ინტერვიუ ვიზაჟისტ მარიამ ჩაგელიშვილთან.
გთავაზობთ ინტერვიუს ვიზაჟისტ და სალონ “როიალ ბიუთის” მფლობელ მარიამ ჩაგელიშვილთან.
- მარიამ, რა ტენდენციებია ამ ეტაპზე ბიუთი სფეროში? როგორი მაკიაჟია მოდაში?
- ტენდეციები მუდმივად იცვლება, და შესაბამისად მეც სულ ახლის ძიებაში ვარ , ახლა ყველაზე მეტად მოდაშია “გლოუ ეფექტი”, სადა და რაც შეიძლება მეტად მსუბუქი , ლიფტინგ ეფექტი, მაგრამ ამავდროულად კაშკაშა. ჩემთვის ყოველთვის ისაა მოდაში , რაც ყველაზე მეტად გიხდება.
- როგორ გაგიჩნდათ სალონის გახსნის იდეა? როდის დაარსდა ?
- სალონის გახსნის იდეა მქონდა სულ, რადგან ამ სფეროში საკმაოდ კარგად ვიყავი გაცნობიერებული, როდესაც უკვე ამის საშუალება მომეცი შევქმენი ჩემი , ესე რომ ვთქვათ “საყვარელი სამსახური”, სადაც ვზრუნავთ სილამაზეზე და განწყობაზე, სალონი გაიხსნა 2019 წლის 1 ნოემბერს.
- რა კრიტერიუმებით აიყვანეთ პერსონალი?
- პერსონალს რაც შეეხება , ისინი მართლაც რომ პროფესიონალიზმით არიან გამორჩეულები, შრომისმოყვარეობით და რაც მთავარია, მათი განწყობა ყოველთვის ისეთია, ყველას სურვილი უჩნდება ჩვენი ხშირი მომხმარებლები იყვნენ.
- რა გამოარჩევს “როიალ ბიუთის” სხვა ქართული სალონებისგან?
- “ როიალ ბიუთი” გამოირჩევა იმით რომ პირველ რიგში გარემოა ყველა კლიენტზე მორგებული.ყველა სპეციალისტი გამორჩეულად ზრუნავს თითოეულ სტუმარზე. გვაქვს ბარი და ამით ვანებივრებთ ჩვენს მომხმარებლებს, რადგან ისინი ამას იმსახურებენ.
- კონკრეტულად რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს?
- სერვისებს რაც შეეხება გვყავს სტილისტები , მანიკურ-პედიკურის სპეციალისტები, გვაქვს ეპილაციის უახლესი აპარატი, გვყავს კოსმეტოლოგი, რომელიც მოსკოვიდანაა ჩამოსული, ასევე მასაჟი, როგორც გამაჯანსაღებელი ასევე სარელაქსაციო, წამწამების ღეროვანი დაგრძელება , ლამინირება, ვიზაჟის მომსახურება.
- მომიყევით თქვენს სოლარიუმის აპარატზე, როგორც ვიცი ქართული არ არის...
- სოლარიამის აპარატი მე თვითონ ჩამოვიტანე და მართლად უპრეცენდენტოდ მაგარია, 64 ნათურით და თითო ნათურის სიმძლავრე 200 ვატს შეადგენს , იაპონური Ultrasun i9.
- რამდენად რთულია აღმოჩნდა თქვენთვის შეზღუდვები, რა რეგულაციებს იცავთ?
- რეგულაციები და ეს ვირუსი ძალიან დიდი დარტყმა იყო ზოგადად ბიზნესისთვის, ასევე ჩვენზეც იმოქმედა. რთულია ისევ იმ რეჟიმში გაგრძელება მუშაობის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფერი ზედმიწევნით დავიცვათ.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
- სამომავლოდ მაქვს გეგმაში გავზარდო და გავაფართოვო სალონი , გავხსნა ფილიალები, რა თქმა უნდა, ეს ამ ეტაპზე რთულია, მაგრამ “როიალ ბიუთი ქლაბს” აუცილებლად ექნება ფილიალები და აუცილებლად ექნება სასწავლო ცენტრი ..
მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით ჩვენი მომსახურებით . “როიალ სილამაზის” კლუბი გელოდებათ მუდამ .











Comments
Post a Comment