რა თქმა უნდა გავფართოვდებით, უფრო მეტად სრულყოფილი გახდება ჩვენი მომსახურეობა, უფრო ბევრნი ვიქნებით და ბევრ  ბავშვს , გოგოს,ბიჭს, დედას, მამას, ექიმს , მაწავლებელს და უბრალოდ ხალხს გავახარებთ ჩვენი ფერადი დეკორაციებით . გეგმები დიდია!






Comments