ბრენდი “Jini.and.co”- ჩაიფიქრე სურვილი.
- კომპანია „ჯინიკოს“ დაარსების იდეა გაგვიჩნდა 2020 წლის დასაწყისში. მე და ჩემს ბიზნეს-პარტნიორს ნიკა ხარაზიას გვინდოდა, რომ ერთად დაგვეწყო ბიზნესი. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ გვსურდა საკუთარი საქმის წამოწყება, გვქონოდა ასევე შემოსავლის მეორე წყაროც. ჩვენი მოტივი იყო უბრალოდ გვეკეთებინა ის, რაც ჩვენ სიამოვნებას მოგვანიჭებდა.
პირველ რიგში, გვსურდა გამოცდილების მიღება ამ სფეროში. გვაინტერესებდა, თუ რამდენად მოვახერხებდით საკუთარი ძალებით წარმატებულად საქმის წამოწყებას. გვქონდა რამდენიმე ბიზნეს იდეა და დიდხნიანი განხილვისა და მსჯელობის შემდგომ არჩევანი საზაფხულო ჩანთებზე გავაკეთეთ. ეს იყო „ჯინიკოს“ დაარსების პირველი ეტაპი.
- რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის საქართველოში “სტარტ აპერობა” ?
- საქმის ნულიდან დაწყება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას მოველოდით. თავიდან გვეგონა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ჩვენი ბრენდის დაარსებასა და განვითარებას ხელს არაფერი არ შეუშლის. სამწუხაროდ, ამ პერიოდში საქართველოში უკვე ოფიციალურად კორონავირუსის პირველი ტალღა დაიწყო. შემდგომ სავალდებულო თვითიზოლაცია და კარანტინიც დაემთხვა, რის გამოც ჩვენი გეგმები დროებით შეიცვალა და ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. როდესაც საშუალება მოგვეცა, რომ საქმე დაგვეწყო, პროცესში აღმოვაჩინეთ, თუ რამდენად ბევრი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი და სასწავლი, იმისათვის, რომ ხარისხიანი პროდუქცია და სერვისი შეგვეთავაზებინა ჩვენი კლიენტებისათვის. ძირითადი საკითხები, რომლებზეც ვმსჯელობდით იყო: თუ როგორ გვეწარმოებინა ჩვენი პროდუქტი , რამდენად მოთხოვნადი იქნებოდა ის, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი სამიზნე აუდიტორია, უნდა გაგვეთვალა დანახრჯების რიცხვი და ა.შ. პროცესში ბევრი რამ ვისწავლეთ და ამჟამად უკვე შეუფერხებლად და სწრაფად ვმუშაობთ, რაც გვაძლევს ზედმეტ დროსა და საშუალებას, რომ სხვა საკითხებსა და იდეებს მივანიჭოთ მეტი დრო და ყურადღება.
- საიდან მოდის ბრენდის სახელწოდება?
- სახელწოდება „ჯინიკო / Jini & Co” ძალიან სწრაფად და მარტივად მოგვაფიქრდა. გვინდოდა, რომ ჩვენს მომხმარებლებს ასოციაცია ჰქონოდათ რაიმე ზღაპრულთან და მაგიურთან. ჯინი - მოგეხსენაბათ, სურვილებს ასრულებს, შესაბამისად ჩვენც გვინდოდა რომ ჩვენი მომხმარებლებისათვის „სურვილები“ აგვესრულებინა. ასევე მე ჩემი ახლო მეგობარი ხშირად ჯინს მეძახდა, რადგან მიყვარდა მისთვის საჩუქრებისა და მოულოდნელი სიურპრიზების გაკეთება. ამიტომაც ჯინის, როგორც ჩემი მეტსახელისა და ჯინის, როგორც მულტფილმის პერონაჟის გაერთიანების შედეგად მივიღეთ ჩვენი ბრენდის დასახელება - „ჯინიკო / Jini & Co”.
- როგორც ვახსენე, ჩვენ გვაყვს ორი დამფუძნებელი - სერგი ჯანჯღავა და ნიკა ხარაზია. უმეტეს მოვალეობასა და პროცესებს სწორედ ჩვენ ვახორციელებთ და ვაკონტროლებთ. გარდა ამისა, გვყავს დიზაინერთა გუნდი, რომლებთანაც ვთანამშროლობთ. ახლო მომავალში გაფართოებას ვაპირებთ, რადგან კომპანიის ზრდასთან ერთად,მოვალეობები და ვალდებულებები ბევრად მეტი ჩნდება. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქცია და სერვისი კვლავ მაღალ დონეზე იყოს, გვესაჭიროება დამატებითი რესურსი ახალი კადრების სახით.
- ბრენდის დაარსებიდან დღემდე მთავარი იდეა და სურვილი მდგომარეობს იმაში, რომ პროდუქცია იმდენად ხარისხიანი უნდა იყოს, რომ თითქოს ჩვენვე გვაქვს „ჯინიკოს“ პროდუქცია საყიდელი, ანუ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოგვწონდეს და ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ ხარისხზე ისე, რომ კლიენტებს არ გაუჩნდეთ არანაირი უკმაყოფილების გრძნობა. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მიწოდების ძალიან სწრაფ სერვის და ასევე საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია პროდუქციის გაგზავნა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ჯინიკოს ხარისხისა არიან ჩვენი მომხმარებლები. ჩვენთვის ისინი არიან ყველაზე მნიშნელოვანები, რადგან ბრენდი ვერ იქნება წარმატებული და ხარისხიანი, თუ კი მომხმარებელი არ იქნება კმაყოფილი, როგორც პროდუქციით, ასევე სერვისით.
- ჩვენი სამიზნე აუდიტორია არიან ახალგაზრდები 16-30 წლამდე. ძირითადი სეგმენტი, მაინც გოგოები არიან, რადგან ჩვენი პროდუქცია უფრო მეტად მათზეა გათვლილი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, “ჯინიკოს” მომხმარებელთა შორის ბევრი მამაკაციც არის. განაპირობებულია ეს იმით, რომ ხშირად ჩვენს პროდუქციას საჩუქრის სახით ყიდულობენ.
- „ჯინიკოს“ პროდუქციათა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი ხავერდოვანი ჩანთები და ასევე ზამთრის სპორტული ჰუდები.სწორედ ჰუდების ხაზი გახლავთ ყველაზე მოთხოვნადი მომხმარებელთა შორის. აქცენტი გავაკეთეთ ჰუდის ზომის სიდიდეზე. ჩვენი “ოვერსაიზ” ჰუდების დიზაინი დღევანდელი პანდემიური ცხოვრების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე შეიქმნა. არის დიდი, ფართო, კომფორტული და დათბილული ჰუდი, რომელზედაც შესაძლებელი ნებისმიერი ნახატისა ან წარწერის დაბეჭდვა, რაც კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის “ჯინიკოს” მომხმარებლებისათვის. რაც მთავარია, “ოვერსაიზ» ჰუდის მორგება შეუძლია განსხვავებული სიმაღლისა და წონის ადამიანებს და მაინც არ იქნება მომჯდარი სტილის. ეს სპორტული ხაზი იმდენად მოთხოვნადია, რომ ზაფხულშიც კი გვაქვს დიდი რაოდენობით გაყიდვები.
- „Make a wish” - ჩვენი ბრენდის სლოგანი
- ამჟამად ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ფეისბუქისა და ინსტაგრამ გვერდების მეშვეობით.
- სამომავლოდ ვგეგმავთ ახალი პროდუქციის დამატებას, რათა ჩვენ მომხმარებლებს ჰქონდეთ უფრო დიდი და მრავალფეროვანი არჩევნის შესაძლებლობა. ასევე გეგმაში გვაქვს სტუდიის/შოურუმუს გახსნა, იმისათვის, რომ არა მხოლოდ ონლაინ, არამედ პირდაპირ იყოს შესაძლებელი “ჯინიკოს” პროდუქციის შეძენა. და ასევე, განვაგრძოთ ჩვენი ბრენდის გაფართოება საქართველოს ფარგლებს გარეთ. გეგმის მიხედვით, ეს იქნება აშშ და ევროპის დასავლეთ ქვეყნები.

















Comments
Post a Comment