Sillvery.ge - ქართული სამკაულების ბრენდი
დღეს გვინდა კიდევ ერთი ქართული სამკაულების ბრენდი გაგაცნოთ, რომელიც დახვეწილი, ელეგანტური დიზაინითა და ხარისხიანი შესრულებით ყველა გოგონას შეაყვარებს თავს და არა მხოლოდ. გთავაზობთ ინტერვიუს ბრენდის დამფუძნებლებთან , ანი ასათიანთან და ანანო ნადირაძესთან.
- როგორ გაჩნდა ბრენდის დაარსების იდეა?
ანი/ანანო: ბრენდის დაარსების იდეა გაგვიჩნდა პანდემიის პერიოდში, გამომდინარე იქიდან რომ ორივე ვართ სამკაულების მოყვარული და პანდემიამაც ხელი შეუწყო ონლაინ ბაზრის განვითარებას, ეს იდეა მარტივად განვახორციელეთ.
- მომიყევით ბრენდზე, კონკრეტულად როდის დაარსდა?
ანი/ანანო: “სილვერი” არის ახალგაზრდა ბრენდი, რომელიც დაარსდა 1 მაისს, მიუხედავად იმისა რომ მცირე დრო არის გასული ჩვენი ბაზარზე გამოჩენის, ბრენდმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვახარებს.
ანი/ანანო: როგორც ასეთი, ვალდებულებები განაწილებული არ გვაქვს, ორივე აქტიურად ვართ ჩართული ყველა პროცესში, მათ შორის გაყიდვის, რეკლამის, სერვისის და სოციალური ქსელების მართვის კუთხით.
- რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე ?
ანი/ანანო: ვფიქრობთ რომ თუ მონდომებაა, რთული არაფერია. თუმცა საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და შესაბამისად გვიწევს, ისეთი მოდელების შეთავაზება რაც მომხმარებლისთვის თვალში საცემი და საინტერესო იქნება
- რას ურჩევთ ქართველ სტარტაპერებს?
ანი/ანანო: პირველ რიგში უნდა იცოდნენ რა სეგმენტზე იმუშაონ და აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ინტერესი და სიყვარული იმ საქმისადმი რასაც აკეთებენ.
-რა არის თქვენი ინსპირაცია ?
ანი/ანანო: ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ იმ მოდელებს, რაც ჩვენ თავად მოგვწონს და რასაც თავად მოვიხმართ. შესაბამისად, ინსპირაცია არის ჩვენი პირადი სურვილები, რომელიც ბაზარზე არსებულმა ბრენდებმა ვერ დააკმაყოფილა. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის აზრი და ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ სურვილებსა და მოთხოვნებს. ასე, რომ შეიძლება ითქვას ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო, საკუთარი თავის გარდა, ჩვენივე მომხარებელია.
- როგორია ფასები? როგორ შეგვიძლია პროდუქციის შეძენა?
ანი/ანანო: გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი პროდუქცია გახლავთ 925 სინჯის და როდირებული ვერცხლი, ფასები საკმაოდ რელევანტურია და ვფიქრობთ, ყველასთვის მისაღები. ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ. ჩვენ ბრენდს აქვს მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც სწრაფად ახორციელებს შეკვეთის დანიშნულების ადგილამდე მიწოდებას.
- თუ არის შესაძლებელი სამკაულების მომხმარებლის გემოვნებით დამზადება?
ანი/ანანო: არა, ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოდელები და მომხარებელს საკმაოდ ფართო არჩევანს ვთავაზობთ.
- რომელია თქვენი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი?
ანი/ანანო: მიუხედავად მცირე დროისა, გამოიკვეთა რამდენიმე მოდელი რომელიც არის ყველაზე მოთხოვნადი, გამომდინარე იქიდან რომ კოლექციები სწრაფად განახლებადია, მოდელებიც განსხვავებულია და ყველა კოლექციას თავის ფავორიტი სამკაული აქვს.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
ანი/ანანო: სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას, ბევრი განსხვავებული მოდელის დამატებას და სხვადასხვა ლოკაციების ათვისებას, სადაც მომხარებელს შეეძლება პირდაპირ დაათვალიეროს და შეიძინოს ჩვენი პროდუქცია.














Comments
Post a Comment