Seren - საცურაო კოსტიუმების ქართული ბრენდი .
ზაფხული , მზე , დასვენება - მოდური საცურაო კოსტიუმები სეზონის უპირობო ატრიბუტია. როგორც მსოფლიო მოდის გამოცემები წერენ, ამ სეზონზე მოდაში იქნება სხვადასხვა პრინტის, მათ შორის გრაფიკული დიზაინის საცურაო კოსტიუმები.
კარგია რომ გვერდების თვალიერებისას ზუსტად ასეთ ქართულ საცურაო კოსტუმებს შევხვდი , რომლებსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.
სიახლე, როგორც ავტორისთვის ჩემთვის ისიც აღმოჩნდა, რომ ბრენდი სულ რამდენიმე დღეა დაარსდა და ჩემი დიდი გამცოდილებით შემიძლია დიდი მომავალიც ვუწინასწარმეტყველო
Sexy, unique, powerful - ასეთია ბრენდი “Seren”, რომელიც 23 წლის მარკეტერმა თამთა ჩაჩანიძემ შექმნა.
“ბავშვობიდან მინდოდა საცურაო კოსტიუმის ბრენდი შემექმნა, თუმცა, რეალურად ჩემმა ნახატებმა და მათი საცურაო კოსტიუმების ნაჭერზე გადატანის იდეამ მომცა უდიდესი მოტივაცია.” - აღნიშნა ჩვენთან საუბარში თამთამ.
ბრენდის სახელი მოდის სიტყვა serendipite-დან, უშუალოდ Seren - ვარსკვლავს ნიშნავს.
თამთა ინსპირაციას თავისი ნახატებიდან იღებს ,რომლებიც დატანილია ბრენდის კოსტიუმების პრინტზე.
კითხვაზე თუ რამდენად რთულია თამთასთვის ქართულ ბაზარზე სტარტ-აპერობა თამთამ ასე გვიპასუხა: “ჯერ-ჯერობით არ ჩანს რთული, თუმცა, დამწყებებს ვურჩევდი გულით აკეთონ თავიანთი საქმე, უყვარდეთ ის, რასაც ქმნიან და საქმის კეთების მოტივაცია იყოს მომხმარებლისათვის სასიამოვნო შეგრძნებების მინიჭება.”
ამ ეტაპზე ყველაზე გაყიდვადია მოდელები, რომლებზეც თამთას მიერ შესრულებული ტილოებია დატანილი.
სამომავლოდ ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას აპირებს, პირველი კი ისრაელი იქნება.









Comments
Post a Comment